"შეყვარებული სულ სხვა ადამიანი ვარ: შევსებული, ნამდვილი, გამთბარი გულით..." - თუთა ოქროპირიძე - Marao

"შეყვარებული სულ სხვა ადამიანი ვარ: შევსებული, ნამდვილი, გამთბარი გულით..." - თუთა ოქროპირიძე

2024-11-26 17:02:19+04:00

მსახიობი თუთა ოქროპირიძე ქართველმა მაყურებელმა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო... ბევრისთვის ასევე ცნობილია "ბოლო სეზონიდან", სერიალი, რომელიც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

როგორც თავად აღნიშნავდა, ბავშვობაში ასტრონავტობაზე ოცნებობდა, მსახიობობა კი 10 წლის ასაკში გადაწყვიტა. მთავარ მიღწევადაც თეატრალურში ჩაბარებას მიიჩნევს:

ბავშვობა

ის სახ­ლი, სა­დაც მე გა­ვი­ზარ­დე, შე­მაღ­ლე­ბულ ად­გილ­ზეა, აივ­ნი­დან ცა ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს. ბავ­შვო­ბა­ში ვუ­ყუ­რებ­დი მთვა­რეს, ვარ­სკვლა­ვებს და მქონ­და ინ­ტე­რე­სი, უფრო ახ­ლო­დან მე­ნა­ხა, გა­მე­გო, იქ რა ხდე­ბო­და, ეს ჩემი ბავ­შვუ­რი აკ­ვი­ა­ტე­ბა იყო.

tuta

სკო­ლი­დან შინ რომ მივ­დი­ო­დი, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან უნდა გა­მევ­ლო. შო­რი­დან ვუ­ყუ­რებ­დი ამ შე­ნო­ბას და ვფიქ­რობ­დი, რომ იქ "უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი" სწავ­ლობ­დნენ და მე ვე­რას­დროს მოვ­ხვდე­ბო­დი, აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა მე­გო­ნა. ვფიქ­რობ­დი, რომ მსა­ხი­ო­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი არ უნდა იყოს, რომ იმ შე­ნო­ბა­ში ყვე­ლა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. როცა არჩევანის წი­ნა­შე დავ­დე­ქი და ოჯახ­ში ჩემი სურ­ვი­ლი გა­ვამ­ხი­ლე, შე­მე­წი­ნა­აღ­მდეგ­ნენ. ამი­ტომ თავ­და­პირ­ვე­ლად ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მე­ო­რე წელს, სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ყვე­ლას­გან მა­ლუ­ლად ჩა­ვა­ბა­რე. ოჯახ­ში ამ ამ­ბავს დიდი სი­ხა­რუ­ლი არ გა­მო­უწ­ვე­ვია, მაგ­რამ მერე ჩემი პრო­ფე­სია ყვე­ლამ შე­იყ­ვა­რა და მამ­ხნე­ვებ­დნენ.

  • ნინო კასრაძის სამი სახე: როგორ იცვლებოდა წლების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობი 
  • ჟღალთმიანი მსახიობი ჩერქეზული წარმომავლობით: ელჩინ სანგუს პურადი ცხოვრება და უცნობი დეტალები 

"ჩემი ცოლის დაქალები"

"სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა იყო პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მო­ვინ­დო­მე და გა­მო­მი­ვი­და, არა­ვინ დამ­ხმა­რე­ბია. - ...პან­დე­მი­ის გამო კას­ტინ­გე­ბი იშ­ვი­ა­თად ტარ­დე­ბო­და, მსა­ხი­ო­ბებს გვთხოვ­დნენ, ვი­დე­ო­ე­ბი გა­დაგ­ვე­ღო და გა­დაგ­ვეგ­ზავ­ნა. ეს წი­ნა­და­დე­ბა რომ მი­ვი­ღე, დავ­ფიქ­რდი, რად­გან ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბას ად­გილ­ზე მის­ვლა მერ­ჩივ­ნა და რად­გან ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ იყო, უარი ვთქვი. ჩემ­მა უარ­მა არ გაჭ­რა, გა­და­ვი­ღე ვი­დეო, გა­დავ­გზავ­ნე და მალე როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს.

"მასტერშეფი"

საკმაოდ საინტერესო გამოცდილება მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად მოუმზადებელი მივედი. სამზარეულოში სისხარტით არ გამოვირჩევი, მშვიდად კეთება მირჩევნია, ამ პროცესისგან სიამოვნებას ვიღებ. მზარეულობა ეს არის ჩემი ჰობი, ახლობლებს პერიოდულად გემრიელი კერძებით ვანებივრებ.

tuta

პირადი ცხოვრება

ყველაზე აღმატებული შეგრძნებაა. შეყვარებული სულ სხვა ადამიანი ვარ: შევსებული, ნამდვილი, გამთბარი გულით... სიყვარულით ვიკვებები. ვერ ვიტყვი, რომ ბევრჯერ მყვარებია. ურთიერთობის დასასრული ხან ტკივილთან არის დაკავშირებული, ხან - ბრაზთან. ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილებას თუ ვიღებ, კარი იხურება და მთავრდება, ტანჯვა აღარ არის, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან მიჭირს.

ძალიან შეყვარებული ვარ. ის უცხოელია, მისი თანხმობის გარეშე, მის შესახებ ვერ ვილაპარაკებ.…