შვილი 18 წლის ასაკში, ორი უიღბლო ქორწინება და მძიმე არჩევანი ქმრისგან: მსოფლიო სილამაზის, ორნელა მუტის ცხოვრების გზა - Marao

შვილი 18 წლის ასაკში, ორი უიღბლო ქორწინება და მძიმე არჩევანი ქმრისგან: მსოფლიო სილამაზის, ორნელა მუტის ცხოვრების გზა

2024-11-25 17:31:29+04:00

ორნელა მუტი იტალიელი მსახიობია. კინოკარიერის გარდა, ასევე მუშაობდა მოდელად ზრდასრულთა ჟურნალებისთვის და ტელეწამყვანად. დღეს კი საკუთარი საიუველირო ბრენდი აქვს.

ადრეული ცხოვრება

ფრანჩესკა რომანა რიველი და მისი ტყუპი და კლაუდია იტალიის დედაქალაქში 1955 წლის 9 მარტს დაიბადნენ.  გოგონას ბიოგრაფია წარმატებულად ჩამოყალიბდა, შრომისმოყვარეობისა და რამდენიმე იღბლიანი დამთხვევის წყალობით. მათი მამა დაიბადა ნეაპოლში და მუშაობდა ჟურნალისტად, ხოლო დედა, წარმოშობით ესტონელი მოქანდაკე იყო. მსახიობის დედის ბებია-ბაბუამ რუსეთი (სანქტ-პეტერბურგი) 1917 წელს დატოვეს.

ornela

რიველის ოჯახი მოკრძალებულად ცხოვრობდა, ხშირად ფინანსურად უჭირდათ. როდესაც მამა ტრაგიკულად გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში, დედა იძულებული გახდა ფრანჩესკა და კლაუდია მარტო გაეზარდა. ოჯახური პრობლემები ახალგაზრდა ქალის სამსახიობო კარიერის გზაზე დაბრკოლება გახდა.

13 წლის ფრანჩესკას ფულის შოვნის იდეა გაუჩნდა: სამხატვრო სკოლაში ჩაირიცხა და შიშველ პოზირებაზე დათანხმდა. მოგვიანებით დაიწყო ეროტიკულ ჟურნალებში გამოჩენა... ერთ დღეს, ფოტომ მისი სკოლის მასწავლებლის ყურადღება მიიპყრო და მისი ფოტოსესიების ამბავმა სკოლის დირექტორისა და დედის ყურამდე მიაღწია.

დირექტორს მისი სკოლიდან გარიცხვა სურდა, დედამ კი სასტიკად დასაჯა. ეს ამბავი არ გახმაურებულა ოჯახის მძიმე ფინანსური კრიზისის გამო.

ornela

პირველი როლი

14 წლის ასაკში ორნელას და ფილმის სინჯებზე წავიდა და თან ორნელაც წაიყვანა. რეჟისორმა დომენიკო დომიანმა ორნელა აირჩია. სწორედ მან გამოუგონა გოგონას ფსევდონიმი, რომლის საშუალებითაც ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო - ორნელა მუტი. 

ფილმმა მსახიობს პოპულარობა არ მოუტანა, მაგრამ საარსებო წყაროს სხვა გზა გაუხსნა. გარდა ამისა, გადაღების დროს გოგონამ გაიცნო ალესიო ორანო (მისი ეკრანული ქმარი), რომელიც მასზე 10 წლით უფროსი იყო.

  • გსმენიათ ფილმ "წითელი კარავის" შესახებ? - საინტერესო ფაქტები ქართველი რეჟისორის ფილმზე, რომლისთვისაც მუსიკა ენიო მორიკონემ დაწერა 
  • „როდესაც ორსულობის შესახებ გავიგე, ძალიან დავიზაფრე, რადგან თავად ბავშვი ვიყავი…" - ორნელა მუტის გულწრფელი ინტერვიუ "ნოესთან" 

18 წლის ასაკში ორნელამ უცნობი მამაკაცისგან გააჩინა ქალიშვილი ნაიკე, მაგრამ ის ცოლთან გაიქცა, როგორც კი გოგონას ორსულობის შესახებ შეიტყო. ითვლება, რომ ეს იყო პროდიუსერი ხოსე დე კასტრო. ერთი წლის შემდეგ ორანო და მუტი დაქორწინდნენ.

1980 წელს მაყურებელმა იხილა ფილმი "The Taming of the Shrew", რომელიც მოხვდა 250 საუკეთესო გლობალური ჰიტის სიაში IMDb-ის მიხედვით. ადრიანო ჩელენტანო და ორნელა მუტი იმ დროს საზოგადოებისთვის უკვე კარგად იყვნენ ცნობილი. 

ფილმს დიდი წარმატება ჰქონდა არა მხოლოდ მსახიობების სამშობლოში, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც. გადაღებების დროს მსახიობებს შორის რომანი დაიწო. ორივე მათგანმა დატოვა მეუღლე და ერთად ცხოვრება დაიწყეს. 

ornela

1988 წელს მსახიობის ცხოვრების პარტნიორი პროდიუსერი და ბიზნესმენი ფედერიკო ფაჩინეტი გახდა. ოჯახი ორნელას ფულით ცხოვრობდა. ქმარმა მის სახელზე სოლიდური თანხების ყალბი ჩეკები გასცა, რამაც გამოიწვია აქციონერთა სახსრების დიდი მითვისება.

1998 წელს მსახიობის თაყვანისმცემლებმა შეიტყვეს, რომ ორნელა მუტი იტალიელი პლასტიკური ქირურგის, სტეფანო პიკოლოს ცოლი გახდა. თუმცა 2008 წელს ისინი მეუღლეს ულტიმატუმის გამო დაშორდნენ - ქმარმა ორნელას სთხოვა არჩევანის გაკეთება მასსა და შვილებს შორის, რადგან არ სურდა საყვარელი ადამიანის გაზიარება. ორნელამ შვილები აირჩია.

ციტატები

  • მითი იმის შესახებ, რომ ქალებს მხოლოდ მდიდარი კაცები უყვართ, ზარმაცებმა გამოიგონეს. სინამდვილეში, ქალებს უყვართ არა მდიდარი კაცები, არამედ ძლიერი მამაკაცები, რომლებმაც მიაღწიეს რაღაცას და აგრძელებენ მოქმედებას.
  • არ აქვს მნიშვნელობა პირველი ხარ თუ მეორე. მთავარია, გულწრფელად აკეთო შენი საქმე და ისიამოვნო.
  • მოძრაობა საუკეთესო საშუალებაა კარგი ფორმის შესანარჩუნებლად.
  • თუ შეგიძლია, უნდა დაეხმარო.
  • დაბერება მტკივნეულია. ამის უარყოფა თვალთმაქცობაა.
  • ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რა ხდება ამ მომენტში. მიჩვეული ვარ დღევანდელი დღისთვის ცხოვრებას.