"ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს? ვკვდებით, როგორც ქვეყანა!პოპულისტო ბულერებო, ასქროლეთ.
წელს, ჩვენმა ოჯახმა, დავკარგეთ ზურა! დიახ, ზურას გერმანიაში მკურნალობა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. ამისთვის პირადად მიიღო ჩვენი ოჯახისგან მადლობა, მანაც და ყველა იმ ადამიანმაც, ვინც ამ პროცესში დაგვეხმარა. სამწუხაროდ, დავმარცხდით ამ ბრძოლაში. დიახ, ჩემი სახალხო პაპა მთელი ცხოვრება თავს ვალში გრძნობდა ბიძინა ივანიშვილთან, 90-იანებში რომ სული არ გაგვძვრა შიმშილით .ცხადია, იმ ადამიანებთან არც დიალოგში და მითუმეტეს არც პოლემიკაში ვაპირებ შესვლას, ვინც გივი ბერიკაშვილს ჩირქს პოლიტიკის გამო სცხებს.
რა თქმა უნდა, სხვის ნაცვლად საუბარი სისულელეა, მითუმეტეს, რომ არცერთი ცოცხალი აღარ მყავს, მაგრამ მთელი გულით მინდა მჯეროდეს და მჯერა, რომ დღეს ზურა და გივი ბერიკაშვილები ხალხის მხარეს იდგებოდნენ! დაგმობდნენ ამ არაადამიანობას და იმ სიყვარულს რაც ხალხს მათ მიმართ ჰქონდა და აქვს, გულწრფელ, მამაც და პატრიოტ ადამიანებს ერთი ასად დაუბრუნებდნენ.არ ვიყიდებით! კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარ თავში გმირი იპოვა." - წერს ანანო მაისურაძე.
28 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ახალმა მოწვევამ დაამტკიცა ირაკლი კობახიძის მთავრობა, რომელმაც რამდენიმე ცვლილება შეიტანა მის შემადგენლობაში. ოფიციალური მოწოდება სახელწოდებით „ევროპისკენ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით“, რომელიც მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს სლოგანად მიიღო და აქცენტი გააკეთა „ევროკავშირში გაწევრიანებაზე მხოლოდ ქართული თამაშის წესებით, რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის თავიდან არიდებით და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით“. იმავე დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში ახალი არჩევნების „საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ“ ჩატარების მოთხოვნით. მან ასევე მოუწოდა ევროკომისიას დაწესდეს სანქციები საქართველოს მთავრობის ლიდერებზე.
საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა. მან გამოაცხადა ევროკავშირში 2028 წლამდე გაწევრიანების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ, ასევე უარი თქვა ევროკავშირის ნებისმიერ საბიუჯეტო გრანტებსა და სესხებზე. კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება და გრანტები „შანტაჟის შიშველ ინსტრუმენტად“ იქცა ევროკავშირის ისეთი ორგანოების მიერ, როგორიცაა ევროპარლამენტი და მოჰყავს ევროპარლამენტის მიერ გასულ წლებში მიღებული რეზოლუციები საქართველოს შესახებ. მან დაგმო „ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისა და ბიუროკრატის ჩარევა საპარლამენტო არჩევნებში“, ისევე როგორც მათი სავარაუდო „მცდელობა, წაახალისონ რევოლუცია საქართველოში“. კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას და ეკონომიკის გაძლიერების შემდეგ 2028 წელს გააცოცხლებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თემას. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის წინ იმავე დღეს დაიწყო და მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა.
29-30 ნოემბრის ღამეს პროევროპულ აქციაზე შსს-მ 107 პირი დააკავა. 30 ნოემბერს საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში - ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ყვარელში, ხაშურში, გორში, ახალციხესა და რუსთავში.