პი დიდისთან დაკავშირებულ მსოფლიო სკანდალში უამრავი ვარსკვლავი აღმოჩნდა "ჩათრეული". ერთ-ერთი მსხვერპლი კი, სავარაუდოდ, ჯასტინ ბიბერია, რომელიც პატარა ასაკში გახდა პოპულარული და წარმატების უარყოფითი მხარეებიც ბლომად იწვნია...
გავრცელებული ინფორმაციით, ბიბერმა 14 წლის ასაკში რეპერის გარყვნილ წვეულებაში მიიღო მონაწილეობა. სანაცვლოდ კი, პი დიდი კარიერული წინსვლის შესაძლებლობას დაჰპირდა....
ჯასტინ ბიბერი
კანადელი მომღერალი, მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და მსახიობი ჯასტინ ბიბერი 1994 წლის 1 მარტს დაიბადა და პოპულარობა მცირე ასაკიდანვე მოიპოვა. 2008 წელს მისი ვიდეოები YouTube-ზე სკუტერ ბრაუნმა აღმოაჩინა და მოგვიანებით მისი მენეჯერი გახდა. შემდეგ ბრაუნმა ბიბერი ატლანტაში, აშერთან შესახვედრად წაიყვანა და ამის შემდეგ ძალიან წარმატებული კარიერა დაიწყო. ბიბერი მალევე Raymond Braun Media Group ლეიბლის არტისტი გახდა. მოგვიანებით, ახალგაზრდა მომღერალი ელ-ეი რიდმა Island Records-ში წაიყვანა და სიმღერების პროფესიონალურად ჩაწერა დაიწყო. საერთო ჯამში ჯასტინ ბიბერის ჩანაწერების 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და ახალგაზრდა მომღერალმა არაერთი აღიარება და ჯილდო მიიღო...
როგორც ცნობილია, ბიბერის დედა, პატრიცია ლინ "პეტი" მალეტი, 18 წლის იყო, როცა დაორსულდა. ჯასტინის მამა - ჯერემი ბიბერი მუსიკოსი იყო. ბავშვობაში ჯასტინს ჰოკეი, ფეხბურთი, ჭადრაკი აინტერესებდა და სიმღერა განსაკუთრებით უყვარდა. ასაკის მატებასთან ერთად, ბიბერმა ფორტეპიანოზე, გიტარასა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა დაიწყო. 2007 წლის დასაწყისში ადგილობრივ კონკურსში კი Ne-Yo-ს "So Sick" იმღერა და მეორე ადგილი დაიკავა. დედამ კონკურსიდან მისი ნამღერი YouTube-ზე ოჯახის წევრებისა და მეგობრების სანახავად ატვირთა. თუმცა, ვიდეო მხოლოდ ახლობლებმა კი არა, უამრავმა ადამიანმა ნახა.
2008 წელს So So Def-ის ყოფილი მენეჯერი სკუტერ ბრაუნი ვიდეოებს ეძებდა და ბიბერის სიმღერას წააწყდა. ნამღერი იმდენად მოეწონა, რომ გადაწყვიტა, ჯასტინის დედისათვის, პეტისათვის მიეწერა და თანამშრომლობა ეთხოვა. თავდაპირველად, პეტის დათანხმება არ სურდა, თუმცა მენეჯერმა სკუტერმა დაარწმუნა და ასე გაფრინდა ჯასტინ ბიბერი ატლანტაში.