"გილოცავთ ძვირფასებო! ეს წელი ყოფილიყოს ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულის, გამრავლების, სიმდიდრის, ერთმანეთის პატივისცემის, გატანის, ერთგულების წელი!მიყვარხართ!
პ.ს სად არ შევხვედრივარ ახალ წელს ეს სიცოცხლით სავსე ქალი, მაგრამ ლოგინში შეხვედრა შვილებთან ერთად, რომ არ შემიშინოს საახალწლო ჟრიამულმა, ყველაზე ბედნიერი ლოკაციაა! იხარეთ, იბედნიერეთ!" - წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში და შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.
ნანუკა გულუას ოჯახი
ნანუკა გულუამ რჩეულზე, კახა კაშიაზე 2021 წელს იქორწინა. როგორც თავად ამბობდა, მათი ქორწინება მოულოდნელად გადაწყდა და ამაში დიდი წვლილი ოჯახის წევრებსაც ეკუთვნით.
ნანუკასა და კახას ორი შვილი, ნინა და ირაკლი ჰყავთ, ხოლო მესამე შვილს ახლა ელოდებიან. ნანუკა თავად ხშირად აღნიშნავს, რომ მის ასაკში დედობა კიდევ უფრო განსაკუთრებული გრძნობაა. მისი თქმით, ორი შვილის ყოლა გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა მზადაა, რამდენი შანსიც მიეცემა, იმდენჯერ გახდეს დედა. მსახიობი ცოტა ხნის წინ ხუმრობდა კიდეც, რომ მოსწონს, როცა ორსულობის დროს მასზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მეოთხე შვილის ყოლაზეც დაფიქრდება.
„იმედია, ქვის სროლას არ დავიწყებ. ამის გარანტიასაც ვერ ვიძლევი. პირველი მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი მქონდა იდეალური. არაფერზე მინერვიულია და ემოციებს ზედმეტად არ ავყოლივარ. მეორე ორსულობაც იდეალური იყო. ორსულობის შემდგომი დეპრესია ორ თუ სამ კვირას გაგრძელდა. რომელმაც ჩემ ფსიქიკას დიდი დაღი დაასვა. რაც ყველაზე უცნაურია, ორსულობის პერიოდში ვმშვიდდები, ემოციურადაც უფრო კარგად ვარ.“ – ამბობს ნანუკა გულუა.
როგორც ცნობილია, დაოჯახებამდე ნანუკა გულუა წლების მანძილზე ებრძოდა ჭარბ წონას. ის 126 კილოს იწონიდა და სხვადასხვა დიეტის წყალობით 65 კილოგრამი დაიკლო. თუმცა, მისი თქმით, მისი ფავორიტი კეტო-დიეტაა, როცა არ შიმშილობ და ისე იკლებ წონაში. ახლა, როცა ნანუკა მესამე შვილის მოლოდინშია, შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა თავად მაინც ფიქრობს, რომ მშობიარობის შემდეგ სასურველ წონას დაუბრუნდეს:
"ყველაზე მეტად მეშინია, რომ ამ წონას არ შევეგუო. სამოსიც ამ წონაზე მოვირგე უკვე და 4 წელია, რაც ჩემი "სიგამხდრის" პერიოდის სამოსი არ გამომაქვს გარდერობიდან იმ იმედით, რომ მალე დავუბრუნდები. დღეს უნდა გამოვზიდო, ვეღარ ვატევ უკვე 3xl სამოსთან ერთად და უნდა გაჩუქოთ! სიკეთე ყოველთვის მეხმარება ჩემს ყველა მიზანთან მისასვლელად", - წერს ნანუკა გულუა.
ხმაური ნანუკა გულუას გარშემო
სიუჟეტში, სახელწოდებით „ბულინგი „იმედის“ სახეებზე“, ისაუბრა მსახიობმა და „იმედის“ წამყვანმა ნანუკა გულუამაც, რომელმაც თქვა, რომ მას „ერის მოღალატეს და ზუგდიდის სამარცხვინო მოქალაქეს ეძახდნენ“.
ამავე სიუჟეტში ნანუკა გულუამ მის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო პოსტზეც ისაუბრა.
წაიკითხეთ სრულად