„ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა. საქართველო, რომელიც დღეს ჩემ წინ დგას არის თავისუფალი“ - სალომე ზურაბიშვილი - Marao

„ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა. საქართველო, რომელიც დღეს ჩემ წინ დგას არის თავისუფალი“ - სალომე ზურაბიშვილი

2024-10-21 16:57:39+04:00

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარშზე „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მეორე შვილიშვილი შეეძინა:

„ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა, გაბრიელი და, ალბათ, ეს ნიშანია იმის, რომ მოდის ახალი მომავალი, მოდის ახალი საქართველო. ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემ წინ დგას არის თავისუფალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • საოცარი გარეგნობისა და უცნაური ბედის ქალი - სალომე ზურაბიშვილის დედის, ზეინაბ კედიას ამბავი 
  • "ისეთი გრძნობა მქონდა, რომ თუ ჩემს შვილებს ქართულს არ ვასწავლიდი, ჩემთვის უცხოები გახდებოდნენ" - სალომე ზურაბიშვილი 

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტს პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის­გან, ნი­კო­ლოზ გორ­ჯეს­ტა­ნის­გან (გუ­გუშ­ვი­ლი), რო­მე­ლიც 22 წლის ასაკ­ში რომ­ში გა­იც­ნო, ორი შვი­ლი - თე­ი­მუ­რა­ზი და ქე­თე­ვა­ნი ჰყავს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რო­ბენ.

 სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის უფ­რო­სი შვი­ლი თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნი პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მა­ტია და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობს. თე­ი­მუ­რა­ზი დე­დის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ და­ო­ჯახ­და და ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და. ჰყავს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ქეთევან გორ­ჯეს­ტა­ნი.

ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გე­თის ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფრანც 24“-ში სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტად მუ­შა­ობ­და. ბოლო ხანს ის სა­ცხოვ­რებ­ლად ვა­შინგტონ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც უკვე ამა­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ის სპე­ცი­ა­ლურ კო­რეს­პონ­დენ­ტად მუ­შა­ობს...

"ემიგრაციაში შვილებთან ქართულად ლაპარაკი ვარჩიე. მეუბნებოდნენ, რად გინდა, კომპლექსები გაუჩნდებათ და ფრანგულს ვერ ისწავლიანო. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ თუ ჩემს შვილებს ქართულს არ ვასწავლიდი, ჩემთვის უცხოები გახდებოდნენ და რაც მთავარია, სამუდამოდ მოწყდებოდნენ სამშობლოს. შენი ერისა და ქვეყნის სიყვარულს ენა აგიხსნის" - ამბობდა პრეზიდენტი.