"გაბრიელთან პირველი ხანმოკლე შეხვედრა" - სალომე ზურაბიშვილი უმცროსს შვილიშვილის პირველად შეხვდა - Marao

"გაბრიელთან პირველი ხანმოკლე შეხვედრა" - სალომე ზურაბიშვილი უმცროსს შვილიშვილის პირველად შეხვდა

2024-12-09 15:22:09+04:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, განახლებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა. ღონისძიებას მსოფლიოს მრავალი ლიდერი ესწრება, მათ შორის აშშ-ის აპრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 7 დეკემბერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პარიზში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებისა და მმართველი პარტიის გაძლიერებული რეპრესიების კამპანიის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

სალომეს შეხვედრაზე თავისი შვილი, თეიმურაზი ახლდა. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი, ცოტა ხნის წინ, მეორე შვილიშვილის ბებია გახდა. პარიზის ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილი პატარა გაბრიელს პირველად შეხვდა და სოციალურ ქსელში ვიდეოც გააზიარა:

  • „ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა. საქართველო, რომელიც დღეს ჩემ წინ დგას არის თავისუფალი“ - სალომე ზურაბიშვილი 
  • "მთავარი ბულინგი არის იმაზე, რომ ბებერი არის... მე მეგონა, რომ ქართულ კულტურაში პირიქით იყო, ხანში შესული ადამიანების მიმართ იყო პატივისცემა" - სალომე ზურაბიშვილი 
  • სალომე ზურაბიშვილის სამი ასაკი: როგორ იცვლებოდა პრეზიდენტი წლების განმავლობაში 

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც 2004 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. სამთავრობო გუნდთან და ქვეყნის მე-3 პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვა და აქტიურ ოპოზიციაში გადავიდა. ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში მან პოლიტიკური პარტია საქართველოს გზა დააფუძნა. მოგვიანებით იგი გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით გამართულ არაერთ მანიფესტაციაში მიიღო მონაწილეობა.

2010 წლიდან სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკა დატოვა და აკადემიური საქმიანობა გააგრძელა. თუმცა მან დაბრუნებაც დააანონსა და ის ქართულ პოლიტიკას 2012 წლიდან დაუბრუნდა, როცა საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა. ზურაბიშვილმა 2016 წლის საქართველოს მე-9 მოწვევის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებლად, უპარტიოდ წამოაყენა. მმართველმა გუნდმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მას კონკურენტი კანდიდატი არ დაუყენა. ზურაბიშვილმა არჩევნები მეორე ტურში მოიგო და საქართველოს პარლამენტში სადეპუტატო მანდატი მოიპოვა.

პირადი ცხოვრება

მას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის­გან, ნი­კო­ლოზ გორ­ჯეს­ტა­ნის­გან (გუ­გუშ­ვი­ლი), რო­მე­ლიც 22 წლის ასაკ­ში რომ­ში გა­იც­ნო, ორი შვი­ლი - თე­ი­მუ­რა­ზი და ქე­თე­ვა­ნი ჰყავს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რო­ბენ.

 სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის უფ­რო­სი შვი­ლი თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნი პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მა­ტია და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობს. თე­ი­მუ­რა­ზი დე­დის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ და­ო­ჯახ­და და ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და. ჰყავს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ქეთევან გორ­ჯეს­ტა­ნი.