2024 წელი საქართველოსთვის მრავალმხრივ გამორჩეული და დინამიკური იყო კულტურის, მოდის, მუსიკისა და სპორტის სფეროებში. ამ წელს ქართველმა ხალხმა ერთად ბევრი ინერვიულა, ბევრჯერ უგულშემატკივრა, ბევრჯერ იზეიმა და, ალბათ, ყველასთვის დაუვიწყარია, თბილისისა და თუ სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში გამოსული ადამიანების ემოციები...
2024 წელს საქართველოს კულტურის სფეროში მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა. ქართული მოდის ინდუსტრიამ განაგრძო განვითარება და საერთაშორისო აღიარების მოპოვება. ქართველი დიზაინერები აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო მოდის კვირეულებში, სადაც წარმოადგინეს ინოვაციური და ტრადიციული ელემენტების შერწყმით შექმნილი კოლექციები. მუსიკალური სცენა გამორჩეული იყო ახალი ტალანტების გამოჩენითა და საერთაშორისო წარმატებებით. ქართველმა მუსიკოსებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალში და კონკურსში, სადაც მათმა შესრულებამ მაღალი შეფასებები დაიმსახურა.
2024 წელი საქართველოს სპორტული სამყაროსთვის განსაკუთრებით წარმატებული და ისტორიულიც კი აღმოჩნდა, იქნებოდა ეს ოლიმპიადა, ევროპის ჩემპიონატი თუ სხვა მაღალი დონის ღონისძიებები.
MARAO.GE ამ მნიშვნელოვანი ამბებისა და მოვლენების პარალელურად, მუდმივად გთავაზობდათ სიახლეებს, თქვენთვის საინტერესო ისტორიებსა და ფაქტებს. 2024 წლის მანძილზე კიდევ უფრო გაიზარდა ჩვენი ერთგული მკითხველების რაოდენობა. 2025 წლისთვის გპირდებით კიდევ უფრო მეტ საინტერესო და სასარგებლო სტატიას და მადლობას გიხდით, რომ მუდმივად ხართ ჩვენ გვერდით.
2024 წელს ქართულმა კინომ მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა, როცა ყველასთვის საყვარელი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ბევრს წერდნენ მის მიერ შესრულებული როლებისა და მისი განვლილი გზის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღების საგანი კი მისი ოჯახური ცხოვრება გახდა, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. სტატიამ მსახიობის პირადის, მეუღლისა და "ოქროს გალიის" შესახებ 149 380 ნახვა მოაგროვა.
ჩვენ ხშირად გთავაზობთ ამბებს საინტერესო ქალების ცხოვრების, მათი საქმიანობის, კარიერისა და პირადის შესახებ, იქნებიან ეს მსახიობები, მუსიკოსები, სპორტსმენები თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები. ერთ-ერთი ასეთი კი ჯულიეტ ბინოშის შესახებ მომზადებული მასალაა:
ჯულიეტ ბინოში (Juliette Binoche) ფრანგი მსახიობია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მსოფლიო კინემატოგრაფიაში. იგი დაიბადა 1964 წლის 9 მარტს პარიზში. გარდა კინოკარიერისა, ბინოში დაინტერესებული იყო თეატრით, მხატვრობითა და ლიტერატურით. იგი ასევე ცნობილი აქტივისტია და მონაწილეობს ჰუმანიტარულ პროექტებში. ჯულიეტ ბინოშს საკმაოდ საინტერესო პირადი ცხოვრებაც აქვს. მისი ამბით MARAO.GE-ზე 44 040 ადამიანი დაინტერესდა.
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე
ჩვენს ხშირად ვწერთ ქალების უფლებების შესახებ ისტორიული კონტექსტისა და თანამედროვე რეალობის ფონზე. წელს კი განსაკუთრებით რეზონანსული იყო ქართველი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე.
კესარია აბრამიძის მკვლელობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტრანსგენდერი ადამიანების დაცვის აუცილებლობას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას გენდერული იდენტობის საკითხებში.ამ თემაზე მომზადებულ სტატიას MARAO.GE-ის მკითხველი აქტიურად განიხილავდა და გმობდა საზარელ დანაშაულს.
სტატიას 54 224 ადამიანი გაეცნო.
