"ისეთი გრძნობა მქონდა, რომ თუ ჩემს შვილებს ქართულს არ ვასწავლიდი, ჩემთვის უცხოები გახდებოდნენ" - სალომე ზურაბიშვილი - Marao

"ისეთი გრძნობა მქონდა, რომ თუ ჩემს შვილებს ქართულს არ ვასწავლიდი, ჩემთვის უცხოები გახდებოდნენ" - სალომე ზურაბიშვილი

2024-07-08 17:50:52+04:00

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში, ქუ­ჩა­ში ნა­პოვნ ძაღლ გომ­ბო­რას­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

მას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის­გან, ნი­კო­ლოზ გორ­ჯეს­ტა­ნის­გან (გუ­გუშ­ვი­ლი), რო­მე­ლიც 22 წლის ასაკ­ში რომ­ში გა­იც­ნო, ორი შვი­ლი - თე­ი­მუ­რა­ზი და ქე­თე­ვა­ნი ჰყავს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რო­ბენ.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის უფ­რო­სი შვი­ლი თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნი პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მა­ტია და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობს. თე­ი­მუ­რა­ზი დე­დის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ და­ო­ჯახ­და და ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და. ჰყავს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ქეთევან გორ­ჯეს­ტა­ნი.

ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გე­თის ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფრანც 24“-ში სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტად მუ­შა­ობ­და. ბოლო ხანს ის სა­ცხოვ­რებ­ლად ვა­შინგტონ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც უკვე ამა­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ის სპე­ცი­ა­ლურ კო­რეს­პონ­დენ­ტად მუ­შა­ობს...

  • "ემიგრაციაში შვილებთან ქართულად ლაპარაკი ვარჩიე. მეუბნებოდნენ, რად გინდა, კომპლექსები გაუჩნდებათ და ფრანგულს ვერ ისწავლიანო. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ თუ ჩემს შვილებს ქართულს არ ვასწავლიდი, ჩემთვის უცხოები გახდებოდნენ და რაც მთავარია, სამუდამოდ მოწყდებოდნენ სამშობლოს. შენი ერისა და ქვეყნის სიყვარულს ენა აგიხსნის" - ამბობდა პრეზიდენტი.  

სალომე ზურაბიშვილის მეორე ქმარი

ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და. არ­ჩე­ვა­ნი ამ­ჯე­რად ის­ტო­რი­კოს ჯან­რი კა­ში­ა­ზე შე­ა­ჩე­რა. პრე­ზი­დენ­ტი 2012 წლის 11 მარტს დაქვრივ­და, ჯან­რი კა­შია კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცი­ის დროს, პა­რიზ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

  • PHOTO: სალომე ზურაბიშვილი და ქართველი ვარსკვლავები: "დიდი მადლობა ამ ღირსეული გამარჯვებისათვის!" 
  • სალომე ზურაბიშვილი შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს 

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სწორედ ჯანრი კაშიასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს: "წლები! წლები! წლები! ჩვენ კი მოგონებები გვრჩება გარდასულ დღეთა..." - წერს პრეზიდენტი.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვი არ არის. საფ­რან­გეთ­ში გაზ­რდი­ლი დიპ­ლო­მა­ტი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ მუდ­მი­ვად იყო კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი, უწუ­ნებ­დნენ ლა­პა­რაკს, აქ­ცენტს; მის მიერ შეც­დო­მით ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბი ხში­რად ხდე­ბო­და იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის სა­მიზ­ნე.

ბო­ლოს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა 2022 წლის 27 იან­ვარს შე­ავ­სო, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 60 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ პა­რიზ­ში, რო­მელ­შიც 1989 წელს 150 ათა­სი ევრო გა­და­ი­ხა­და.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ფლობს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლსა და მი­წის ნაკ­ვეთს თბი­ლის­ში, რო­მელ­შიც 2006 წელს 160 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. კუფ­ტი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 235 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი­დან, 126.33 კვ.მ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ეკუთ­ვნის.