ძვირადღირებული ჩანთების კოლექცია, სამი შვილი და ბედნიერი ოჯახი: 26 წლის უმშვენიერესი მოდელის, ქეთი ჟღენტის ცხოვრება - Marao

ძვირადღირებული ჩანთების კოლექცია, სამი შვილი და ბედნიერი ოჯახი: 26 წლის უმშვენიერესი მოდელის, ქეთი ჟღენტის ცხოვრება

2024-11-26 16:21:56+04:00

თოშა ქებურიასა და ქეთი ჟღენტის ოჯახს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. ქეთი ოჯახურ კადრებს ხშირად აქვეყნებს. დიდი მოწონებას იმსახურებს მისი სტილიც. ქეთის ჩაცმულობა ყოველთვის გამორჩეულია და ის არაერთი ცნობილი დიზაინერის სამოსს ირგებს: 

keti

keti

keti

keti

keti

  • "იცით, რა?! ერთს გეტყვით: ამ ცხოვრებაში რაც რიგდებოდა, ყველაფერი მაქვს და ამიტომ, ბედნიერი ვარ" - მარინე თბილელის უცნობი წერილი 
  • თიკა ფაცაციას პარიზული დაბადების დღე - ულამაზესი კადრები საფრანგეთიდან 

ძვირადღირებული ჩანთების კოლექცია 

Hermes-ის ჩან­თა და გან­სა­კუთ­რე­ბით, მისი ლე­გენ­და­რუ­ლი მო­დე­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა Birkin და Kelly, მო­დის სამ­ყა­რო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი და სა­სურ­ვე­ლი აქ­სე­სუ­ა­რია. ბრენ­დი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნით, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მა­სა­ლე­ბი­თა და ექ­სკლუ­ზი­უ­რო­ბით, რაც  Hermes-ის" მდიდ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის სიმ­ბო­ლოდ აქ­ცევს. Hermes-ის ჩან­თე­ბი არამ­ხო­ლოდ მო­დის ტენ­დენ­ცი­ე­ბის ნა­წი­ლია, არა­მედ ხში­რად ინ­ვეს­ტი­ცი­ა­დაც ით­ვლე­ბა, რად­გან დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ იზ­რდე­ბა.

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მი, კიმ კარ­და­ში­ა­ნი, რი­ა­ნა და მე­გან მარ­კლი, ხში­რად ატა­რე­ბენ  Hermes-ის ჩან­თებს, რაც მათ მო­დის ელი­ტის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად ხდის. სა­ქარ­თვე­ლო­შიც არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ამა­ყობს  Hermes-ის ჩან­თით. მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ, რო­დე­საც შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­მა ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ ყი­დუ­ლობს  Hermes-ის მა­ღა­ზი­ა­ში ჩან­თას, ამას მკი­თხვე­ლე­ბის მხრი­დან უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა.

  • ქართველი ქალების საყვარელი Hermes-ის ჩანთა, რომლის საშუალო ფასი $20 000-ია - დალი ჩიტალაძე, შორენა ბეგაშვილი, ქეთა თოფურია და სხვები 

შორენა ბეგაშვილთან ერთად, Birkin და Kelly ჩანთებს ია ფარულავასა და ანუკი არეშიძის გარდერობშიც შეხვდებით. Hermes-ის ჩანთების კოლექცია აქვს ქეთი ჯღენტსაც:

jgenti

jgenti

jgenti

jgenti

ქეთი ჟღენტი და თოშა ქებურია

თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და თავადაც წარმატებული ბიზნესმენია. 2017 წელს თოშამ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. თოშამ მომავალ მეუღლეს ხელი საფრანგეთში, კანის სანაპიროზე სთხოვა, მათი გრანდიოზული ქორწილის შესახებ კი მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა.

წყვილს სამი შვილი ჰყავს. მოდელი ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს, განსაკუთრებით კი, უფროსი შვილების, კატერინასა და ბუბას ფოტოებს.

მეუღლისგან განსხვავებით, თოშა ქებურია სოციალურ ქსელებში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს ხშირად უზიარებს გულშემატკივრებს. თოშა მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას ვაჟია. მან პირველად ყურადღება მისი სპორტისადმი, კერძოდ კი, რბოლის სიყვარულით მიიქცია. ქებურიას არაერთ მოტორბოლაში მიუღია მონაწილეობა. ცნობილია ასევე თავისი მოტოციკლეტებისა და ავტომობილების გატაცებითაც. ამის შემდეგ თორნიკესადმი ინტერესი მისი პირადი ცხოვრების გამო გამძაფრდა. სიმპათიური ბიჭი ქრისტინე იმედაძეს რამდენიმე წელი ხვდებოდა. წყვილი ურთიერთობას არ ასაჯაროებდა, თუმცა დამალვა ვეღარ შეძლეს. მომღერალთან დაშორების შემდეგ ქეთი ჟღენტზე მალევე დაინიშნა. თოშამ ქეთის ხელი საფრანგეთის ულამაზეს სანაპიროზე სთხოვა.

ქეთი ცნობილი მოდელის, ლიკა შენგელიას შვილია. ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ულამაზეს ქართველ ქალს ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭი – მეორე ქორწინებიდან.