სალომე ზურაბიშვილის თეთრი პიჯაკი: განსაკუთრებული ისტორია და იგივე ჩაცმულობა 20 წლის შემდეგ - Marao

სალომე ზურაბიშვილის თეთრი პიჯაკი: განსაკუთრებული ისტორია და იგივე ჩაცმულობა 20 წლის შემდეგ

2024-12-19 10:41:23+04:00

2024 წლის 18 დეკემბერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა. 

სალომე ზურაბიშვილის 10 მთავარი აქცენტი ევროპარლამენტში

  • "ორი საქართველო არ არსებობს";
  • "ქართველები მასობრივად მხოლოდ მაშინ გადიან ქუჩაში, როცა გრძნობენ, რომ ეგზისტენციალური შეკითხვაა სასწორზე და დღეს სწორედ ასეა";
  • "დამიბრუნეთ ხმა - მოპარული არჩევნების გამო; დამიბრუნეთ ევროპული მომავალი - ეს არის ახალი არჩევნების მოთხოვნა";
  • "საქართველო იყო, არის და დარწმუნებული ვარ, იქნება ევროპის ერთადერთი დასაყრდენი რეგიონში, რომლის წაღებასაც რუსეთი ცდილობს, რადგან რუსეთს ახსოვს, იმპერიის დროს როგორ ამბობდნენ გენერლები: “ვინც აკონტროლებს თბილისს, აკონტროლებს კავკასიას”. რუსეთი ამის შემდეგ არ შეცვლილა"
  • "მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიაში წააგო, საქართველოში უნდა მოიგოს? მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინა ვერ დაიმორჩილა, საქართველოში უნდა მოიგოს? მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოლდოვაში წააგო, საქართველოში უნდა მოიგოს? მას შემდეგ, რაც რუმინეთში წააგო და იმედი მაქვს, ისევ წააგებს, საქართველოში უნდა მოიგოს?!"
  • "თუ გულახდილები ვიქნებით, ევროპა ჯერჯერობით არ დგას მოწოდების სიმაღლეზე. ევროპა ჯერჯერობით მხოლოდ სანახევროდ გაუმკლავდა გამოწვევას";
  • საგარეო საქმეთა ბოლო საბჭო პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება და უნდა გაკეთდეს";
  • "ჩვენ გვჭირდება მუდმივი პოლიტიკური ყურადღება უმაღლესი დონიდან";
  • "გვჭირდება, რომ ევროპამ მხარი დაუჭიროს [ახალ არჩევნებს], როგორც ერთადერთ გამოსავალს. სხვა გზა არაა"; 
  • "ევროპამ უნდა იპოვოს სამოქმედო ბერკეტები. თუ ევროპას 3,7-მილიონიან ქვეყანაზე არ შეუძლია გავლენის მოხდენა, როგორ უნდა გაუმკლავდეს 21-ე საუკუნის გიგანტებს?"

რა ეცვა სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტში?

გარდა იმისა, თუ რაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში, საინტერესოა ისიც, რომ მისი ჩაცმულობა სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. 

zurabishvili_EU

თეთრი პიჯაკი, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარების წინაშე წარსდგა, მას  2005 წელს საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის დროსაც ეცვა. თითქმის 20 წლის შემდეგ კი, იმავე პიჯაკით მან ქართველი ხალხის ხმა მთელს ევროპას გააგონა. 

"თეთრი ფერი ნიშნავს, რომ შენ იმედიანად ხარ - ეს გამარჯვების ფერია" 

salome_EU

სალომე ზურაბიშვილის განვლილი გზა 

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა 1952 წლის 18 მარტს პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილისა და ასევე პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის - ზეინაბ კედიას ოჯახში.

  • "ისეთი გრძნობა მქონდა, რომ თუ ჩემს შვილებს ქართულს არ ვასწავლიდი, ჩემთვის უცხოები გახდებოდნენ" - სალომე ზურაბიშვილი 

მამა: ლევან ზურაბიშვილი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელი და პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარე იყო. ის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი იყო. დედა, ნინო ნიკოლაძე პედაგოგი და პუბლიცისტი, ხოლო მამა – ივანე ზურაბიშვილი იურისტი, მსახურობდა ამიერკავკასიის სამმართველოს იურისკონსულტად. 1921 წელს, ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიის შემდგომ, ოჯახი ემიგრაციაში აღმოჩნდა.