ნუცა ბუზალაძე საქართველოს წარმომადგენელი იყო ევროვიზია 2024-ზე, რომელიც შვედეთის ქალაქ მალმოში გაიმართა. მან შეასრულა სიმღერა "Firefighter" და ფინალში 24-ე ნომრად წარდგა. საბოლოო შედეგებით, ნუცა ბუზალაძემ 21-ე ადგილი დაიკავა, რამაც ქართველების წყრომა გამოიწვია. გაკეთდა უამრავი კომენტარი და შეფასება როგორც გულშემატკივრებისგან, ისე ამ სფეროს წარმომადგენლებისგან.
სტატიას ჩვენს საიტზე 68 510 მკითხველი გაეცნო.
ბევრმა თქვენგანმა ჩვენი საიტი სწორედ ნოველების წყალობით გაიცნო. ჩვენ ყოველ დღე გთავაზობთ საინტერესო, ცხოვრებისეულ ამბებს განსაკუთრებული ენითა და ემოციებით. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ელოდება ახალი თავის გამოქვეყნებას და ხშირად საკუთარ აზრს კომენტარებისა თუ პირადი შეტყობინებების სახითაც გვიზიარებს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ერთ-ერთი ყველაზე წაკითხვადი მიმართულება სწორედ ნოველებია, კერძოდ, წელს ყველაზე ძალიან ჩვენს მკითხველს ანი მერმანიშვილის "ცისარტყელა" მოეწონა.
2024 რომ საფეხბურთო წელი იყო, ამაზე, ალბათ, არავინ დავობს. გავიცანით ახალგაზრდა ვარსკვლავები, რომლებსაც აქამდე მხოლოდ ამ სფეროში გარკვეული ადამიანები იცნობდნენ. ახლა, შეიძლება ითქვას, ყველა ქართველმა ზეპირად იცის ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების სახელები და გვარები, მათი კლუბები, გატანილი გოლები... განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა მათი ოჯახებისა და იმ ამბების შესახებ, რაც სტადიონს მიღმა რჩება. ჩვენ ამ წლის მანძილზე აქტიურად გიყვებოდით და გაცნობდით ჩვენი სპორტსმენების უცნობ მხარეებს. გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე კითხვად სტატიებს შორის გიორგი მამარდაშვილის ოჯახური ამბებიც მოხვდა. სტატიამ მისი ქორწილის შესახებ 76 424 ნახვა მოაგროვა.
ჩვენს მკითხველს ყოველთვის ძალიან აინტერესებს ასტროლოგია და ეს მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე კითხვადია MARAO.GE-ზე. განსაკუთრებული პოპულარობა კი მოიპოვა 2025 წლის ასტროლოგიურმა სიახლეებმა, კერძოდ, რისი წელია, როგორ უნდა შევხვდეთ, ვისთვის იქნება იღბლიანი და რა უნდა გავითვალისწინოთ. ამ ამბებით 76 424 დაინტერესდა.
მომღერალი მარიამ როინიშვილი ჩვენი მკითხველის ერთ-ერთი საყვარელი ცნობილი სახეა. ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ მოვამზადეთ ვრცელი და საინტერესო სტატია მისი ბავშვობის, კარიერის, ოჯახისა და პირადი ცხოვრების შესახებ. სტატია 2024 წელს 83 080-მა ადამიანმა წაიკითხა.
მოდა და მოდის სფეროს სიახლეები ჩვენი საიტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ჩვენ მუდმივად გიზიარებთ ახალი ტრენდების, თქვენთვის საყვარელი თუ ახალი მოდის სახლების შესახებ საინტერესო ამბებს. ხშირად გაცნობთ წარმატებული და ახალბედა ქართველი და უცხოელი დიზაინერებისა და მოდელების ისტორიებსაც. სტატიას "შანელის" მოდის სახლისა და მისი გამორჩეული ჩვენებების შესახებ ჩვენს გვერდზე 56 225 ნახვა აქვს.
წლისა თუ სეზონის გამორჩეული ტრენდები, როგორც სამოსის, ისე აქსესუარებისა და ვარცხნილობის მიმართულებით ჩვენი საიტის ერთ-ერთი მთავარი ნიშაა. ჩვენ ხშირად გირჩევთ, გაცნობთ სიახლეებს და თქვენი შთაგონებისთვის ფოტოგალერეებსაც ვამზადებთ. დიდი მოწონება დაიმსახურა ჭაღარა თმის ტრენდზე მომზადებულმა სტატიამ, რომელმაც 47 518 ნახვა მოაგროვა.