ქეით მიდლოტნის ახლი პორტრეტი კრიტიკის საგანია. უელსის პრინცესას პორტრეტი, რომელიც ჟურნალმა Tatler- მა გამოაქვეყნა, მიზნად ისახავდა ეჩვენებინა ქეით მიდლტონის „ღირსება და ელეგანტურობა“. მაგრამ, თუ ონლაინ კომენტარებით ვიმსჯელებთ, ფანები უკმაყოფილოები არიან.
ნახატის ავტორი ბრიტანელ-ზამბიელი მხატვარი ჰანა უზორია.
მასზე გამოსახულია ქეითი მეფე ჩარლზ III-ის მეფობის პირველ სახელმწიფო ბანკეტზე გამოჩენის დროს. უზორის თქმით, ნამუშევრის შექმნის პროცესში სწავლობდა პრინცესას ფოტოებს.
„როდესაც მჯდომარეს პირადად ვერ შეხვდები, უნდა დაათვალიერო ყველაფერი, რისი პოვნაც შეგიძლია და დაიჭირო ადამიანური მომენტები: აქვს თუ არა მას დგომის განსაკუთრებული მანერა? ან განმეორებითი ჟესტი?“ - ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა, ყველამ არ დააფასა პრინცესას პორტრეტი.
”ეს საშინელებაა - რატომღაც, არ ვარ დარწმუნებული, რომ მხატვარი პრინცესას ფანია - როგორც ჩანს, ცუდი პროექტია,” - ნათქვამია ერთ-ერთ კომენტარში.
”ეს არაფრით ჰგავს უელსის პრინცესას. ეს საშინელებაა, ეს უპატივცემულობაა“, - წერს მეორე.
ქეით მიდლტონი
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრინცესამ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა და ახლა მისი დაავადება რემისიის პროცესშია:
,,ზაფხული დასრულდა და სიტყვებით ვერ გადმოვცემ სიხარულს იმის გამო, რომ ჩემი ქიმიოთერაპიის კურსი დასრულებულია. ბოლო ცხრა თქვე იყო საშინელი ჩვენი ოჯახისთვის, რადგან მკურნალობის პროცესი არის გაუთვალისწინებელი რისკი ყველა ახლობლისთვის. ამ პერიოდმა მე და უილიამს შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია, უბრალოდ გიყვარდეს. ყველას, ვინც აგრძელებს სიმსივნესთან ბრძოლას, გეტყვით, მე თქვენთან ვარ. სიბნელეში აუცილებლად გამოჩნდება კაშკაშა სხივები” – ამბობდა ქეითი.
ქეით მიდლტონის დიაგნოზი
"იანვარში ლონდონში ჩავიტარე მუცლის ღრუს სერიოზული ოპერაცია და იმ დროს ითვლებოდა, რომ ჩემი მდგომარეობა არ იყო სიმსივნური. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ კიბო მქონდა.
ამიტომ ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ მე უნდა გავიარო პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსი და ახლა ვარ ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე. ეს, რა თქმა უნდა, დიდი შოკი იყო და მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ გადავიტანოთ ჩვენი ოჯახის გამო.
ალბათ წარმოიდგინეთ, ამას დრო დასჭირდა, დრო დამჭირდა, რომ სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, დამეწყო მკურნალობა, მაგრამ რაც მთავარია, დრო დაგვჭირდა, რომ ჯორჯს, შარლოტას და ლუის ყველაფერი ავუხსნათ მათთვის შესაფერისი სახით და დავარწმუნოთ, რომ კარგად ვიქნები", - ამბობდა ქეითი.