ლევან ზურაბიშვილი იყო საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე ჯერ 1949-1951 წლებში, შემდეგ 1961 წლიდან - სიკვდილამდე. ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას, თანამშრომლობდა ქართულ და უცხოურ ჟურნალ-გაზეთებთან. მან ძმასთან, არჩილ ზურაბიშვილთან, ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1973 წელს პარიზის წმინდა ნინოს ახალი ეკლესიის შეძენაში.

  • "წლები! ჩვენ კი მოგონებები გვრჩება მხოლოდ..." - სალომე ზურაბიშვილი მეუღლის შესახებ წერს 

დედა: ზეინაბ კედია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში უშიშროების მინისტრის და ნოე რამიშვილის თანამებრძოლის მელქისედეკ (მექი) კედიას ქალიშვილი იყო. გასაბჭოების შემდეგ, როცა კედია საქართველოდან წავიდა, მისი მეუღლე ზეინაბზე იყო ფეხმძიმედ. ისინი 4 წელი სტამბოლში ცხოვრობდნენ, ზეინაბიც იქვე დაიბადა. მას შემდეგ, რაც შეუძლებელი გახდა საქართველოში დაბრუნება, ოჯახი თურქეთიდან საფრანგეთში, პარიზში გაემგზავრა.

ლევან ზურაბიშვილი და ზეინაბ კედია საფრანგეთში დაქორწინდნენ. მათ ორი შვილი - სალომე და ოთარი შეეძინათ. ზეინაბ კედია საქართველოში პირველად ქალიშვილთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, 1986 წელს ჩამოვიდა. იგი 2016 წლის 20 თებერვალს, 94 წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა

1974 წელს, 22 წლის სალომე ზურაბიშვილმა რომში გაიცნო, ასევე ემიგრაციაში მცხოვრები, ქართველი ნიკოლოზ გორჯესტანი (გუგუშვილი). სალომე ზურაბიშვილს და კოკი გუგუშვილს ორი შვილი, თეიმურაზი და ქეთევანი შეეძინათ.

თეიმურაზ გორჯესტანი 1981 წლის 26 ივლისს დაიბადა. იგი პროფესიით დიპლომატია და მუშაობს დიდ ბრიტანეთში საფრანგეთის საელჩოში, სტრატეგიული და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციაზე.

ქეთევან გორჯესტანი 1984 წლის 22 მარტს დაიბადა. იგი პროფესიით ჟურნალისტია. ამჟამად მუშაობს საფრანგეთის ტელეკომპანია "ფრანც 24"-ში, სპორტულ ჟურნალისტად.

სალომე ზურაბიშვილი და ნიკოლოზ გორჯესტანი 80-იან წლებში განქორწინდნენ.

2018 წლის ნოემბერში, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას კოკი გუგუშვილმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ყოფილ მეუღლეს მხარი დაუჭირა და საკუთარ ოჯახზეც ისაუბრა:

 „მე და ჩემი შვილების დედა სალომე თეიმურაზსა და ქეთევანს ვზრდიდით პატრიოტ ქართველებად, რომლებიც იამაყებდნენ თავიანთი ტრადიციებით და გააგრძელებდნენ რაინდობის, ღირსებისა და თავდადების იმ ძველი ქართული ღირებულებების ერთგულებას, რომლებზეც შოთა რუსთაველი და დავით გურამიშვილი წერდნენ... ამ არჩევნებში ჩემი პრინციპული არჩევანი იმ საზოგადოებას ეკუთვნის, რომელიც დასავლეთისკენ იყურება და არა ჩრდილოეთისკენ!“

სალომე ზურაბიშვილი მეუღლესთან, ჯანრი კაშიასთან ერთად.მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილი დაუახლოვდა ემიგრაციაში მყოფ ქართველ ისტორიკოსს, მწერალსა და ფილოსოფოს ჯანრი კაშიას. მათი პიროვნული დაახლოება საბოლოოდ დაოჯახებით დასრულდა. ჯანრი კაშია 2012 წლის 11 მარტს გარდაიცვალა პარიზში, კარდიოლოგიური ოპერაციის დროს. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.

1972 წელს სალომე ზურაბიშვილმა დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, 1973 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს - პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა. ფლობს ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ და იტალიურ ენებს...გაგრძელება