თაკო ნაცვლიშვილი, მარიშა ურუშაძე, გიორგი ქებურია... - მოდის სფეროს წარმომადგენლების სათქმელი - Marao

"წლები გავატარე საზღვარგარეთ, აღარ მინდა სხვაგან ცხოვრება, არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან გაქცევას" - თაკო ნაცვლიშვილი, მარიშა ურუშაძე, გიორგი ქებურია... მოდის სფეროს წარმომადგენლების სათქმელი

2024-12-22 15:07:34+04:00

21 დეკემბერს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ მოდის სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მათ შორის იყვნენ, მარიშა ურუშაძე, თაკო ნაცვლიშვილი, კრისტი ყიფშიძე, გიორგი ქებურია, ნინო ელიავა და სხვები. 

  • თანამშრომლობა მსოფლიოს ცნობილ ბრენდებთან, სამსახიობო კარიერა და რომანი გუკა რჩეულიშვილთან - რა არის ცნობილი მარიშა ურუშაძის შესახებ 

"არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს წარმომადგენელია, საჭიროა, რომ ყველამ გამთქვას საკუთარი აზრი. მე უკვე 10 წელია, რაც მოდის სფეროში ვმუშაობ და წლები გავატარე საზღვარგარეთ, აღარ მინდა სხვაგან ცხოვრება, არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან გაქცევას", - თქვა მარიშა ურუშაძემ.

urushadze

natsvlishvili

koshkelishvili

kipshidze

keburia

რა ხდება საქართველოში ახლა? 

 26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, შედეგებმა კი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში ახალი არჩევნების „საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ“ ჩატარების მოთხოვნით. 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა. მან გამოაცხადა ევროკავშირში 2028 წლამდე გაწევრიანების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ, ასევე უარი თქვა ევროკავშირის ნებისმიერ საბიუჯეტო გრანტებსა და სესხებზე. 

  • "რისთვის მიხდით მადლობას? ეს ხომ ის მინიმუმია, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ" - თაკო ნაცვლიშვილი 

მსახიობი ქეთი ჩხეიძის პოზიცია: "როგორ შეიძლება, არ გამოვარდე გარეთ და არ დაიყვირო – ხალხო, რაღაც უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს“ კობახიძის განცხადებას მალევე მოჰყვა საპროტესტო ტალღა ქვეყანაში. აქციები დღემდე გრძელდება და მედია აქტიურად აშუქებს სპეცრაზმის მიერ პროტესტის მონაწილე ადამიანებზე ძალადობის, დარბევის, მხუთავი აირისა და წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტებს. 

საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის შეჩერებას და აქციების დარბევას სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობა დაგმეს სპორტსმენებმა, მუსიკოსებმა, მსახიობებმა... ზოგიერთი მათგანი აქციებში თავადაც იღებს მონაწილეობას. 

2024 წლის 18 დეკემბერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა...გაგრძელება