სელენა გომესს გაბედნიერება ჰეილი ბიბერმა მიულოცა - Marao

ომი დასრულებულია! სელენა გომესს ნიშნობა ჰეილი ბიბერმა მიულოცა: ხმაურიანი ურთიერთობის ქრონოლოგია

2024-12-16 14:24:49+04:00

სე­ლე­ნა გო­მე­სი და ბენი ბლან­კო ერ­თწ­ლი­ა­ნი რო­მა­ნის შემ­დეგ და­ი­ნიშნ­ნენ. სე­ლე­ნამ ნიშ­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"სა­მუ­და­მოდ... ყვე­ლა­ფე­რი ახლა იწყე­ბა", - წერს მომ­ღე­რა­ლი.

სელნა გომესი და ბენი ბლანკო

წყვილი ერთმანეთს 2023 წლიდან ხვდება, თუმცა მათი პროფესიული ურთიერთობა ბევრად ადრე დაიწყო. სელენა გომესმა და ბენი ბლანკომ პირველად 2019 წელს, სიმღერა I Can’t Get Enough-ზე ითანამშრომლეს. მოგვიანებით, 2023 წელს, მათ კიდევ ერთ პროექტზე, სელენა გომესის სინგლზე Single Soon იმუშავეს. მათი მუსიკალური პარტნიორობა თანდათან პირად ურთიერთობაში გადაიზარდა.

  • ცნობილი ადამიანების ჩაცმულობა "ჰელოუინის" დღესასწაულზე: კიმ კარდაშიანი ალბინოსი ალიგატორის, ელსა ჰოსკი - პრინცესა დაიანას როლში 
  • მძიმე ბავშვობა, სკანდალი და მხსნელად მოვლენილი ჰეილი - ჯასტინ ბიბერი პი დიდის დრამაში და რთული გზა პოპულარობამდე 
  • "სამწუხაროდ, მაქვს ბევრი სამედიცინო პრობლემა, რის გამოც უსაფრთხო ორსულობა ვერ მექნება" - სელენა გომესი 

„ხუთი წელი მარტო ვიყავი და ამას ძალიან შევეჩვიე. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს მარტოობის ეშინია. დაახლოებით ორი წელი ვიტანჯებოდი, შემდეგ კი დავსახე გეგმა, რომ, თუ 35 წლამდე არავის შევხვდებოდი, ბავშვს ვიშვილებდი. ეს უბრალოდ მაშინ ხდება, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები.“ - აღნიშნავდა სელენა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ბენი ბლანკო წარმატებული პროდიუსერია, რომელმაც 15-ჯერ მოიპოვა ბილბორდ 100-ში პირველი ადგილი. იგი ინდუსტრიის მრავალ გიგანტთან მუშაობდა, მათ შორის არიან: რიანა, კეტი პერი, ჯასტინ ბიბერი. მისი კარიერა პოპ მუსიკის ყველაზე გამორჩეული ჰიტების თანაავტორობასა და პროდიუსერობას მოიცავს.

selena

selena

სელენას ინსტაგრამ პოსტზე მალევე გამოჩნდა მილოცვები ცნობილი არტისტებისგან, მათ შორის იყვნენ  Cardi B, Lil Nas X და ჯულია მაიკლსი და ჰეილი ბიბერი.

ამ უკანასკნელმა მომღერლის პოტი მოიწონა, რა თქმა უნდა, ფანებს ეს ფაქტი არ გამოჰპარვია. 

ჰეილი დაქორწინებულია გომესის ყოფილ პარტნიორზე, ჯასტინ ბიბერზე. წყვილს პირველი შვილი , ვაჟი ჯეკი, აგვისტოში შეეძინა.

გასულ ივნისში ჰეილიმ საჯაროდ ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მოქმედებდა მასზე ბულინგი:

„არა მგონია, რომ ეს გვეხება ჩვენ, ჰეილი ბიბერსა და სელენა გომესს - ეს არ ეხება ორ ქალს... ეს არის ამაზრზენი სიძულვილი, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს სრულიად მოგონილი ნარატივიდან. ეს მართლაც საშიშია. ”

სელენა გომესი და ჰეილი ბიბერი

სელენა გომესსა და ჰეილი ბიბერზე, უფრო კონკრეტულად კი, მათ ურთიერთობაზე ჯასტინ ბიბერთან, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საუბარი არ შეწყვეტილა. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ სელენა და ჯასტინი ერთმანეთს 2009 წელს შეხვდნენ, 2010 წლიდან კი ფანები უკვე მათ რომანტიკულ ურთიერთობაზე საუბრობდნენ.

სელენასთან საბოლოო დაშორების შემდეგ, 2018 წლის ივლისს ჯასტინ ბიბერმა ხელი მოდელ ჰეილი ბოლდუინს სთხოვა. მისი გადაწყვეტილება უამრავმა ფანმა ნაჩქარევად მონათლა და შედეგად ინტერნეტში დაუსრულებელი განხილვა დაიწყო ჯასტინის, სელენასა და ჰეილის "სასიყვარულო სამკუთხედის" შესახებ.