"ოჯახური მოგზაურობა" - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ერთად დუბაიში მოგზაურობს - Marao

"ოჯახური მოგზაურობა" - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ერთად დუბაიში მოგზაურობს

2024-11-27 13:46:27+04:00

ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ანნა და ლილე სულაბერიძეებთან ერთად დუბაიში იმყოფება.

მოდელი შვილებთან ერთად გადაღებულ უთბილეს კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

  • „როგორ ძლიერად გელოდებოდით ჩემო პატარა ლილი... მადლობა უფალს, რომ ასე მშვიდობით მოევლინე ამ ქვეყანას" - ჯანეტ ქერდიყოშვილი ემოციურ კადრებს გვიზიარებს 
  • "ცხოვრებაში მთავარ მიზანს და მოტივაციას ჩემი ოჯახი მაძლევს" - ჯანეტ ქერდიყოშვილი 

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი

 ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას  PrimeShow უძღვება. 

 ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. მესამედ ნოე მოდელ ჯანერ ქერდიყოშვილზე დაქორწინდა. მათ ორი შვილიმ ანნა და ლილი ჰყავთ.

რაც შეეხება ჯანეტ ქერდიყოშვილის, ის ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა "მის საქართველო 2011"-ის ტიტული მოიპოვა. ცხოვრების ამ ეტაპზე ჯანეტი შვილების აღზრდითაა დაკავებული და პარალელურად ინფლუენსერობასაც ითავსებს - ის ხშირად გვთავაზობს სხვადასხვა პროდუქტისა თუ სერვისის რეკლამას საკუთარი სოციალური ქსელებიდან და უფროს ქალიშვილთან, ანნასთან ერთად გადაღებებშიც მონაწილეობს.  

ჯეკო ქერდიყოშვილმა სკოლა თბილისში დაამთავრა, შემდეგ კი სწავლა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გააგრძელა და პროფესიად დიპლომატობა აირჩია. ჯეკო დაზე უმცროსია, უყვარს გემოვნებიანად ჩაცმა, მოგზაურობა და ოჯახთან ერთადაც დიდ დროს ატარებს. ჯეკო განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევა დისშვილის, პატარა ანნას მიმართ და, როგორც ჩანს, ჯეკო ანნასთვის საყვარელი ბიძაა. 

ჯანეტ ქერდიყოშვილის და

ჯანეტსა და ჯეკოს კიდევ ერთი და, ანეტა ჰყავდათ, რომელიც მცირეწლოვანი იყო, როცა ტრაგიკულად გარდაიცვალა: 

"მე და დედა ქა­ლაქ­ში გა­ვე­დით, ანე­ტას­თან კი ჩემი ძმა დარ­ჩა. თურ­მე ის მა­ღა­ზი­ა­ში ტკბი­ლე­უ­ლის სა­ყიდ­ლად ჩა­სუ­ლა. ამ დროს კარ­ზე ვი­ღა­ცას ზარი და­უ­რე­კავს და ანე­ტას ფან­ჯა­რა­ში გა­და­უ­ხე­დავს, რომ ძმის­თვის და­ე­ძა­ხა, მაგ­რამ რო­გორ ჩანს, წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და გად­მო­ვარ­და.

დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის შემ­დეგ თავს მარ­თლაც ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა. ანე­ტა დედ­მა­მიშ­ვი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო და ძა­ლი­ან ვა­ნე­ბივ­რებ­დით. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი ვთქვი, მაგ­რამ ბო­ლოს ისევ მის გამო გა­ვემ­გზავ­რე: გა­ვიხ­სე­ნე, თუ რო­გორ იკე­თებ­და ჩემს ლენტს, რო­მელ­ზეც "მის სა­ქარ­თვე­ლო" ეწე­რა; ამ­ბობ­და, - მე ვარ ანე­ტა ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი, "მის სა­ქარ­თვე­ლოო". მე­კი­თხე­ბო­და, - ინ­გლის­ში რომ წახ­ვალ, ტე­ლე­ვი­ზორ­ში ხომ გნა­ხა­ვო? მთხოვ­და, კონ­კურ­სზე წა­სულს ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მის­თვის ხელი და­მექ­ნია...

დღემ­დე არ მჯე­რა, რომ ჩემი და­ი­კო ჩემ გვერ­დით აღა­რაა" - იხსენებდა ჯანეტ ქერდიყოშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.