ჟღალთმიანი მსახიობი ჩერქეზული წარმომავლობით: ელჩინ სანგუს პურადი ცხოვრება და უცნობი დეტალები - Marao

ჟღალთმიანი მსახიობი ჩერქეზული წარმომავლობით: ელჩინ სანგუს პურადი ცხოვრება და უცნობი დეტალები

2024-11-25 15:35:20+04:00

ჩერქეზული წარმოშობის ულამაზესი თურქი მსახიობი ელჩინ სანგუ დაიბადა 1985 წლის 13 აგვისტოს, იზმირის რაიონში. თეატრალური სკოლის დასრულების შემდეგ ის გადაიღეს სერიალებში: „ერთი სიყვარულის ისტორია“, „ქურთ სეითი და ალექსანდრა“. 2015 წელს ელჩინმა მიიღო მთავარი როლი, სერიალში „დაქირავებული სიყვარული“.

განათლება

დაამთავრა მერსინის უნივერსიტეტი ოპერის განხრით. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იგი 2 წლის განმავლობაში სწავლობდა თეატრალურ სკოლაში ცნობილი დირექტორისა და მსახიობის, ჰალდუნ დორმენის ჯგუფში. 

elcin

კარიერა

ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მისი მთავარი როლი სერიალ "დაქირავებულ სიყვარულში", სადაც ის ახალგაზრდა, გულუბრყვილო და ლამაზი დეფნეს როლს ასრულებს. ამ სერიალის  წყალობით მისი პოპულარულობა კიდევ უფრო გაიზარდა და გასცდა საზღვრებს, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, რუსეთში, აღმოსავლეთისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

  • ცნობილი მხატვრების, ტონინო გუერასა და სერგო ფარაჯანოვის ქართველი მუზა: ვინ იყო გასაოცარი გარეგნობის მადლენ ყუშიტაშვილი 
  • სალომე ზურაბიშვილის სამი ასაკი: როგორ იცვლებოდა პრეზიდენტი წლების განმავლობაში 

elcin

პირადი ცხოვრება

2011 წლიდან სანგუ ურთიერთობაშია იუნუს ოზდიკენთან, რომელიც მუშაობს კერძო ფირმაში ხელოვნებისა და გართობის სამყაროს გარეთ.სანგუ 2016 წელს თურქეთში მეორე ყველაზე პოპულარულ მსახიობად აირჩიეს, მრავალი განსხვავებული გამოკითხვის საფუძველზე.

2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ის მეათე ყველაზე პოპულარული თურქი ცნობილი ადამიანია ინსტაგრამზე 

ელჩინ საგნუს თმა განხილვის ობიექტად იქცა, ხალხში გაჩნდა ეჭვი, რომ მას თმა შეღებილი ჰქონდა, მაგრამ მსახიობმა ბავშვობის ფოტოების გამოქვეყნებით დაამტკიცა, რომ ის ბუნებრივად წითელთმიანია.