ცნობილი სპორტსმენის და ახლა უკვე ოცნების დეპუტატის გენო პეტრიაშვილის მეუღლე, ნინი მშვიდობაძე სოციალურ ქსელში ბოლო დროს მისი ოჯახის მისამართით წამოსულ ბულინგის კამპანიას ეხმაურება:
"რუსეთის მონები თავადვე ხართ! ჩემი და გენოს მამა-პაპები ყოველთვის იბრძოდნენ ქვეყნის დასაცავად" - წერს ნინი მშვიდობაძე.
მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების კრიტიკა, საპროტესტო აქციები და დაპირისპირება მოჰყვა. 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. სპეცრაზმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოქალაქეების ცემისა და დაკავების ფაქტებს.
შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარები არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გააკეთა.
27 წლის სპორტსმენი, პანდემიის დროს დაოჯახდა. 2020 წლის ივნისში ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაციის დროს განსაკუთრებული შეზღუდვები იყო დაწესებული. გენო პეტრიაშვილის რჩეული ნინი მშვიდობაძე გახლავთ. წყვილმა შარშან ჯვარი ურბნისის ტაძარში დაიწერა, თუმცა ისევ შეზღუდვების გამო გრანდიოზული ქორწილი არ გადაუხდიათ. გენოსა და მარიამ ორი გოგონა, სოფიო და ელისაბედი ჰყავთ.
სულ ცოტა ხნის წინ თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ფინალში გავიდა და ოლიმპიური ოქროს მოგება შეძლო. ეს გენოს კარიერის ამ ეტაპზე ყველაზე დიდი მიზანი იყო, მისი სიხარული კი ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებთან ერთად მთელმა საქართველომ გაიზიარა.
"გამარჯობა, მე ვარ გენო პეტრიაშვილი, დღეს 6 წელი შემისრულდა. ვარ დამოუკიდებელი და ძლიერი, ასევე, თავნება და სულ მინდა, რომ ვიყო პირველი. ჩემი საყვარელი ფერებია წითელი, ყვითელი და მწვანე. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოჭიდავე, მაშ ასე, დამიმახსოვრეთ, მე ვარ გენო პეტრიაშვილი!" - ამბობს 6 წლის გენო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. ამ ფაქტიდან რამდენიმე წელში, 2005 წლის 19 აგვისტოს, 11 წლის გენო, ქარელის რაიონის სოფელ ნულიდან, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ოსურ-ქართულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, ოკუპირებული ჯავის რაიონის მიმართულებით გაიტაცა. ბიჭმა ტყვეობაში 99 დღე გაატარა და მისი გათავისუფლება მხოლოდ 2005 წლის 25 ნოემბერს მოხერხდა. როგორც ოჯახის ახლობელი გვიყვება ტყვეობაში ყოფნის დროს, ბიჭი საკმაოდ მძიმე პირობებში იმყოფებოდა. გათავისუფლების შემდეგ სტრესის დაძლევა გენოსთვის მარტივი არ ყოფილა, თუმცა სიტყვა შეასრულა და საკუტარი სახელი და გვარი ისტორიაში ოქროს ასოებით მაინც ჩაწერა.