"შემზარავი მდგომარეობაა ჩემს მშობლიურ ქალაქში, თბილისში და საქართველოში. დემონსტრანტები იბრძვიან დემოკრატიისთვის, ხელისუფლება კი ძალადობრივად ახშობს მათ მშვიდობიან პროტესტს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ ვარ, მომიტინგეების გვერდით ვდგავარ, შეშფოთებული ვარ და მხარს ვუჭერ მათ" - ეს წერილი ქართველმა მომღერალმა, თამთა გოდუაძემ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, შედეგებმა კი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში ახალი არჩევნების „საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ“ ჩატარების მოთხოვნით. 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა. მან გამოაცხადა ევროკავშირში 2028 წლამდე გაწევრიანების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ, ასევე უარი თქვა ევროკავშირის ნებისმიერ საბიუჯეტო გრანტებსა და სესხებზე.
კობახიძის განცხადებას მალევე მოჰყვა საპროტესტო ტალღა ქვეყანაში. აქციები დღემდე გრძელდება და მედია აქტიურად აშუქებს სპეცრაზმის მიერ პროტესტის მონაწილე ადამიანებზე ძალადობის, დარბევის, მხუთავი აირისა და წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტებს.
საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის შეჩერებას და აქციების დარბევას სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობა დაგმეს სპორტსმენებმა, მუსიკოსებმა, მსახიობებმა... ზოგიერთი მათგანი აქციებში თავადაც იღებს მონაწილეობას.

საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის შეჩერებას და აქციების დარბევას სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობა დაგმეს სპორტსმენებმა, მუსიკოსებმა, მსახიობებმა... ზოგიერთი მათგანი აქციებში თავადაც იღებს მონაწილეობას.
თამთა საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. 14 წლის იყო, როცა ცოლად 16 წლის შეყვარებულს გაჰყვა. ქორწინებაში მომღერალს პირველი შვილი - ანი შეეძინა. ამავე პერიოდში დაამთავრა სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. თამთას პირველი მეუღლე შმაგი ხაჭვანია.
"მე და თამთამ პატარა ასაკში შევქმენით ოჯახი, ის 14 წლის იყო, მე კი - 16-ის. ჩვეულებრივად გავიცანით ერთმანეთი. დაახლოებით 6 თვე ვიყავით შეყვარებულები და მერე გავიპარეთ. 6 წელი ვიყავით ერთად. როცა გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ის სიყვარული არ ყოფილა სიყვარული, რასაც ოჯახი ჰქვია და დავშორდით. იმან თავისი გზით გააგრძელა ცხოვრება, მე - ჩემი გზით. იმაზე მწყდებოდა გული, რომ შვილთან არ მქონდა მამაშვილური ურთიერთობა, ტელეფონით და სხვადასხვა საშუალებით ვკონტაქტობდით. ზაფხულობით, როცა თბილისში ჩამოდის, 2–3 კვირით ჩემთან არის" - ამბობდა შმაგი ერთ-ერთ ინტერვიუში.
“მითხრა, რომ ქუჩაში არ დავმდგარიყავით, რადგან ხალხი დაგვინახავდა. მანქანაში ჩავჯექი და მივხვდი, რომ ყავის დასალევად კი არა, უფრო შორს მივდიოდით. ისინი მართლაც გასცდნენ თბილისს. ამ დღის შემდეგ მის მშობლებთან ერთად, მის სახლში ვცხოვრობდი. ის 16 წლის იყო, მე კი - 14-ის. თებერვალში მომიტაცა, აპრილში კი დავქორწინდით.
ოფიციალური ქორწინების გაკეთება არ შეგვეძლო, რადგან არასრულწლოვანები ვიყავით და ამის უფლება არ გვქონდა. მაშინ ყველა გრძნობა გამეყინა, ყველაზე ცივი გადაწყვეტილება მივიღე და ვთქვი, რომ უნდა გავშორებოდი, რაც უნდა მომხდარიყო, რადგან ასეთი ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებდი", - იხსენებდა თამთა.
6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ თამთა ქმარს დაშორდა და შვილთან ერთად საბერძნეთში წავიდა, სადაც მისი უფროსი ძმა და დედა ცხოვრობდნენ...გაგრძელება