ჩინურ ახალ წელს გარკვეულ კერძებს სიმბოლური მნიშვნელობის გამო მიირთმევენ. ამ ტრადიციული ჩინური საახალწლო საკვების ხელსაყრელი სიმბოლიზმი ეფუძნება მათ გამოთქმას ან გარეგნობას. მნიშვნელობა აქვს არა მარტო კერძებს, არამედ მომზადებას.
1. თევზი - "კეთილდღეობისთვის"
ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, თევზის მომზადება ახალ წელს ოჯახის კეთილდღეობის გარანტია. მისი სადღესასწაულოდ გაფორმება მარტივია, თქვენს სუფრას კიდევ უფრო გაალამაზებს და მრავალფეროვნებას შესძენს.
2. მთლიანი ქათამი - "იღბლისთვის"
მთლიანი ქათმის მიტანა საახალწლო სუფრაზე ჩინელებისთვის იღბლისა და წარმატების სიმბოლოა. მნიშვნელოვანია, რომ მაგიდაზე ქათამი დაუჭრელად მიართვათ ოჯახის წევრებსა და სტუმრებს, რაც ერთიანობასა და "სისავსეს" განასახიერებს.
3. ტორტი - "წარმატებისთვის"
ტკბილეული, ჩინელებისთვის, წარმატებასთან და დადებით ემოციებთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი და მათი დესერტები ერთმანეთისგან განსხვავდება და, ჩინური ტრადიციებს მიხედვით, ტკბილეულს ბრინჯისგან ამზადებენ, ჩვენ შეგვიძლია საახალწლო სუფრა ჩვენთვის დამახასიათებელი ნამცხვრებითა და ტორტით გავაფორმოთ. ეს ოჯახში წარმატების მოზიდვაში დაგვეხმარება.
4. ბრინჯი - "ოჯახის ერთიანობისთვის"
ბრინჯი ჩინური კულტურის განუყოფელი ნაწილია და მას ახალ წელსაც დიდი დატვირთვა აქვს. საქართველოში ზოგჯერ მეკვლე ოჯახში შესვლამდე ბრინჯს მიმოფანტავს ხოლმე, რაც ბარაქის მომტანია. ბრინჯისგან მომზადებული კერძები კი ახალ წელს ოჯახის ერთიანობასა და სიძლიერეს მოგიტანთ.
5. ცომეული - "ბედნიერებისთვის"
ცომეულის მომზადება 2025 წლის საახალწლო სუფრისთვის ბედნიერების მომტანი იქნება. ეცადეთ, ხორცსა და ხილთან ერთად, ცომეულის მრავალფეროვანი არჩევანი გქონდეთ.
6. ხორცი - "ჯანმრთელობისთვის"
ხორცი, განსაკუთრებით კი მოხარშული ხორცი ამ ახალი წლის სუფრის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, ეს თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის სიმბოლო იქნება.
7. ხილი - "ბარაქისთვის"
ახალი წლის სუფრა ისედაც სავსეა სხვადასხვა ხილით, თუმცა წელს უნდა ეცადოთ, რომ ეს სია განსაკუთრებით მრავალფეროვანი იყოს: ვაშლი, ყურძენი, ბანანი - 2025 წლის საახალწლო სუფრაზე აუცილებელი დეტალია.
8. ციტრუსი - "ფინანსური წარმატებისთვის"
ხილთან ერთად, ჩინურ ასტროლოგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ციტრუსს. გაითვალისწინეთ, რომ ახალი წლის სუფრა გაფორმებული უნდა იყოს ფორთოხლით, მანდარინით. ეცადეთ მენიუში შეიტანოთ გრეიპფრუტი და კივიც.