"ბედნიერება" - გიორგი მამარდაშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - Marao

ახალი ოჯახური კადრები პატარა ენისთან ერთად: გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის ოჯახური ბედნიერება

2024-12-10 10:57:55+04:00

22 ნოემბერს გიორგი მამარდაშვილი და ელენე პიტაშვილი პირველი შვილის მშობები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ენი დაარქვეს. ენი მშობლებთან ერთად უკვე სახლშია. ამჯერად გიორგი მამარდაშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს:

mamarda

  • "მალე გავიდა ეს წლები და ელენეს ორსულობა. ფოტოებს რომ მიგზავნიან, ვერ ვიაზრებ ენის დაბადებას" - ნინიკო მამარდაშვილი 
  • პატარა ენის პირველი კადრები და ელენე ეპიტაშვილი დედის ამპლუაში 
  • "ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით"- ქართველი ფეხბურთელები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან 

ელენე ეპიტაშვილი და გიორგი მამარდაშვილი 

ელენე ეპიტაშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც გიორგი მამარდაშვილმა მას ერთი წლის წინ ხელი სთხოვა. ხელის თხოვნის ცერემონია მოკრძალებული და სადა იყო, თუმცა წყვილმა მაინც შეძლო საზოგადოების ალაპარაკება. 

ელენე ეპიტაშვილი თავის პროფესიაში საჯაროდ გამოჩენამდეც წარმატებული იყო. ის მოდელია, უფრო ხშირად მონაწილეობას ფოტო- და ვიდეოგადაღებებში იღებს და მასთან არაერთი ცნობილი ბრენდიც თანამშრომლობს, მაგალითად, DISSH, MICAS, PEPPERMAYO, COMMENSE, L E X I, LÉ SALTY LABEL, OPTIMIST, More Beauty • მეტი სილამაზე, MARKS AND SPENCER, GEPHERINI და სხვ. 

ელენე პიტაშვილი წლების მანძილზე თანამშრომლობდა სამოდელო სააგენტო IC Model Management-თან და მათ გვერდზე მშვენიერი მოდელის არაერთ კადრსაც შეხვდებით. 

განსაკუთრებული იყო ელენეს გამოჩენა ქართველი მუსიკოსის, ნოდიკო ტატიშვილის კლიპში "სიყვარულის გემი". 

ელენე ეპიტაშვილს რომ გიორგი მამარდაშვილის წარმატებაშიც მიუძღვის წვლილი, ამაზე ფეხბურთელმაც არაერთხელ ისაუბრა: "შეყვარებული ვარ... ელენე არის ჩემი აღმოჩენა. რთულ პერიოდში სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს. 

სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს. მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება, ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც", - ამბობდა გიორგი. 

გიორგი მამარდაშვილისა ელენე ეპიტაშვილის ოჯახი 

გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი სულ ცოტა ხნის წინ, ნოემბრის თვეში პირველი შვილის მშობლები გახდნენ. გოგონას ენი დაარქვეს. მანამდე წყვილმა ულამაზესი სქესის გაგების ცერემონია, მოგვიანებით კი ქორწილი გადაიხადა.

ჯვირსწერის ცერემონია მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით ღვთაების მონასტერში შედგა, დღე კი "ლისი ივენთ ჰოლში" გრანდიოზული წვეულებით დაგვირგვინდა. გიორგისა და ელენეს საქორწინო ფოტოებს დიდი მოწონება და უამრავი დადებითი შეფასება მოჰყვა. 

დაათვალიერეთ ფოტოები აქ