ცნობილი მსახიობის, კლაუდია კარდინალეს კარიერა 1960-იან წლებში აყვავდა და დიდ პოპულარობასაც მიაღწია. თუმცა იგი გამორჩეული გარეგნობის გამო ბავშვობიდან ყველას ყურადღებას იპყრობდა.
კარიერის განმავლობაში მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან ფედერიკო ფელინი, სერჯო ლეონე და ვერნერ ჰერცოგი... მისი ხმა ზედმეტად ხისტად ითვლებოდა, ამიტომ ფილმებში ყოველთვის დუბლიორი ახმოვანებდა.
კლაუდია კარდინალე დაიბადა 1938 წლის 15 აპრილს. მისი მშობლები იტალიელები იყვნენ, მაგრამ მსახიობი დაიბადა ტუნისში, სადაც კარდინალეს ოჯახი საცხოვრებლად უკეთესი ადგილის მოსაძებნად გადავიდა. იმ დროს ტუნისი იყო საფრანგეთის კოლონია, ამიტომ კლაუდიას მშობლიური ენა ფრანგულია.
მისი დედა - იოლანდა გრეკო - სიცილიელი გემთმშენებლის ქალიშვილი იყო. მისი მშობლები კოლონიის სხვა მაცხოვრებლებისაგან განსხვავდებოდნენ სილამაზითა და განათლებით. კლაუდიას გარდა, იოლანდამ კიდევ 3 შვილი გააჩინა: ქალიშვილი ბლანში და ორი უმცროსი ვაჟი.
თანაკლასელები ხშირად სცემდნენ კარდინალეს და მას "ფაშისტს" უწოდებდნენ. როგორც ახალგაზრდა გოგონა, კლაუდია თავს ჩხუბით იცავდა, რის გამოც მასწავლებლები ხშირად სჯიდნენ მას.
არასოდეს უფიქრია მსახიობის კარიერაზე და მომავალში თავს მასწავლებელ-მისონერად ხედავდა. მას სურდა აფრიკის კონტინენტზე გამგზავრება, თუმცა უყვარდა კინემატოგრაფია. მომავალი მსახიობი მარლონ ბრანდოსა და ბრიჯიტ ბარდოს ფანი იყო.
კარიერა
კლაუდია კინოში სრულიად შემთხვევით მოხვდა. მის სკოლაში მივიდა რეჟისორი, რომელიც ტუნისზე ფილმს იღებდა და გოგონებს კასტინგისთვის არჩევდა. კარდინალე მაშინვე შენიშნა. 1957 წელს გოგონა ვენეციის კინოფესტივალზე გაემგზავრა და იქ პატარ-პატარა როლების მიღება დაიწყო.
სილამაზის კონკურსის წინ კლაუდიამ შეამჩნია, რომ მას საეჭვო მამაკაცი მიჰყვებოდა. ის ყოველთვის ელოდა მას გაკვეთილების შემდეგ, ყველგან მიჰყვებოდა, რამაც უდავოდ შეაშინა ახალგაზრდა ლამაზმანი. ერთ დღეს მეგობარმა ჰკითხა, სურდა თუ არა კლაუდიას ახალგაზრდა კაცის გაცნობა... გოგონაც დათანხმდა. მან კლაუდია გაკვეთილის შემდეგ სასეირნოდ წაიყვანა.
მანქანაში რომ ჩასხდნენ, მამაკაცმა გოგონა არასწორი გზით წაიყვანა. ისინი მანქანით გავიდნენ ქალაქიდან, სადაც კლაუდია გააუპატიურეს. მოძალადემ მას გაჩუმება უბრძანა. მალევე გაირკვა, რომ შვილს ელოდა. მამაკაცმა შესთავაზა ბავშვის მოშორება; კლაუდიამ უარი თქვა.
ორსულობის მე-7 თვეში თითქმის შეუძლებელი იყო მისი მუცლის დამალვა. ოჯახმა გოგონა გაგზავნა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, კლაუდიამ 19 წლის ასაკში ვაჟი, პატრიციო ფარულად გააჩინა. მშობლებთან და პროდიუსერებთან ერთად გადაწყვიტა, რომ ეს ამბავი არ გაეხმაურებინა, რომ კარიერაში პრობლემები არ შეჰქმნოდა. კარდინალეს შვილს მისი მშობლები ზრდიდნენ და მრავალი წლის განმავლობაში ბიჭი ფიქრობდა, რომ კლაუდია მისი უფროსი და იყო.
გოგონა პროდიუსერ ფრანკო კრიტადზე დაქორწინდა. იგი საკუთარ ცოლს მხარს უჭერდა და ყველაფერში ეხმარებოდა. სწორედ მან გაუხსნა კარდინალეს გზა ჰოლივუდისკენ. 17-წლიანი ქორწინების შემდეგ, 1975 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
ამის შემდეგ კლაუდიამ მსახიობ პასკუალე სკუიტიერთან დაიწყო ურთიერთობა. მაშინ ის უკვე 40 წლის იყო და კინოშიც როლებს ხშირად აღარ სთავაზობდნენ. ქალი მეორედ გახდა დედა და პასკუალესაგან გოგონა შეეძინა, რომელსაც ასევე კლაუდია დაარქვეს.