ჭარბი წონა ბევრისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს - ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი კვება, გენეტიკა ან თუნდაც სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემა. მსგავსი შემთხვევისგან არც ცნობილი ადამიანები არიან დაზღვეულები. ამ სტატიაში იმ ქართველ ქალებზე ვისაუბრებთ, რომლებმაც წონასთან გამკლავება მოახერხეს:
თიკა აღნიშნავს, რომ ამჯერად 57 კილოს იწონის - "ყოველთვის ლამაზი ვიყავი... სილამაზე არ განისაზღვრება მხოლოდ კილოგრამებით...
"არ უნდა გეშინოდეს და ხშირად უნდა გარისკო. ახალი ინტერესები უნდა გაიჩინო და ერთ ადგილზე არასდროს გაჩერდე. სულ უნდა განვითარდე და აჰყვე ცხოვრების რიტმს.
იცხოვრე ისე, რომ ისიამოვნო ყოველი წუთით. ნაკლებად იფიქრე, სხვა რას იფიქრებს შენს გადადგმულ ნაბიჯებზე! მთავარია, შენ გსიამოვნებდეს და მოგწონდეს. რა თქმა უნდა, ეს ისე უნდა გააკეთო, რომ სხვას არ ავნო" - წერდა თიკა ჯამბურია.
ბოლო დროს ხშირად აღნიშნავენ, რომ ნანუკა შესანიშნავ ფორმაშია. სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს პიროვნული განვითარების, თავის მოვლისა და წონის კლების შესახებ. ტელეწამყვანი ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გამომწერებს ხშირად უზიარებს და საუბრობს, თუ როგორ მოახერხა წლების განმავლობაში ზედმეტი წონის კლება, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სასურველ ფორმაში ჩადგომა. როგორც ნანუკა ამბობს, მეორე შვილის გაჩენისას ის 108 კილოგრამს იწონიდა, მშობიარობის შემდეგ კი ზედმეტი წონა მისი პრობლემა გახდა და ამ პრობლემას სხვადასხვა გზით ებრძოდა.
თეონა, გარდა მუსიკისა, ყურადღებას ხშირად საკუთარი გარეგნობითაც იქცევდა. მუსიკოსი ხშირად აღნიშნავდა, რომ საკუთარი ფორმები აკმაყოფილებდა, თავს კომფორტულად გრძნობდა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ წონის კლება სურდა და ამისთვის რამდენიმე ეფექტურ გზასაც მიაგნო.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ინგა გრიგოლიამ კუჭის ოპერაცია გაიკეთა, რისკენაც მან ახლამა ამპლუამ - ბებიობამ უბიძგა:
„ბებიობის შემდეგ მივხვდი, რომ სიახლეები მჭირდებოდა. წავედი და კუჭის ოპერაცია გავიკეთე, დავიწყე ზრუნვა ვიზუალზე, მინდოდა მეტი ენერგია მქონოდა. ორთვე-ნახევარში 15 კილო დავიკელი და ჯერ კიდევ კლების პროცესში ვარ, კიდევ ბევრი კილოგრამის დაკლება მაქვს გეგმაში. იმიტომ, რომ ნინასთვის ისეთი ბებია ვიყო, როგორც მარიამისთვის იყო დედაჩემი“, - ამბობდა ინგა.
მომღერალი ლინდა ადამია საზოგადოებისთვის ცნობილი წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობა მუსიკალურ პროექტ „X ფაქტორში“ მიიღო. მაშინ ლინდა 19 წლის იყო და სცენაზე ოთხი თვის ორსული გამოდიოდა, თუმცა ამას მისთვის წარმატების მიღწევაში ხელი არ შეუშლია.
ლინდა შვილთან, ჯარჯისთან და მეუღლესთან, დათუნა ყიასაშვილთან ერთად ცხოვრობს. დათუნა პროფესიით ტატუ-არტისტია. როგორც მომღერალი არაერთ ინტერვიუში ამბობდა, მეუღლე მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
ლინდა წარმატებული მუსიკალური კარიერის პარალელურად, სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. მისი გამომწერები განსაკუთრებით ხშირად აღნიშნავენ ლინდას ბოლოდროინდელი ცვლილების შესახებ, რაც წონის კორექციას უკავშირდება. როგორც ცნობილია, მომღერალმა ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც მისი ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეიცვალა, რის შესახებაც თავადაც ისაუბრა:
"25 ოქტომბერი - 1 წლის გავხდი. ეს იყო ყველაზე რთული გზა, რასაც კი ოდესმე შევჭიდებივარ და ეს ყველაფერი ამ სიხარულად და ახლად დაბადებად ღირდა. მთელი ცხოვრება დავით აბულაძის მადლიერი ვიქნები!“ - ამბობს ის.