დონატელა ვერსაჩემ თაყვანისმცემლებმა თავისი ახალგაზრდული გარეგნობით ფანები გააოცა - დიზაინერი ცოტა ხნს წინ ლონდონში გამოჩნდა.
"ის შესანიშნავად გამოიყურება. მიხარია, რომ მაკიაჟი შეიცვალა", - წერს X-ის მომხმარებელი.
"მსუბუქი მაკიაჟი ანათებს მის სახეს და თავისთავად დიდი გაუმჯობესებაა!" "ის უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე 2014 წელს."- ვკითხულობთ კომენტარებში.
მიუზიკლის „ეშმაკი ატარებს პრადას“ საქველმოქმედო გალა პრემიერას ვერსაჩეს გარდა, უამრავი სხვა ვარსკვლავი დაესწრო, მათ შორის ელიზაბეტ ჰარლი, ლილი კოლინზი, ვანესა უილიამსი, ლუკ ევანსი, მოდის დიზაინერები ზანდრა როდსი და ბეტსი ჯონსონი და Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური.
მიუზიკლი არის 2006 წლის რომანტიკული კომედიის "ეშმაკი ატარებს პრადას" ადაპტაცია, რომელიც დაფუძნებულია ლორენ ვაისბერგერის ამავე სახელწოდების წიგნზე.
დონატელა ვერსაჩე
დონატელა დაიბადა რეჯო- დი- კალაბრიაში, იტალიაში. ოჯახში ოთხი შვილიდან უმცროსი იყო. მამა ფინანსისტი იყო, დედა კი მკერავი, ატელიის და მაღაზიის მფლობელი. უფროსი და თინა 12 წლის ასაკში გარდაიცვალა ტეტანუსის ინფექციით, ვინაიდან სწორად ვერ უმკურნალეს.
1970-იანი წლების შუა პერიოდში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, დონატელა თავის უფროს ძმას ჯოვანის (ჯანი) გაჰყვა ფლორენციაში ტრიკოტაჟის შესასწავლად. შემდგომში მან გახსნა მოდის სახლი Versace და დონატელა პიარ დირექტორად დანიშნა. იგი პასუხისმგებელი იყო ფოტოსესიებსა და სარეკლამო კამპანიებზე. როგორც ამბობდნენ, ვერსაჩე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე თავის ახლობლებს ნიშნავდა, რადგან უცხოებს არ ენდობოდა. 1995 წელს ჯანი ვერსაჩემ გამოუშვა სუნამო Blonde (ქერა), რომელიც დას-დონატელას მიუძღვნა.
ძმის გარდაცვალებიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ დონატელამ გამოუშვა ვერსაჩეს მთავარი ხაზის პირველი კოლექცია, რომელიც საზოგადოებამ თავშეკავებით მიიღო. თუმცა ენერგიული იტალიელი ქალბატონი უკან დახევას არ აპირებდა: თავდაუზოგავად შრომობდა და ამავე დროს ეძებდა საკუთარ სტილს.
ინტერვიუში დონატელამ თქვა: ”ჩემს კოლექციებზე ცუდად ლაპარაკობდნენ, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ უბრალოდ ვერ გავაგრძელებდი იმას, რასაც ჯანი აკეთებდა. ტალღის მწვერვალზე დარჩენისთვის, თქვენ უნდა ეძებოთ რაიმე ახალი ”. დონატელამ ახალი სამოსი უფრო ქალური, კომფორტული და ნაკლებად სექსუალურად აგრესიული გახადა, ამავე დროს დარჩა ჯანის მიერ ერთხელ შექმნილი სტილის ჩარჩოებში - ეროტიკა და ფუფუნება ვერსაჩეს სტილის უცვლელი კომპონენტებია.
ვინაიდან დონატელა ვერსაჩე სარეკლამო კამპანიებისა და სტილის სპეციალისტია, მოკლე დროში აღადგინა სახლის ურყევი პოზიცია მოდის სამყაროში. მან პირველმა გამოიყვანა სხვადასხვა ცნობილი სახეები პოდიუმებზე, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა თავისი სტილი.