ცნობილი დედა, წარმატებული კარიერა და პირადი - ქეთი გეგეშიძე - Marao

ცნობილი დედა, წარმატებული კარიერა და პირადი - ქეთი გეგეშიძე

2024-12-19 21:25:42+04:00

მსახიობი ქეთი გეგეშიძე ცნო­ბი­ლი რა­დი­ო­წამ­ყვა­ნის მე­დეა გე­გე­ში­ძის ქა­ლიშ­ვი­ლია. 32 წე­ლია მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელ­მა ის გა­იც­ნო სე­რი­ა­ლი­დან "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან", რო­მელ­შიც ექიმს, ქალ­ბა­ტონ თა­მარს ასა­ხი­ე­რებ­და.

"სე­რი­ალ­ში "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" რომ ვი­თა­მა­შე, ზა­ფხულ­ში რომ ვის­ვე­ნებ­დი, ვი­ღა­ცე­ბი მცნობ­დნენ, მაგ­რამ არა­სო­დეს მცნობ­დნენ, როცა სპექ­ტაკ­ლის მერე ქუ­ჩა­ში გა­მოვ­დი­ო­დი. ამას მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი. ჯერ ერთი, სცე­ნი­დან მეტი დის­ტან­ცია გაქვს მა­ყუ­რე­ბელ­თან, თან მა­კი­ა­ჟი გაქვს, სა­კუ­თარ თავს არ ჰგავ­ხარ. მახ­სოვს, ერთხელ ბი­ან­კას ვთა­მა­შობ­დი "ოტე­ლო­ში", სპექ­ტაკ­ლის მერე გა­მო­ვიც­ვა­ლე და სახ­ლში წას­ვლას ვა­პი­რებ­დი. ამ დროს მეს­მის, ერთი ქალი ეუბ­ნე­ბა მე­ო­რეს, შე­ხე­დე, ეს ის არის, სპექ­ტაკლში რომ თა­მა­შობ­დაო. ის რო­გორ არის, ის ლა­მა­ზი იყო და ეს რას ჰგავ­სო, - უპა­სუ­ხა მე­ო­რემ. ამა­ზე არც გავ­ბრა­ზე­ბულ­ვარ, ბევ­რი ვი­ცი­ნე..." - იხსენებდა მსახიობი. 

keti

  • "რკინის ჟურნალისტი" დიქტატურის წინააღმდეგ - ორიანა ფალაჩის ისტორია 
  • ძალადობის შემთხვევა და უკანონო შვილი - უცნობი ფაქტები კლაუდია კარდინალეს შესახებ 
  • 78 წლის ასაკში ესპანელი მსახიობი მარისა პარედესი გარდაიცვალა 

პირადი ცხოვრება

"ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი მყავს, 27 წლის და ვა­ღი­ა­რებ, რომ ბევ­რს ვა­შა­ვებ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი ვარ. ყო­ველ­დღე მსაყ­ვე­დუ­რობს ამის გამო. შვი­ლიშ­ვი­ლიც მყავს, 6 წლის, მას­თან და­კავ­ში­რე­ბით უა­რე­სი მჭირს."

შესრულებული როლები :

„სამსახური ანუ ზაფხულის ღამის სიზმარი" რეჟისორი ლევან წულაძე

დუდანა - ნილ საიმონი

”ქალები” რეჟ. ციცინო კობიაშვილი

"ჰაჯი-მურატი" რეჟისორი გიზო ჟორდანია

ლულუ - ჟან კოკტოს „წმინდა ურჩხულები" - რეჟისორები ლევან წულაძე, ანა ცუცქირიძე

ეჟენ იონესკო „მეფე მოკვდა" რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილი