რას ამბობენ ცნობილი ქალები სექსზე? – 10 ციტატა - Marao

რას ამბობენ ცნობილი ქალები სექსზე? – 10 ციტატა

2013-04-16 11:17:30+04:00

საინტერესოა, რა აზრის არიან ცნობილი ქალბატონები სექსზე? ბევრი ყველაზე თამამი ვარსკვლავის ასევე თამამი განცხადება მოგვისმენია თუ წაგვიკითხავს ამ თემასთან დაკავშირებით. გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე ენამოსწრებულ გამონათქვამს სექსზე:

"სექსი – დადებითად მოქმედებს კანზე".

გრეტა გარბო

* * *

"იმისათვის, რომ სექსი გქონდეს ადამიანთან, აუცილებელი არ არის, ერთ ენაზე საუბრობდეთ, მაგრამ მაინც... სჯობს, რომ ის ენა, რომელიც თქვენ არ გესმით, იტალიური იყოს".

მადონა

* * *

"რაც შეეხება სექსს, ქალი უფრო მეტს წუწუნებს, ვიდრე მამაკაცი. მათ ორი ძირითადი პრეტენზია აქვთ:

1) არ არის საკმარისი;

2) ზედმეტია".

ენ ლანდერსი

* * *

"არაფერი ისე არ გაშორებს სექსს, როგორც ცოლქმრული მოვალეობის შესრულება".

თამარა კლეიმანი

* * *

"ნიმფომანი - ქალი, რომელსაც საღამოს უნდა, რომ სექსით დაკავდეს, მიუხედავად იმისა, რომ დილით ვარცხნილობა გაიკეთა".

მორინ ლიმპანი

* * *

"თქვენ იქამდე ვერ გაიცნობთ მამაკაცს, მანამ არ სთხოვთ მას, რომ პრეზერვატივი გამოიყენოს".

მადონა

* * *

"სისულელეა, თითქოს სექსუალური განათლება სექსის სურვილს გიჩენს. ოთხი წელი ალგებრას ვსწავლობდი, მაგრამ არასოდეს არავისთან დავკავებულვარ მათემატიკით".

ელეინ ბუსლერი

* * *

"სექსი ბინძურია? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუბანელი ხარ".

მადონა

* * *

"ბევრი მამაკაცი მაგარია საწოლში, მაგრამ არ არსებობს ისეთი, ვისაც დაელაპარაკებოდი".

ლინდა ბარნსი

* * *

"ძალიან ახალგაზრდა მამაკაცებს ვანიჭებ უპირატესობას. მიუხედავად იმისა, რომ მათ კარგად არ იციან, რას აკეთებენ; სამაგიეროდ, შეუძლიათ აკეთონ ეს მთელი ღამე".

მადონა