როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი მეუღლესა და შვილებთან ერთად ბოლო წლებია, ბრაზილიაში ცხოვრობს. ის საქართველოდან წასვლის შემდეგ ჯერ სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა, შემდეგ კი - რიო-დე-ჟანეიროში.
ნოემბერში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პარალელურად, ბერა ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. ახლა კი მასთან სტუმრად ცნობილი ბრაზილიელი იუტუბერი და ინფლუენსერი Gkay იმყოფება. Gessica Kayane Rocha de Vasconcelos - ეს Gkay-ის სრული სახელია. Gkay-მ ფოტოები ზამთრის კურორტიდან გამოაქვეყნა, ახლა კი ბერა ივანიშვილთან და ნანუკა გუდავაძესთან გადაღებულ სახალისო კადრებსაც აქვეყნებს.


ვინ არის GKay? - ბრაზილიელი მსახიობი, რომელმაც ბერა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა
Gessica Kayane Rocha de Vasconcelos, უფრო ცნობილი როგორც Gkay, არის ბრაზილიელი მსახიობი, იუტუბერი და ტიკტოკერი. მსახიობის ამპლუაში, მისი ყველაზე ცნობილია ფილმებია Christmas Full of Grace და Carnaval, რომელთა ნახვაც Netflix-ზე შეგიძლიათ. ის არის რეალითი სატელევიზიო შოუს LOL წამყვანი.
Gkay 2019 da 2020 წლებში MTV Millennial Awards-ზე იყო ნომინირებული, 2022 წელს კი ამ ნომინაციაში გამარჯვება შეძლო.
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 20 მარტს კი, მეორე ვაჟის, დადუ ივანიშვილის მშობლები გახდნენ.
ბერა ივანიშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი მამა, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი, აქტიურ პოლიტიკაში მოვიდა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ბერა, როგორც მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორი განსაკუთრებით პოპულარული, მისი სიმღერები კი - ცნობილი.
ბერა ივანიშვილი თავად პოლიტიკაში ჩართული არასდროს ყოფილა, თუმცა მამის, ბიძინა ივანიშვილის გვერდით ხშირად ჩნდებოდა და აქტიურად მონაწილეობდა მის საარჩევნო კამპანიებში.
2011 წლის შემოდგომაზე ბერამ მამამისის, ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად გამოუშვა მუსიკალური ვიდეო „ქართული ოცნება“. ამით მან მამის მხარდამჭერებშიც გაიჩინა მსმენელები. ამავე წლის 11 დეკემბერს, პოლიტიკური კოალიცია — „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე შედგა მისი კიდევ ერთი ახალი მუსიკალური ვიდეოს — „გპირდების“ პრემიერა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კი ბერა ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და ერთ-ერთ მასშტაბურ შეხვედრაზე სიტყვითაც გამოვიდა. ბერა და მისი მეუღლე მედიასთან არ ურთიერთობენ, არასდროს საუბრობენ საჯაროდ საკუთარ ცხოვრებაზე, თუმცა ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირდ აქვეყნებენ.