„თამამად ვიტყვი, რომ ძალიან ვარსკვლავი ქმარი მყავდა, ამიტომ რთული იყო სადარბაზოში დაწერილი წარწერები, გოგონები, საჩუქრები…" - ხატია შამუგია პირად ცხოვრებაზე - Marao

„თამამად ვიტყვი, რომ ძალიან ვარსკვლავი ქმარი მყავდა, ამიტომ რთული იყო სადარბაზოში დაწერილი წარწერები, გოგონები, საჩუქრები…" - ხატია შამუგია პირად ცხოვრებაზე

2025-01-13 14:47:52+04:00

ხატია შა­მუ­გი­ას ცხოვ­რე­ბა­ში ახლა მშვი­დი და ბედ­ნი­ე­რი ეტაპია. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე აღარ სა­უბ­რობს, რად­გან თვლის, რომ ამ თე­მის სა­ჯა­რო­ო­ბა ხში­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში პრობ­ლე­მებს წარ­მო­შობს. ხა­ტი­ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხა, როცა ერ­თა­დერთ შვილს, ნი­კუ­შას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა და ის სამი წე­ლია ამე­რი­კა­ში სწავ­ლობს.

  • "სამი შვილი გვყავდა, ჩვენი დაშორება უფრო ემოციების შედეგი იყო... ძალიან ბევრი ვიტანჯე, მივხვდი, რომ ოჯახს უფრო მეტი სიყვარული და გვერდში დგომა უნდოდა, ვიდრე მე ვაძლევდი" - "ქუჩის ბიჭების" წევრის, პაატა ხაჩიძისა და ლილე გულორდავას ოჯახური ამბები 
  • "თამამად ვიტყვი, რომ ძალიან ვარსკვლავი ქმარი მყავდა... მე მჯერა, რომ არ გიღალატია, მაგრამ ფლირტი გქონდა" - ყოფილი ცოლ-ქმრის, ხატია შამუგიასა და გურამ ლომიძის გულახდილი ინტერვიუ 
  • "ბოლო წვეთი იყო პატარა ფლირტი, რომელიც არ ვაპატიე... სახლიდან რომ გადიოდა, ვეჭვიანობდი, ჩემი თავი აღარ მომწონდა; როცა ადამიანს არ ენდობი, ძალიან მძიმეა" - ხატია შამუგია პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს 

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნი­კუ­შაც და მეც დე­დი­სერ­თე­ბი ვართ, რა­ღაც­ნა­ი­რად თა­ვი­დან­ვე შევ­ძე­ლი რომ მის­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მი­მე­ცა. მე გა­ვა­ჩი­ნე და მას­ზე ძვირ­ფა­სი არა­ფე­რი გა­მაჩ­ნია, მაგ­რამ თა­ვი­დან­ვე ჩემს თავს ვუ­თხა­რი, შვი­ლი მხო­ლოდ შენ­თვის არ გა­გი­ჩე­ნია, მას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს, მე მე­კუთ­ვნის სა­ნამ პა­ტა­რაა და ის უნდა გა­ვა­კე­თო რაც ჩემი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. მაგ­რამ ის არის ინ­დი­ვი­დი პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით უნდა იცხოვ­როს მეთ­ქი. ამე­რი­კა­ში სწავ­ლობს და ბევ­რი წარ­მა­ტე­ბაც აქვს. ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლობს.

ამე­რი­კა არ არის ახ­ლოს და უკვე გა­მო­ვი­მუ­შა­ვე, რომ ღამე გვი­ან უნდა და­ვი­ძი­ნო რათა ამე­რი­კა­ში გა­თე­ნე­ბულ­ზე მისი ხმა გა­ვი­გო­ნო, მერე ძა­ლი­ან ადრე უნდა გა­ვიღ­ვი­ძო, რომ ძი­ლის წინ ნი­კუ­შას ამ­ბე­ბი გა­ვი­გო."

პირადი ცხოვრება

გურამ ლომიძე და ხატია შამუგია ერთ-ერთი იმ წყვილთაგანი იყო, რომელზეც საზოგადოება ბევრს საუბრობდა. უამრავი ჭორი გავრცელდა მათი დაშორების შესახებაც.

„თამამად ვიტყვი, რომ ძალიან ვარსკვლავი ქმარი მყავდა, ამიტომ რთული იყო სადარბაზოში დაწერილი წარწერები, გოგონები, საჩუქრები… ამას მორალური სიძლიერე სჭირდება. ძალიან პატარები ვიყავით, როდესაც ოჯახი შევქმენით. ახლა მეცინება იმ ერთი პატარა მესიჯის გამო, რომელსაც ჩვენი ოჯახი შეეწირა, თუმცა სწორი გადაწყვეტილება იყო. ერთ შეცდომას მეორე მიემატება, მეორეს – მესამე და დასანგრევი ოჯახი მაინც დაინგრევა.

ეს ძალიან დიდი სიყვარული, მეგობრული, ჩვენ შორის ახლა უფრო არის – მეტ პატივს ვცემთ ერთმანეთს. ამ ქვეყანაზე არ ვიცი, ვინ დადის გურამიკოზე ძვირფასი. ჩვენ სწორ დროს დავიშალეთ, სანამ მონასტერი ბოლომდე აირეოდა…“ - ამბობდა ხატია შამუგია.

"პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არას­დროს მქო­ნია ხმა­უ­რი­ა­ნი. ჩემი პირ­ვე­ლი ოჯა­ხი იმ­დე­ნად სა­ჯა­რო იყო და იმ­დე­ნად ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი ხდე­ბო­და, რომ ამან გარ­კვე­ულ­წი­ლად და­ა­ზი­ა­ნა კი­დეც ურ­თი­ერ­თო­ბა, ამი­ტომ შემ­დეგ ვის­წავ­ლე რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა არ არის კარ­გი. უფ­ლის წყა­ლო­ბით ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის.

სამომავლოდ არ არის გამორიცხული, უცხოეთში გადავიდე საცხოვრებლად, თუმცა ახლა – არა. 18 წლიდან ვმუშაობ და გამიჭირდება, ასე ადვილად დავთმო ყველაფერი და საცხოვრებლად უცხო მხარეში გადავბარგდე, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი გვერდით მეყოლება. თან, მიყვარს ჩემი ქვეყანა და არც მეტოვება, ისიც ვერ ჩამოდის აქეთ საცხოვრებლად. კაცი რომ 20 წელი ირლანდიაში ცხოვრობს და მუშაობს, როგორ უნდა ვუთხრა და ვაკადრო, მიატოვე ყველაფერი და ჩემთან ჩამოდი-მეთქი.