ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს პიროვნული განვითარების, თავის მოვლისა და წონის კლების შესახებ. ტელეწამყვანი ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გამომწერებს ხშირად უზიარებს და საუბრობს, თუ როგორ მოახერხა წლების განმავლობაში ზედმეტი წონის კლება, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სასურველ ფორმაში ჩადგომა. როგორც ნანუკა ამბობს, მეორე შვილის გაჩენისას ის 108 კილოგრამს იწონიდა, მშობიარობის შემდეგ კი ზედმეტი წონა მისი პრობლემა გახდა და ამ პრობლემას სხვადასხვა გზით ებრძოდა.
"საბაზე დაფეხმძიმების შემდეგ ვებრძვი წონას და ამის მიზეზი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ინსულინრეზისტენტული ვარ და საერთო ჯამში, 65-კილოგრამიანი მატება მქონდა და ისევ ჯანმრთელობის მდგომარეობიდანვე გამომდინარე, ზედმეტი კილოგრამების მოშორება გამიჭირდა. ამისთვის ძალიან ბევრი მცდელობა დამჭირდა. ბოლოს მივადექი 18-საათიან დიეტას. მე ვერ ვშიმშილობ და სამ-ოთხ საათში ერთხელ ჭამა არ მშველის. ინსულინრეზისტენტულობის გამო, რაც უფრო იშვიათად შევჭამ, მით უფრო კარგია ჩემი ჯანმრთელობისთვის. ჩემი ინსპირაციის წყარო ჩემი ორი თანამშრომელი გახდა. 18-საათიანით ორივემ დიდი წონა დაიკლო. ეს არაა დიეტა, ესაა ხანგრძლივი პროცესი, ფაქტობრივად, ცხოვრების სტილია. თავიდან 16-საათიანით დავიწყე. ბოლო კვება საღამოს ექვსზე მქონდა, პირველი – დილის ათზე. რაციონიდან ამოღებული მქონდა ყველანაირი ბურღულეულობა. მხოლოდ შავ მაკარონს ვჭამდი და ძალიან იშვიათად – მჭადს. პური და ხაჭაპური საერთოდ დავიწყებული მქონდა. ამოვიღე ტკბილი, ნამცხვრები, ყველანაირი კრემიანი. ყურძენს, კარალიოკს და ლეღვს – არა, მაგრამ ბანანს ვჭამდი, რომელიც საკმაოდ კალორიულია. საუზმეზე ვჭამდი კვერცხს, ყველს და ასე შემდეგ, მერე წავიხემსებდი დიაბეტიკების სპეციალური წასახემსებლით ან ხილით და შემდეგ უკვე კარგად ვჭამდი. ერთი წელი ხორცზე უარი მქონდა ნათქვამი, მაგრამ ვიღებდი თევზეულს, ბოსტნეულს და ასე შემდეგ. ექვსი საათის შემდეგ, რომ მშივდებოდა ცივ წყალს ვსვამდი ყლუპ-ყლუპად, თბილით შეშუპება მეწყებოდა. ორი თვე, საერთოდ, ერთი გრამიც ვერ დავიკელი. შემდეგ დაიწყო კლება ნელი ტემპით, თვეში – ოთხი-ხუთი კილო. ესეც ინდივიდუალურია. მე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს სწრაფად დაკლების საშუალებას. თუმცა, საბოლოო ჯამში, ნელ-ნელა 17 კილო დავიკელი. ახლა უკვე 18-საათიანზე ვარ. დილის 11 საათზე ვჭამ პირველად და საღამოს 5-ზე.
უამრავი დიეტა მიცდია და დიდი ხანია, ჩემი ორგანიზმი ამ სტრესს განიცდის. ახლა უკვე დაკლება არ მინდა, წონის შენარჩუნებაა ჩემი მიზანი და წარმოიდგინეთ, ვჭამ აჭარულ ხაჭაპურს, ფენოვანს, ლობიანს და ასე შემდეგ. მაგრამ 18-საათიან რეჟიმში და ერთ გრამს არ ვიმატებ, არც ვიკლებ." - ამბობდა ნანუკა.
წონის კლების პარალელურად ნანუკას სტილიც შეიცვალა და შედარებით უფრო დახვეწილი გახდა. ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ფოტოებს. გამომწერებიც აღნიშნავენ, რომ ნანუკა იდეალურად გამოიყურება: