ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება. ყველაზე მეტად საახალწლო განწყობას ალბათ ფილმები გვიქმნის. წარმოგიდგენთ საუკეთესო საახალწლო ფილმების ათეულს:
ვერის უბნის მელოდიები
ქართული მუსიკალური კომედიის ჟანრის მხატვრული ფილმი, გადაღებული 1973 წელს კინოსტუდიაში „ქართული ფილმი“. იგი პირველი ქართული მიუზიკლია.
ფილმი ღარიბი ობოლი გოგონების ამბავს მოგვითხრობს, რომელთაც ცეკვის შესწავლა სურთ, მაგრამ საამისო სახსრები არ აქვთ. ჰოდა, მათი ოცნების ასრულება მათსავით ღარიბმა, კეთილმა მრეცხავმა ქალმა იკისრა.
მარტო სახლში
კევინისა და ბანდიტების თავგადასავლების ნახვა უკვე წლებია საახალწლო ტრადიციის განუყოფელ ნაწილად იქცა. ცალკე ყურადღებას იმსახურებენ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები - მაკკალისტერების დიდი და ხმაურიანი ოჯახის წევრები, ერთი შეხედვით საშიში მეზობელი... აღსანიშნავუა, რომ ფილმის მეორე ნაწილში დონალდ ტრამპის ნახვაც შეგეძლებათ.
ეს მშვენიერი ცხოვრებაა
მთავარ გმირს ურთულესი პერიოდი აქვს, მის ცხოვრებას აზრი აქვს დაკარგული, ის სასოწარკვეთილია. ფილმის გადაღებიდან თითქმის 80 წელია გასული, შეიცვალა მანქანები, ჩაცმულობა, თავად ადამიანებიც, მაგრამ დარჩა იდეალები, რომლებიც მარადიულია - სიყვარული და კეთილშობილება.
როგორ მოიპარა გრინჩმა შობა
ქალაქ კტოგრადში ერთი კაცი ცხოვრობდა, სახელად – გრინჩი. თავიდან ბოლომდე მწვანე ფერის არსება არავის უყვარდა. გრინჩი მთელ სამყაროზე განაწყენებული იყო, განსაკუთრებით კი არ უყვარდა შობის დღესასწაული და ამ დღეს ყოველთვის ცუდი განწყობით ხვდებოდა.
კლაუსი
სმერსენსბურგის ზარმაც ფოსტალიონ ჯასპერს შორეულ ქალაქში კონკრეტული მისიით აგზავნიან, სადაც უცნაურ ადგილობრივებს გაიცნობს და ერთ მისტიკურ პიროვნებასაც დაუმეგობრდება. ჯასპერს წარმოდგენაც არ აქვს, რომ წინ დაუვიწყარი თავგადასავალი ელოდება.
ელფი
პატარა ბავშვი სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალა და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. საცოდავი პატარა ელფების შორის აღმოჩნდა, სადაც ერთ-ერთი მათგანი მას იშვილებს. ბიჭს ახალ სახელს მისცემენ და ბადს დაარქმევენ.
ბოლო შობა
ქეითი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ხშირად იღებს ცუდ გადაწყვეტილებებს. იგი საშობაოდ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მუშაობს სანტას დამხმარედ, სადაც ტომს შეხვდება.
სიყვარული მართლა
სიუჟეტური ხაზების სიმრავლე, ვარსკვლავური შემადგენლობა და ჰიუ გრანტის დაუვიწყარი ცეკვა მაყურებელს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.
საშობაო ზღაპარი
ეს ანიმაცია ჩარლს დიკენსის ამავე ნაწარმოების ეკრანიზაციაა: მთავარ პერსონაჟს შობის წინა ღამეს სულები გააღვიძებენ და მის უაზრო ცხოვრებას დაანახვებენ_ აჩვენებენ რა შესაძლებლობები გაუშვა ახალგაზრდობაში, აჩვენებს აწმყოს, და იმას, რაც ელოდება, თუ სკრუჯი ამ ყველაფერს არ შეცვლის.
პოლარული ექსპრესი
კრის ვან ოლსბერგის ზღაპრის ეკრანიზაცია, გვიყვება ამბავს ბიჭზე, რომელიც თანტოლების დაცინვის მიუხედავათ ყოველთვის სჯეროდა სანტა კლაუსის არსებობის.