ხატია შამუგიას ცხოვრებაში ახლა მშვიდი და ბედნიერი ეპატია. პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს, რადგან თვლის, რომ ამ თემის საჯაროობა ხშირად ურთიერთობებში პრობლემებს წარმოშობს. ხატიამ მნიშვნელოვანი ბარიერი გადალახა, როცა ერთადერთ შვილს, ნიკუშას დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალება მისცა და ის სამი წელია ამერიკაში სწავლობს.
"მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშაც და მეც დედისერთები ვართ, რაღაცნაირად თავიდანვე შევძელი რომ მისთვის დამოუკიდებლობა მიმეცა. მე გავაჩინე და მასზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია, მაგრამ თავიდანვე ჩემს თავს ვუთხარი, შვილი მხოლოდ შენთვის არ გაგიჩენია, მას თავისი ცხოვრება აქვს, მე მეკუთვნის სანამ პატარაა და ის უნდა გავაკეთო რაც ჩემი ვალდებულებაა. მაგრამ ის არის ინდივიდი პიროვნება, რომელმაც თავისი ცხოვრებით უნდა იცხოვროს მეთქი. ამერიკაში სწავლობს და ბევრი წარმატებაც აქვს. ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებელში სწავლობს.
ამერიკა არ არის ახლოს და უკვე გამოვიმუშავე, რომ ღამე გვიან უნდა დავიძინო რათა ამერიკაში გათენებულზე მისი ხმა გავიგონო, მერე ძალიან ადრე უნდა გავიღვიძო, რომ ძილის წინ ნიკუშას ამბები გავიგო."
გურამ ლომიძე და ხატია შამუგია ერთ-ერთი იმ წყვილთაგანი იყო, რომელზეც საზოგადოება ბევრს საუბრობდა. უამრავი ჭორი გავრცელდა მათი დაშორების შესახებაც.
„თამამად ვიტყვი, რომ ძალიან ვარსკვლავი ქმარი მყავდა, ამიტომ რთული იყო სადარბაზოში დაწერილი წარწერები, გოგონები, საჩუქრები… ამას მორალური სიძლიერე სჭირდება. ძალიან პატარები ვიყავით, როდესაც ოჯახი შევქმენით. ახლა მეცინება იმ ერთი პატარა მესიჯის გამო, რომელსაც ჩვენი ოჯახი შეეწირა, თუმცა სწორი გადაწყვეტილება იყო. ერთ შეცდომას მეორე მიემატება, მეორეს – მესამე და დასანგრევი ოჯახი მაინც დაინგრევა.
ეს ძალიან დიდი სიყვარული, მეგობრული, ჩვენ შორის ახლა უფრო არის – მეტ პატივს ვცემთ ერთმანეთს. ამ ქვეყანაზე არ ვიცი, ვინ დადის გურამიკოზე ძვირფასი. ჩვენ სწორ დროს დავიშალეთ, სანამ მონასტერი ბოლომდე აირეოდა…“ - ამბობდა ხატია შამუგია.
"პირადი ცხოვრება არასდროს მქონია ხმაურიანი. ჩემი პირველი ოჯახი იმდენად საჯარო იყო და იმდენად ბევრი ადამიანის განხილვის საგანი ხდებოდა, რომ ამან გარკვეულწილად დააზიანა კიდეც ურთიერთობა, ამიტომ შემდეგ ვისწავლე რომ პირადი ცხოვრების გასაჯაროება არ არის კარგი. უფლის წყალობით ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის.
სამომავლოდ არ არის გამორიცხული, უცხოეთში გადავიდე საცხოვრებლად, თუმცა ახლა – არა. 18 წლიდან ვმუშაობ და გამიჭირდება, ასე ადვილად დავთმო ყველაფერი და საცხოვრებლად უცხო მხარეში გადავბარგდე, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი გვერდით მეყოლება. თან, მიყვარს ჩემი ქვეყანა და არც მეტოვება, ისიც ვერ ჩამოდის აქეთ საცხოვრებლად. კაცი რომ 20 წელი ირლანდიაში ცხოვრობს და მუშაობს, როგორ უნდა ვუთხრა და ვაკადრო, მიატოვე ყველაფერი და ჩემთან ჩამოდი-მეთქი.