„დღეს გალას დაბადების დღეა" - გიორგი გასვიანი შვილს დაბადების დღეს ულოცავს - Marao

„დღეს გალას დაბადების დღეა" - გიორგი გასვიანი შვილს დაბადების დღეს ულოცავს

2024-12-25 15:00:35+04:00

ტელეწამყვან გიორგი გასვიანის და მისი მეუღლის მარიტა მელიქიშვილის უსაყვარლესი ვაჟი გალაკტიონ გასვიანი იუბილარია. ამის შესახებ გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს გვიზიარებს.

„დღეს გალას დაბადების დღეა “, – წერს გიორგი გასვიანი.

gasviani

gasviani

gasviani

gasviani

gasviani

gasviani

gasviani

გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი

მსა­ხი­ობ და ტე­ლე­წამ­ყვან გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნისა და მარიტა მელიქიშვილის წყვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. წყვილმა რამდენიმე წლის წინ იქორწინა და ერთი შვილი, გალაკტიონ გასვიანი ჰყავს. მარიტა და გიორგი ერთმანეთს პროფესიამ დააკავშირა - მარიტა თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტია და მომავალი მეუღლის სპექტაკლებზეც ხშირად დადიოდა: 

  • "ზუკას გაჩენის მერე მივხვდი, რომ გარკვეული პერიოდი მას ძალიან ვჭირდებოდი" - რუსკა ქარქაშაძე 
  • ცნობილი ქართველები, რომლებმაც შვილებს ტრადიციული ქართული სახელები დაარქვეს 
  • "არც სხვისი ცხოვრება მაინტერესებს და არც საკუთარის აფიშირება მინდა... ბედნიერი ვარ ჩემს ოჯახთან ერთად" - რას წერს მარიტა მელიქიშვილი 

"მა­რი­ტა პან­დე­მი­ამ­დე ჩემს სპექ­ტაკ­ლებ­ზე და­დი­ო­და. "ინ­სტაგ­რა­მის" მეშ­ვე­ო­ბით შო­რი­დან ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს და პირ­ვე­ლად ჩემი მე­გობ­რის, ზურა ჯა­ვა­ხი­ას კონ­ცერ­ტზე ახ­ლოს გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ჩვე­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ასე და­ი­წყო. გაც­ნო­ბი­დან ძა­ლი­ან მალე მივ­ხვდით, რომ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე აღარ შეგ­ვეძ­ლო. შემ­დეგ მა­რი­ტამ მშობ­ლებს უთხრა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თბის შე­სა­ხებ და მათ­თვი­საც ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. მხო­ლოდ ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მიც­ნობ­დნენ. რო­დე­საც მათ­თან მი­ვე­დი, ძა­ლი­ან კარ­გად მი­მი­ღეს. მა­რი­ტა თე­ატ­რის მოყ­ვა­რუ­ლია, რა­ღაც პე­რი­ო­დი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზეც ფიქ­რობ­და, ამი­ტომ არ გაჰკ­ვირ­ვე­ბი­ათ მშობ­ლებს, რომ ბედი ხე­ლო­ვანს და­უ­კავ­ში­რა.

რო­მელ ასაკ­შიც უნდა შექ­მნა ოჯა­ხი, ნე­ბის­მი­ერ დროს ხარ ბედ­ნი­ე­რი. მთა­ვა­რია, ბედ­ნი­ე­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი გან­ცდა შე­გეძ­ლოს. პა­ტა­რა ასაკ­ში რომ და­ვო­ჯა­ხე­ბუ­ლი­ყა­ვი, როცა მეტი პრობ­ლე­მა მქონ­და, როცა პრო­ფე­სი­უ­ლა­დაც არ ვი­ყა­ვი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და წე­სი­ე­რად სახ­ლიც არ მქონ­და, რად­გა­ნაც დევ­ნი­ლი ვარ, ალ­ბათ უფრო გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. ამი­ტო­მაც არ ვქმნი­დი.

ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, ერ­თმა­ნე­თის­თვის ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ - ერ­თნა­ი­რად ვფიქ­რობთ, ერ­თნა­ი­რად ვაზ­როვ­ნებთ. ეს ცოლ-ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თა­ვი­სუფ­ლად და კარ­გად ვგრძნობთ თავს. სა­ერ­თოდ, ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მე­გობ­რო­ბას და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბას დიდი ად­გი­ლი უჭი­რავს", - ამბობდა გიორგი გასვიანი. 

თავად მარიტა ოჯახსა და სწავლას ერთმანეთს შესანიშნავად უთავსებს. ამის პარალელურად კი, ის სოციალურ ქსელში აქტიურობითაც გამოირჩეოდა.