კარდაშიანების ოჯახის წევრი, კენდალ ჯენერი, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია, შესაბამისად, ლოს-ანჯელესში მდებარე მისი ძვირადღირებული სახლის საახალწლო დეკორაციები არავის აკვირვებს.
"ჩემს ცხოვრებაში დიდი ქაოსია, რომელიც ბევრ მოგზაურობას და დიდი ენერგიის ხარჯვას უკავშირდება. ამიტომ, მინდოდა სახლი, სადაც მშვიდად ვიგრძნობდი თავს. უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც დასვენებას შევძლებდი“ - ამბობდა მოდელი.
სასადილო ოთახის იატაკი ორმაგი ხალიჩითაა დაფარული. სადაც დგას ხის მაგიდა და სკამები. მეტალის ჭაღი ძალიან უხდება აქაურობას. სამზარეულო კარადები მწვანე ფერშია გადაწყვეტილი. ცენტრალურ ადგილს ხის კუნძული იკავებს, ხის სკამებით. სველი წერტილები ვინტაჟურ სტილშია გადაწყვეტილი, ონკანებით დაძველების ეფექტით.
"სახლი საშობაოდ ცოტა ხნის წინ მოვრთე, მიხარია, რომ მაყურებელს მისი ნახვის საშუალება მიეცემა", - თქვა კენდალმა - "ვგრძნობ, რომ ჩემი სახლი მართლაც მყუდროა. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად არის მორთული ბურთებითა და გირჩებით. მიყვარს ვინტაჟი. ყოველთვის ვეძებ ვინტაჟურ შთაგონებას."
კენდალის მთავარი ნაძვის ხე, რომლის სიმაღლე 12 ფუტს აღემატება, მისაღებში დგას და ორიგინალური ორნამენტებითაა დაფარული.
„ამაზე შეიძლება ემოციური ვიყო,“ - განმარტა მოდელმა - "წელს, საშობაოდ, დედაჩემმა მაჩუქა ორიგინალური კრისტოფერ რადკოს საშობაო ორნამენტები, რომელიც ჩემს ოჯახში ინახებოდა. დედაჩემს ეს ჩემს დაბადებამდე ჰქონდა".
,,მე არ ვარ დიდი ფართის მოყვარული ადამიანი, უბრალოდ არ მჭირდება ცარიელი სივრცე სახლში. მიყვარს მუსიკის მოსმენა, ბუხართან ჯდომა, სანთლის შუქზე დასვენება და მეგობრებთან NBA-ის თამაში. ვცადე სახლი ისე მომწეყო, როგორიც ბავშვობაში გვქონდა და ახლა ეს ინტერიერი ზუსტად ბავშვობას მაგონებს“- ამბობს კენდალ ჯენერი.
კენდალ ჯენერი
კენდალ ნიკოლ ჯენერი 1995 წლის 3 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში დაიბადა. იგი კარდაშიან-ჯენერების ოჯახის წევრია .მისი მეორე სახელი -ნიკოლი, კრის ჯენერის მეგობრის, ნიკოლ ბრაუნ სიმფსონის პატივსაცემად დაერქვა, რომელიც 1994 წელს მოკლეს.
კენდალ ჯენერმა მოდელობა 14 წლის ასაკში, 2009 წელს დაიწყო. მისი პირველი სამსახური სამოდელო სახლ „Forever 21“-ისთვის ფოტოსესიაში მონაწილეობა იყო. 2011 წლის სექტემბერში შერი ჰილის სამოდელო სახლის ტანისამოსი წარადგინა Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე. 2012 წლის ბოლოს, ის იყო ისეთი ჟურნალების გარეკანებზე, როგორებიცაა: „American Cheerleader“, „Teen Prom“,„Looks“, „Raine“, „GenLux“, „Lovecat“, და „Flavour Magazine“. 2012 წლის ნოემბერში მან Victoria Secret-ის ფოტოგრაფთან - რაშელ ჯეიმსთან ერთად, ერთობლივი პროექტების განხორციელება დაიწყო.