ელენე ეპიტაშვილი პატარა ენის და გიორგი მამარდაშვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს - Marao

პატარა ენი უკვე სახლშია: გიორგი მამარდაშვილის პირველი კადრები მამის ამპლუაში

2024-11-25 10:29:18+04:00

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი რამდენიმე დღის წინ გოგონას მამა გახდა. ელენე ეპიტაშვილმა და გიორგიმ გოგონას ენი დაარქვეს.

ამჯერად ელენე ეპიტაშვილი შვილისა და მამის უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს:

  • „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ცხოვრების სიყვარულო“ - ელენე ეპიტაშვილი იუბილარია 
  • გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ 

გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი 

გიორგისა და მისი უმშვენიერესი მეუღლის, ელენე ეპიტაშვილის შესახებ მედია ხშირად წერს. ელენე ეპიტაშვილი თავის პროფესიაში საჯაროდ გამოჩენამდეც წარმატებული იყო. ის მოდელია, უფრო ხშირად მონაწილეობას ფოტო- და ვიდეოგადაღებებში იღებს და მასთან არაერთი ცნობილი ბრენდიც თანამშრომლობს, მაგალითად, DISSH, MICAS, PEPPERMAYO, COMMENSE, L E X I, LÉ SALTY LABEL, OPTIMIST, More Beauty • მეტი სილამაზე, MARKS AND SPENCER, GEPHERINI და სხვ.

ელენე ეპიტაშვილს რომ გიორგი მამარდაშვილის წარმატებაშიც მიუძღვის წვლილი, ამაზე ფეხბურთელმაც არაერთხელ ისაუბრა: "შეყვარებული ვარ... ელენე არის ჩემი აღმოჩენა. რთულ პერიოდში სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს. სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს. მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება, ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც", - ამბობდა გიორგი.