"ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთეთ! ჩუმად ვართ, გიფრთხილდებით, ვუფრთხილდებით ურთიერთობებს! კი, დიახ, ვგმობ მთელი ძალით ყველანაირ ძალადობას და, ასევე, ვგმობ თქვენს ფაშიზმს, რომელიც ამოფარებულია ამ თქვენს ვითომ ლიბერალიზმს! დამსქრინეთ, დამარეპორთეთ, რაც გინდათ, ის ქენით, მაგრამ ჩემს ოჯახს არ შეეხოთ! მოდით და პირისპირ მითხარით თქვენი სათქმელი, თუ რამე გინდათ! საოცარი პოსტებით რომ გამოირჩევით, ადექით და დაგმეთ ეს ფაშიზმი!
მჯერა, რომ აქციაზეე მყოფი ადამიანების უდიდესი ნაწილი პატრიოტია. ჩემი ბევრი მეგობარი დგას იქ, მაგრამ მე თუ დღეს აქციაზე არ ვდგავარ და სხვაგვარად ვფიქრობ და აღვიქვამ მოვლენებს, ვინმეზე ნაკლები პატრიოტი ვარ?! თუ რუსეთის აგენტი ვარ?!
შეწყვიტეთ ფაშიზმი ჩემი და ჩემნაირი აზროვნების ადამიანების მიმართ! რუსეთი არავის უნდა! მთავარია, ურთიერთპატივისცემა არ დავკარგოთ და მოვუსმინოთ ერთმანეთს, ამის პრობლემაა დღეს. განსხვავებული აზრი პირდაპირ მტრობასთან ხდება გაიგივებული და არასწორია. დემოკრატია აზრის გამოხატვის თავისუფლებით იწყება და ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის და ქუჩაში გულანთებული დგას, მინიმუმ, განსხვავებული აზრის მიღება და პატივისცემა უნდა შეძლოს", - წერს ყოფილი კალათბურთელი, ტელეწამყვანი მანიკა ასათიანის მეუღლე ბექა წივწივაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
მანიკა ასათიანს, როგორც ტელეწამყვანს, საზოგადოება კარგად იცნობს. სპორტულ სამყაროში ცნობილია მისი მეუღლეს, ყოფილი კალათბურთელი ბექა წივწივაძე.
"ექვსი წლის ვიყავი, როდესაც კალათბურთის თამაში დავიწყე. თბილისის ვაკის საკალათბურთო აკადემიაში მიმიყვანეს, სადაც ჩემი მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე იყო. ჩემი ოჯახის წევრები ფეხბურთელები იყვნენ და სპორტის ამ სახეობაზეც დავდიოდი, მაგრამ კალათბურთი უფრო შემიყვარდა და არჩევანი მასზე გავაკეთე. ბაბუა მყავდა კალათბურთელი, ნათლიები მყავდნენ კალათბურთელები და მათი გვერდში დგომით აღმოვჩნდი ამ სპორტში. ბევრმა დეტალმა შეუშალა ხელი იმას, რომ უფრო მეტად წარმატებული ვყოფილიყავი. არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ არის განცდა, დარდი, მონატრება და რომ არა ბევრი გაუმართლებლობა, შესაძლებელი იყო, ბევრად მაღალ დონეზე მეთამაშა. ბევრი კარგი თამაში შემეძლო ჩამეტარებინა საქართველოს ნაკრებში. თუმცა წარმატება ჩემთვის ჩემი ოჯახია და ამით ვიმშვიდებ თავს. სპორტიც – თავისთავად, მაგრამ ოჯახი ყველაფერია და ჩემი მეუღლე და შვილი მამშვიდებენ. კარიერის ბოლოს ისეთი ტრავმა მივიღე, რომ გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომაც მომიწია აქტიური სპორტისთვის თავის დანებება. ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი, რომ ბოლომდე არ გადამიწყვეტია დასრულება. ის ემოციები მაკლია, მაგრამ როგორც მწვრთნელი, ვინაზღაურებ. ამ პროცესში საკუთარ თავს ვაკვირდებოდი, რამდენად მომანიჭებდა ეს ამპლუა სიამოვნებას და აღმოჩნდა, რომ ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვის სპორტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. თუმცა, პარალელურად, სხვა საქმეებითაც ვარ დაკავებული" - ამბობდა ბექა წივწივაძე.
მანიკა სხვადასხვა პოპულარული შოუს წამყვანის აპლუაში ვიხილეთ, ის ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომელია და დილის გადაცემასაც უძღვება. ამის პარალელურად, მანიკა აქტიურია სოციალურ ქსელშიც და გმომწერებთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს.
მანიკას და ბექას ერთი შვილი, გიორგი წივწივაძე ჰყავთ, რომელიც მამის გზას აგრძელებს და კალთბურთს თამაშობს.