ნანი ბრეგვაძის სამი ასაკი: როგორ იცვლებოდა მომღერალი წლების განმავლობაში - Marao

ნანი ბრეგვაძის სამი ასაკი: როგორ იცვლებოდა მომღერალი წლების განმავლობაში

2024-12-04 17:19:19+04:00

ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე არაერთი ათეული წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის მანძილზე ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა. მას ცოცხალ ლეგენდადაც კი მოიხსენიებენ. ის, გარდა ნიჭისა და ქარიზმისა, საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობითაც აღაფრთოვანებს. მუსიკოსი 88 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. 

  • ამბავი ნანი ბრეგვაძეზე: "როცა შესაფერისი მომენტი დადგება და ამას თვითონ ყველაზე უკეთ გრძნობს, დაბალ ხმაზე გამოაცხადებს: "ახლა მე თქვენ გიმღერებთ..." 
  • ნანი ბრეგვაძე იუბილარია - მომღერალმა დაბადების დღე ახლობლების გარემოცვაში აღნიშნა 

ბიოგრაფია

ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა. 

1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“ შეასრულა.

1959–1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი, ხოლო 1964 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „ორერას“ სოლისტი იყო.

იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ასრულებს როგორც ქართულ ისე ყოფილ სსრკ ხალხთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სიმღერებს. წარმატებით გამოდის ყოფილ სსრკ ქალაქებსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

nani

დედა

როგორც ამბობენ, ნანი ბავშვობიდან ყოველთვის დამჯერი გოგო იყო. ის 1936 წელს, თბილისში მსახიობ გიორგი ბრეგვაძისა და თავადთა შთამომავლის ოლგა მიქელაძის ოჯახში დაიბადა. ოჯახში თითქმის ყველა მღეროდა, გოგონასაც მუსიკალური ნიჭი და არისტოკრატული მანერები მემკვიდრეობით ერგო. ოლგა საკმაოდ მკაცრი და ამავე დროს მოსიყვარულე დედა გახლდათ. სწორედ მან ასწავლა და შეაყვარა გოგონას მუსიკა, ფაქტობრივად, მანვე დაგეგმა ნანის ცხოვრება, იზრუნა მის განათლებასა და კარიერაზე, თუმცა, ამავდროულად, სწორედ ის იყო ნანის უპირველესი კრიტიკოსი.

nani

პირადი ცხოვრება

ნანი ბრეგვაძის მეუღლე მერაბ მამალაძე იყო. 

დედამ დაარწმუნა გოგონა, ბიჭი კარგი ოჯახიდან არის, აუცილებლად უნდა გაჰყვე ცოლად და ნორმალური ოჯახი შექმნაო.

ნანის გათხოვება არ სურდა, თუმცა როცა მერაბი ხელის სათხოვნელად მივიდა, ის, მშობლების რჩევით, დათანხმდა ვაჟის წინადადებას, თუმცა, როგორც ამბობენ, არც იმ დროს და არც შემდეგ მომღერალი მერაბის მიმართ ძლიერ გრძნობას არ განიცდიდა. ნანის დედამ მერაბს პირობა ჩამოართვა, რომ ის გოგონას სიმღერას არ დაუშლიდა, თუმცა მან მოგვიანებით პირობა დაარღვია.

nni

ნანი ყოველთვის მამაკაცების წრეში ტრიალებდა, ანსამბლ "ორერაში" ის ერთადერთი გოგონა იყო, თუმცა ის ბიჭების კიდევ ერთი ძმაკაცი გახლდათ, თურმე მეგობრები ნანის ხუმრობით "შალიკოსაც" კი ეძახდნენ...  მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მისი მეუღლე მაინც ეჭვიანობდა.

 ნანი მზად იყო ოჯახის შესანარჩუნებლად უარი ეთქვა კარიერაზე, თუმცა ანსამბლის ხელმძღვანელმა დაარწმუნა მერაბი, ბოლოჯერ გაეშვა მეუღლე კონცერტზე...

nani

მორიგი სიმღერის დასრულების შემდეგ, მერაბი მისულა ნანისთან და უთქვამს: "შენ უნდა იმღეროო!"

მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში ნანი დაიღალა ეჭვიანობის სცენებით და მათი ქორწინება დასრულდა.

  • "რამდენჯერ შევხვედრივარ, შორიდან, ახლოდან, სულ ვაკვირდები. არ მახსოვს, როდისმე თავპატიჟი გამოედოს, ან ვინ შებედავს, სთხოვოს. როცა შესაფერისი მომენტი დადგება და ამას თვითონ ყველაზე უკეთ გრძნობს, დაბალ ხმაზე გამოაცხადებს: "ახლა მე თქვენ გიმღერებთ..." მიუჯდება როიალს, დაუკრავს და იმღერებს ისე, როგორც ვერავინ სხვა. ალბათ ესაა უდიდესი პროფესიონალიზმი, როცა შენი დიდი ნიჭიერებით ყველას აბედნიერებ, თან ასე დაუნანებლად, დაუფიქრებლად. და კიდევ ის, რომ ყველა იქ მყოფს ჰგონია, მას უმღერის. ესეც არავის გამოსდის მასსავით", - ზურა შევარდნაძე ნანი ბრეგვაძეზე. 

"პარიზში ჩემი სოლო-კონცერტი გავმართე პატარა წრეში. ერთი ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და მითხრა, არ მეგონა, თუ ედით პიაფის შემდეგ ასეთ გრძნობას განვიცდიდიო. ევროპაში ყველა თავისუფალია. საბჭოთა კავშირის დროს ძალიან  შებოჭილები ვიყავით. არავის არ ჰქონდეს იმის იმედი, რომ ის დრო დაბრუნდება, ღმერთმა დაიფაროს. მე პოლიტიკა სიღრმისეულად არ მესმის, მაგრამ მგონია, რომ ევროპაში შესვლა ნამდვილად უნდა გვინდოდეს", - ამბობდა ნანი ბრეგვაძე.