ემოციური მილოცვა დედისგან და დისგან: ნინი გოგიჩაიშვილი იუბილარია - Marao

ემოციური მილოცვა დედისგან და დისგან: ნინი გოგიჩაიშვილი იუბილარია

2024-11-23 10:12:34+04:00

ნინი გოგიჩაიშვილი იუბილარია. მოდელი დილიდან უამრავ მილოცვას იღებს. ნინის დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს დედა, ნათია ბანძელაძე.

„ჩემს სიკეთეს, ჩემს ბრჭყვიალა ადამიანს გაუმარჯოს! გიორგობას გილოცავთ ყველას…“ – წერს ნათია და შვილის კადრებს გვიზიარებს სოციალურ ქსელში.

ნინი დაბადების დღეს მისი და, ნანუკა გოგიჩაიშვილიც ულოცავს:

"ჭკვიანო, ულამაზესო, მიზანდასახულო, შრომისმოყვარე ფუტკარო, ყოვლისშემძლე ოჯახის გამაერთიანებელო და მშობლების სიამაყევ, მეამაყები და მუდამ მეიმედები, მადლობა ყოველი დღისთვის... დაბადების დღეს გილოცავ, მსოფლიო მემეტება შენთვის" - წერს ნანუკა. 

  • "სასწაული გოგო" - ნინი გოგიჩაიშვილი ულამაზეს ფოტოებს გვიზიარებს 
  • " მყავს ადამიანი, რომელთანაც, ვფიქრობ, რომ გავაგრძელებ ცხოვრებას ბოლომდე" - ნინი გოგიჩაიშვილი 

ნინი გოგიჩაიშვილი

ნინი გოგიჩაიშვილი ნინი 1993 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. მან სამოდელო სფეროში პირველი ნაბიჯები ადრეულ ასაკშივე გადადგა, მოგვიანებით კი, 2018 წელს, გახდა "მის საქართველო". წარადგინა საქართველო კონკურსზე "მის მსოფლიო 2019".

"ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჩემმა მშობლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებული იყო და სახლში თითქმის არასდროს იყვნენ, საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. მე და ჩემი და, ნანუკა ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ბებოების და ბაბუების გაზრდილები ვართ. მოგეხსენებათ 90-იანი წლები რთული პერიოდი იყო, დალხენილი სიტუაცია არ გვქონდა და მშობლები თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი მქონოდა. თუმცა მათ ისიც ჩაგვინერგეს, რომ ნივთებზე მეტად მნიშვნელოვანი ოჯახური სითბო და სხვა ფასეულობებია...

არასდროს მომიტყუებია მშობლები, ყველაზე მეტად მათში ის მომწონდა, რომ ყოველთვის მიტოვებდნენ არჩევანის თავისუფლებას. თავისუფლებაა, რომ არ გაჰყვე დედ-მამის კვალს, თუკი არ გაინტერესებს და აკეთო საქმე, რომელიც ძალიან გიყვარს", - ამბობდა ნინი წლების წინ. დღეს ის დუბაიში ცხოვრობს. სამოდელო სფეროდან მან ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა და იქ საკუთარ გადაცემას "Nini's Diary" უძღვება. "Nini's Diary - "ნინის დღიური" არის სატელევიზიო პროექტი. დუბაიში ძვირადღირებული ცხოვრების შესახებ ჩვენი ზღაპრული ტელეწამყვანის, "მის საქართველოს" - ნინი გოგიჩაიშვილის თვალით" - ვკითხულობთ მის აღწერაში.