ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ანნა და ლილე სულაბერიძეებთან ერთად დუბაიში იმყოფება.
მოდელი შვილებთან ერთად გადაღებულ უთბილეს კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას PrimeShow უძღვება.
ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. მესამედ ნოე მოდელ ჯანერ ქერდიყოშვილზე დაქორწინდა. მათ ორი შვილიმ ანნა და ლილი ჰყავთ.
რაც შეეხება ჯანეტ ქერდიყოშვილის, ის ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა "მის საქართველო 2011"-ის ტიტული მოიპოვა. ცხოვრების ამ ეტაპზე ჯანეტი შვილების აღზრდითაა დაკავებული და პარალელურად ინფლუენსერობასაც ითავსებს - ის ხშირად გვთავაზობს სხვადასხვა პროდუქტისა თუ სერვისის რეკლამას საკუთარი სოციალური ქსელებიდან და უფროს ქალიშვილთან, ანნასთან ერთად გადაღებებშიც მონაწილეობს.
ჯეკო ქერდიყოშვილმა სკოლა თბილისში დაამთავრა, შემდეგ კი სწავლა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გააგრძელა და პროფესიად დიპლომატობა აირჩია. ჯეკო დაზე უმცროსია, უყვარს გემოვნებიანად ჩაცმა, მოგზაურობა და ოჯახთან ერთადაც დიდ დროს ატარებს. ჯეკო განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევა დისშვილის, პატარა ანნას მიმართ და, როგორც ჩანს, ჯეკო ანნასთვის საყვარელი ბიძაა.
ჯანეტსა და ჯეკოს კიდევ ერთი და, ანეტა ჰყავდათ, რომელიც მცირეწლოვანი იყო, როცა ტრაგიკულად გარდაიცვალა:
"მე და დედა ქალაქში გავედით, ანეტასთან კი ჩემი ძმა დარჩა. თურმე ის მაღაზიაში ტკბილეულის საყიდლად ჩასულა. ამ დროს კარზე ვიღაცას ზარი დაურეკავს და ანეტას ფანჯარაში გადაუხედავს, რომ ძმისთვის დაეძახა, მაგრამ როგორ ჩანს, წონასწორობა დაკარგა და გადმოვარდა.
დიდი ბედნიერების შემდეგ თავს მართლაც ტრაგედია დაგვატყდა. ანეტა დედმამიშვილებს შორის ყველაზე პატარა იყო და ძალიან ვანებივრებდით. მისი გარდაცვალების შემდეგ "მის მსოფლიოს" კონკურსში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, მაგრამ ბოლოს ისევ მის გამო გავემგზავრე: გავიხსენე, თუ როგორ იკეთებდა ჩემს ლენტს, რომელზეც "მის საქართველო" ეწერა; ამბობდა, - მე ვარ ანეტა ქერდიყოშვილი, "მის საქართველოო". მეკითხებოდა, - ინგლისში რომ წახვალ, ტელევიზორში ხომ გნახავო? მთხოვდა, კონკურსზე წასულს ტელეეკრანიდან მისთვის ხელი დამექნია...
დღემდე არ მჯერა, რომ ჩემი დაიკო ჩემ გვერდით აღარაა" - იხსენებდა ჯანეტ ქერდიყოშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.