ცნობილი ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან - Marao

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან

2024-12-24 17:31:03+04:00

მეცნიერები და ბიოლოგიური სტატისტიკა მთელს მსოფლიოში ამტკიცებენ, რომ ყველას ჰყავს მინიმუმ 7 ორეული დედამიწაზე და რომელთანაც შეხვედრა, შესაძლოა ვერასოდეს მოვახერხოთ. ამ ფენომენს დოპელგანგერი ჰქვია, რაც ტყუპი უცხო ადამიანების არსებობას ნიშნავს.

ზაკ ეფრონი და ლეონარდ უაიტინგი    

lookalike

 1968 წელს იტალიელმა რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ დიდი სიყვარულის ისტორია გადაიღო. ლეონარდ უაიტინგისა და ოლივია ჰასის მონაწილეობით შექმნილი კინოსურათი საკულტო ფილმად იქცა.

 ზაკ ეფრონი ბრიტანელი მსახიობის ლეონარდ უაიტინგის ზუსტი ასლია, რომელიც ოდესღაც ცნობილი გახდა ფრანკო ფრანკო ზეფირელის ფილმში ამ როლის წყალობით.

ქეით მარა და კეტრინ როსი    

lookalike

როდესაც ქეითი დაიბადა, ქეთრინი უკვე 43 წლის იყო. მაგრამ მათი ფოტოების ყურებისას, ძნელია გაექცე იმ აზრს, რომ ეს ქალები შეიძლება დები იყვნენ.

ლილი კოლინზი და ოდრი ჰეპბერნი    

lookalike

რას იტყვით Breakfast at Tiffany's-ის რიმეიქზე? მსახიობის ძებნა დიდხანს არ მოგიწევთ. 

ლილი ასევე ცნობილია, თავისი შესრულებული როლებით, ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „სიყვარულში გაჭედილი“ (2012), „ინგლისურის მასწავლებელი“ (2013), „სიყვარულით როზი“ (2014). 2016 წელს მან New Hollywood Film Award-ი მოიგო, და ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე.

ბლეიკ ლაივლი და მარი ბლეიკი    

lookalike

1930-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავი ლაივლის დაბადებამდე თითქმის 10 წლით ადრე გარდაიცვალა, მაგრამ როგორ შეიძლება არ დაიჯერო მისტიკა, როცა მათ არა მხოლოდ მსგავსი გარეგნობა, არამედ სახელიც აკავშირებთ. 

ენ ჰეთევეი და პიერ ანჯელი    

lookalike

დიდი ყავისფერი თვალები, სქელი წარბები  და ტუჩები - მსგავსი საერთო ნიშნების დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება.

რიზ უიზერსპუნი და სიბილ შეფერდი    

lookalike

  • 5 გამორჩეული ქალი იტალიის ისტორიაში 
  • TOP 5 ამბავი 2024 წლიდან: მნიშვნელოვანი მოვლენები კულტურის სფეროში 
  • რომანი, რომელიც უჩვეულო ოჯახის ისტორიას გვიყვება და მაგიური რეალიზმი ნაირა გელაშვილის შემოქმედებაში 

გარდა ლამაზი გარეგნობისა, მსახიობებს კიდევ ერთი ფაქტი აერთიანებთ: ორივე მოდელად მუშაობდა. ევა ლონგორია და რიტა მორენო    

ევა ლონგორია და რიტა მორენო    

lookalike

ორივე ვარსკვლავმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰოლივუდში ლათინო-ამერიკელი მსახიობების წარმოჩენაში. რიტა დაიბადა პუერტო რიკოში, ევას კი მექსიკური ფესვები აქვს.