პატარა ენის პირველი კადრები და ელენე ეპიტაშვილი დედის ამპლუაში - Marao

პატარა ენის პირველი კადრები და ელენე ეპიტაშვილი დედის ამპლუაში

2024-11-26 16:38:45+04:00

22 ნოემბერს გიორგი მამარდაშვილი და ელენე პიტაშვილი პირველი შვილის მშობები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ენი დაარქვეს. ენი მშობლებთან ერთად უკვე სახლშია. ელენე ეპიტაშვილი კი მის პირველ კადრებს გვიზიარებს: 

mamardashvili

ელენე ეპიტაშვილი და გიორგი მამარდაშვილი 

ელენე ეპიტაშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც გიორგი მამარდაშვილმა მას ერთი წლის წინ ხელი სთხოვა. ხელის თხოვნის ცერემონია მოკრძალებული და სადა იყო, თუმცა წყვილმა მაინც შეძლო საზოგადოების ალაპარაკება. 

ელენე ეპიტაშვილი თავის პროფესიაში საჯაროდ გამოჩენამდეც წარმატებული იყო. ის მოდელია, უფრო ხშირად მონაწილეობას ფოტო- და ვიდეოგადაღებებში იღებს და მასთან არაერთი ცნობილი ბრენდიც თანამშრომლობს, მაგალითად, DISSH, MICAS, PEPPERMAYO, COMMENSE, L E X I, LÉ SALTY LABEL, OPTIMIST, More Beauty • მეტი სილამაზე, MARKS AND SPENCER, GEPHERINI და სხვ. 

  • "ჭკვიანი, ძალიან წარმატებული და თავდაჯერებული" - გაიცანით გიორგი მამარდაშვილის უმშვენიერესი მეუღლე, ელენე ეპიტაშვილი უფრო ახლოს 

ელენე პიტაშვილი წლების მანძილზე თანამშრომლობდა სამოდელო სააგენტო IC Model Management-თან და მათ გვერდზე მშვენიერი მოდელის არაერთ კადრსაც შეხვდებით. 

განსაკუთრებული იყო ელენეს გამოჩენა ქართველი მუსიკოსის, ნოდიკო ტატიშვილის კლიპში "სიყვარულის გემი". 

ელენე ეპიტაშვილს რომ გიორგი მამარდაშვილის წარმატებაშიც მიუძღვის წვლილი, ამაზე ფეხბურთელმაც არაერთხელ ისაუბრა: "შეყვარებული ვარ... ელენე არის ჩემი აღმოჩენა. რთულ პერიოდში სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს. 

  • "ნინიკო ყველაზე ძალიან ამაყობს ძმით და ყოველთვის უმაგრებს ზურგს" - გიორგი მამარდაშვილის და, მშობლები, მეუღლე და ოჯახური ამბები 

სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს. ქორწილი ჯერ არ დაგვიგეგმავს. სავარაუდოდ, თბილისში იქნება. ჯერ ზუსტი თარიღი არჩეული არ გვაქვს.

მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება, ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც", - ამბობდა გიორგი. 

გიორგი და ელენე ახლა ვალენსიაში ცხოვრობენ. მათ ხშირად სტუმრობენ ოჯახის წევრები. ახლა კი ოჯახში ახალი წვერიც ჰყავთ და ბედნიერი მშობლები ენის კადრებსაც ხშირად გვიზიარებენ. 

  • პატარა ენი უკვე სახლშია: გიორგი მამარდაშვილის პირველი კადრები მამის ამპლუაში 

სულ ცოტა ხნის წინ ელენე ეპიტაშვილმა ოჯახური კადრები გაგვიზიარა: "Daddy mode", - წერდა ის გიორგისა და ენის ვიდეოზე.