თოშა ქებურიასა და ქეთი ჟღენტის ოჯახს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. ქეთი ოჯახურ კადრებს ხშირად აქვეყნებს. დიდი მოწონებას იმსახურებს მისი სტილიც. ქეთის ჩაცმულობა ყოველთვის გამორჩეულია და ის არაერთი ცნობილი დიზაინერის სამოსს ირგებს:
Hermes-ის ჩანთა და განსაკუთრებით, მისი ლეგენდარული მოდელები, როგორიცაა Birkin და Kelly, მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და სასურველი აქსესუარია. ბრენდი ცნობილია თავისი დახვეწილი დიზაინით, უმაღლესი ხარისხის მასალებითა და ექსკლუზიურობით, რაც Hermes-ის" მდიდრული ცხოვრების სიმბოლოდ აქცევს. Hermes-ის ჩანთები არამხოლოდ მოდის ტენდენციების ნაწილია, არამედ ხშირად ინვესტიციადაც ითვლება, რადგან დროთა განმავლობაში მათი ღირებულება მხოლოდ იზრდება.
მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ვიქტორია ბექჰემი, კიმ კარდაშიანი, რიანა და მეგან მარკლი, ხშირად ატარებენ Hermes-ის ჩანთებს, რაც მათ მოდის ელიტის განუყოფელ ნაწილად ხდის. საქართველოშიც არაერთი ცნობილი ადამიანი ამაყობს Hermes-ის ჩანთით. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, როდესაც შორენა ბეგაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ ყიდულობს Hermes-ის მაღაზიაში ჩანთას, ამას მკითხველების მხრიდან უარყოფითი კომენტარები მოჰყვა.
შორენა ბეგაშვილთან ერთად, Birkin და Kelly ჩანთებს ია ფარულავასა და ანუკი არეშიძის გარდერობშიც შეხვდებით. Hermes-ის ჩანთების კოლექცია აქვს ქეთი ჯღენტსაც:
თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და თავადაც წარმატებული ბიზნესმენია. 2017 წელს თოშამ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. თოშამ მომავალ მეუღლეს ხელი საფრანგეთში, კანის სანაპიროზე სთხოვა, მათი გრანდიოზული ქორწილის შესახებ კი მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა.
წყვილს სამი შვილი ჰყავს. მოდელი ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს, განსაკუთრებით კი, უფროსი შვილების, კატერინასა და ბუბას ფოტოებს.
მეუღლისგან განსხვავებით, თოშა ქებურია სოციალურ ქსელებში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს ხშირად უზიარებს გულშემატკივრებს. თოშა მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას ვაჟია. მან პირველად ყურადღება მისი სპორტისადმი, კერძოდ კი, რბოლის სიყვარულით მიიქცია. ქებურიას არაერთ მოტორბოლაში მიუღია მონაწილეობა. ცნობილია ასევე თავისი მოტოციკლეტებისა და ავტომობილების გატაცებითაც. ამის შემდეგ თორნიკესადმი ინტერესი მისი პირადი ცხოვრების გამო გამძაფრდა. სიმპათიური ბიჭი ქრისტინე იმედაძეს რამდენიმე წელი ხვდებოდა. წყვილი ურთიერთობას არ ასაჯაროებდა, თუმცა დამალვა ვეღარ შეძლეს. მომღერალთან დაშორების შემდეგ ქეთი ჟღენტზე მალევე დაინიშნა. თოშამ ქეთის ხელი საფრანგეთის ულამაზეს სანაპიროზე სთხოვა.
ქეთი ცნობილი მოდელის, ლიკა შენგელიას შვილია. ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ულამაზეს ქართველ ქალს ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭი – მეორე ქორწინებიდან.