ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის საქართველოში ცნობილი ტელესახეა, რომელიც არაერთხელ მოგვევლინა სხვადასხვა შოუსა თუ გადაცემის წამყვანის ამპლუაში. ნუკიმ მონაწილეობა რამდენიმე ფილმშიც მიიღო და ჰქონდა ფოტომოდელის კარიერაც. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს.
ნუკის ჰყავს მშობლები: ეკატერინე ბალხამიშვილი, ზურა კოშკელიშვილი. ასევე ჰყავს ერთი და, ბუბუ, რომელიც ძალიან ჰგავს ნუკის.
ბუბუ კოშკელიშვილი
ბუბუ (ელენე) კოშკელიშვილი სოციალურ ქსელებში აქტიური და პოპულარული გოგოა. თუმცა მისი პოპულარობა „ინფლუენსერობიდან“ არ დაწყებულა. ბუბუ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ნუკი კოშკელიშვილის და არის და ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როცა საზოგადოებამ გაიცნო.
"ნუკი დიდი ხანია, ცნობილია და მისგან გამომდინარე, მეც ბევრი მცნობდა. შესაბამისად, სოციალურ ქსელში თავიდანვე ბევრი გამომწერი მყავდა. შემდეგ მეტი ყურადღება მივაქციე ჩემს ფოტოებს და ჩემი კონტენტის შექმნა დავიწყე, რამაც გამომწერების რაოდენობის ზრდა გამოიწვია. ბოლო პერიოდში უფრო აქტიური და ცნობილი „ტიკ ტოკზე“ გავხდი. ამერიკელ ინფლუენსერებს მივბაძე და ხშირად ვიღებ ვიდეოებს სახლიდან გასვლის წინ იმის შესახებ, თუ როგორ ვემზადები. რაც საკმაოდ პოპულარული გახდა.
ასაკობრივი სხვაობის გამო, ჩვენ შორის ადრე უფრო დედაშვილური დამოკიდებულება იყო, მაგრამ ახლა, მეც რომ გავიზარდე, მეგობრები გავხდით. ჩემი საუკეთესო დაქალი ნუკია, მან ყველა ჩემი საიდუმლო იცის და რჩევა რომ მჭირდება, აზრს პირველ რიგში, მას ვეკითხები."
ბუბუ ამჟამად სტუდენტია და კავკასიის უნივერსიტეტში სწავლობს, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, თუმცა როგორც თავად ამბობს სამოდელო სფერო უფრო აინტერესებს.
"მოდელობა საერთოდ არ მინდოდა, ვფიქრობდი, ეგ რა სამსახურია-მეთქი. ერთ-ერთმა სააგენტომ ჩემი დის „ფეისბუკზე“ ჩემი ფოტოები ნახა და სთხოვეს, მათთან მივეყვანე. ძალიან ბევრი ჩხუბის შემდეგ ნუკიმ დამითანხმა. პირველივე ჩვენება და ფოტოსესია ძალიან მომეწონა. მახსოვს, რომ ძალიან დავიღალე, მაგრამ სასიამოვნოდ. მას შემდეგაც ასეა და მგონია, რომ ამ მხრივ, მომავალშიც აქტიური ვიქნები. წლების შემდეგ რა პროფესიაც არ უნდა ავირჩიო, ამ საქმეს შევუთავსებ. საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა გქონდეს მაინცდამაინც ერთი საქმე."