"რუსეთის მონები თავადვე ხართ! ჩემი და გენოს მამა-პაპები ყოველთვის იბრძოდნენ ქვეყნის დასაცავად" - რას წერს გენო პეტრიაშვილის ცოლი? - Marao

"რუსეთის მონები თავადვე ხართ! ჩემი და გენოს მამა-პაპები ყოველთვის იბრძოდნენ ქვეყნის დასაცავად" - რას წერს გენო პეტრიაშვილის ცოლი?

2024-12-03 11:26:47+04:00

ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნის და ახლა უკვე ოც­ნე­ბის დე­პუ­ტა­ტის გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ნინი მშვი­დო­ბა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბოლო დროს მისი ოჯა­ხის მი­სა­მარ­თით წა­მო­სულ ბუ­ლინ­გის კამ­პა­ნი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა:

"რუსეთის მონები თავადვე ხართ! ჩემი და გენოს მამა-პაპები ყოველთვის იბრძოდნენ ქვეყნის დასაცავად" - წერს ნინი მშვიდობაძე.

აქცია პარლამენტთან

მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების კრიტიკა, საპროტესტო აქციები და დაპირისპირება მოჰყვა. 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. სპეცრაზმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოქალაქეების ცემისა და დაკავების ფაქტებს. 

შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარები არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გააკეთა.

  • "საქართველო, მე შენთან ვარ!" - გიორგი მიქაუტაძე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება 
  • გენო პეტრიაშვილის მშვენიერესი მეუღლე, რომელმაც სამედიცინო უნივერისტეტი ახლახან დაამთავრა: ვინ არის ჩემპიონის მეუღლე და როგორია მათი ცხოვრება ორ შვილთან ერთად 

გენო პეტრიაშვილის მეუღლე

27 წლის სპორ­ტსმე­ნი, პან­დე­მი­ის დროს და­ო­ჯახ­და. 2020 წლის ივ­ნის­ში ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე კო­ვიდსი­ტუ­ა­ცი­ის დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი იყო და­წე­სე­ბუ­ლი. გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლის რჩე­უ­ლი ნინი მშვი­დო­ბა­ძე გახ­ლავთ. წყვილ­მა შარ­შან ჯვა­რი ურ­ბნი­სის ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა, თუმ­ცა ისევ შე­ზღუდ­ვე­ბის გამო გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი არ გა­და­უხ­დი­ათ. გენოსა და მარიამ ორი გოგონა, სოფიო და ელისაბედი ჰყავთ. 

სულ ცოტა ხნის წინ თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე ქარ­თვე­ლი გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დის ფი­ნალ­ში გავიდა და ოლიმპიური ოქროს მოგება შეძლო. ეს გენოს კარიერის ამ ეტაპზე ყველაზე დიდი მიზანი იყო, მისი სიხარული კი ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებთან ერთად მთელმა საქართველომ გაიზიარა. 

"გამარჯობა, მე ვარ გენო პეტრიაშვილი, დღეს 6 წელი შემისრულდა. ვარ დამოუკიდებელი და ძლიერი, ასევე, თავნება და სულ მინდა, რომ ვიყო პირველი. ჩემი საყვარელი ფერებია წითელი, ყვითელი და მწვანე. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოჭიდავე, მაშ ასე, დამიმახსოვრეთ, მე ვარ გენო პეტრიაშვილი!" - ამბობს 6 წლის გენო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. ამ ფაქტიდან რამდენიმე წელში, 2005 წლის 19 აგ­ვის­ტოს, 11 წლის გენო, ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნუ­ლი­დან, გა­მო­სას­ყი­დის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ოსურ-ქარ­თულ­მა კრი­მი­ნა­ლურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ჯა­ვის რა­ი­ო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­ტა­ცა. ბიჭ­მა ტყვე­ო­ბა­ში 99 დღე გა­ა­ტა­რა და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ 2005 წლის 25 ნო­ემ­ბერს მო­ხერ­ხდა. რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნის დროს, ბიჭი საკ­მა­ოდ მძი­მე პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სტრე­სის დაძ­ლე­ვა გე­ნოს­თვის მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა, თუმცა სიტყვა შეასრულა და საკუტარი სახელი და გვარი ისტორიაში ოქროს ასოებით მაინც ჩაწერა.