„გამოიცანით ვინ არის აქ, 2025 წლის 7 იანვრიდან" - 57 წლის ვენსან კასელი მეოთხე შვილის მამა გახდა - Marao

„გამოიცანით ვინ არის აქ, 2025 წლის 7 იანვრიდან" - 57 წლის ვენსან კასელი მეოთხე შვილის მამა გახდა

2025-01-13 15:19:18+04:00

ვენსან კასელსა და ნარა ბაპტისტას პირველი საერთო შვილი შეეძინათ. 57 წლის მსახიობი და 27 წლის მოდელი ვაჟის მშობლები გახდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ თავად კასელმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. ფოტოთი ვიგებთ, რომ წყვილმა შვილს კაეტანო დაარქვა.

„გამოიცანით ვინ არის აქ, 2025 წლის 7 იანვრიდან? მან უკვე გაიღვიძა, არის ჯანმრთელი. ის აღსავსეა სიყვარულითა და პოეზიით. სამყაროში ყველაზე მაგარი ბიჭია“, – დაწერა მსახიობმა.

  • 57 წლის ვენსან კასელი მალე მეოთხე შვილის მამა გახდება 
  • თხოვდება თუ არა ტინა კუნაკი - ვინ არის ვენსან კასელის ყოფილი ცოლის ახალი რჩეული 
  • 57 წლის ვენსან კასელი 27 წლის რჩეულთან ერთად კანის კინოფესტივალზე იმყოფება 

vincent

56 წლის კა­სელ­მა 26 წლის მო­დელ­ზე, ტინა კუ­ნა­კი­ზე 2018 წელს იქორ­წი­ნა. 2019 წლის აპ­რილ­ში კი წყვილს ქა­ლიშ­ვი­ლიც შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა ისი­ნი ქორ­წი­ნე­ბი­დან 5 წე­ლი­წად­ში და­შორ­დნენ.

მა­ნამ­დე კა­სე­ლი იტა­ლი­უ­რი კი­ნოს ვარ­სკვლავ­ზე, მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. კა­სე­ლი და მო­ნი­კა ერ­თმა­ნეთს 14-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, 2013 წელს და­შორ­დნენ.

ვენსან კასელი

ვენსან კასელი დაიბადა 1966 წლის 23 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ფრანგი მსახიობის — ჟან-პიერ კასელისა და ჟურნალისტის — საბინ ლიტიკიეს ოჯახში. როგორც მსახიობმა კარიერა ნიუ-იორკში დაიწყო, შემდეგ დაბრუნდა საფრანგეთში, სადაც რამდენიმე წელი მუშაობდა ცნობილი ფრანგი მსახიობის ჟან-ლუი ბაროს თეატრში.

vincent

მისი დებიუტი კინოში 1989 წელს შედგა. პირველ წარმატებებს 1990-იან წლებში მიაღწია, როდესაც რამდენიმე ცნობილ ფილმში მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანი იყო ფილმები „დობერმანი“ და „ჟანა დ'არკი“. ფილმში „მეწამული მდინარეები“ ფრანგ ვარსკვლავთან ჟან რენოსთან და მამამისთან ჟან-პიერ კასელთან მოუწია თამაში. 2001 წელს გადაიღეს ფილმში „მგლის საძმო“, რომელიც საკმაოდ მაღალშემოსავლიან კინოდ იქცა. 2005 წელს ითამაშა ფილმში „ღალატის ფასი“, რომელიც შვედმა რეჟისორმა – მიკაელ ჰეფსტრემმა გადაიღო. ამ ფილმში კასელი ყაჩაღის როლს ასრულებს, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად მოტყუების გზით დიდ თანხებს სძალავს მახეში გაბმულ მსხვერპლს.

2006 წელს მონიკა ბელუჩისთან ერთად ითამაშა ფილმში „შაიტანი“. 2010 წელს მთავარი როლი შეასრულა რომან გავრასის დრამაში „ჩვენი დღე დადგება“, ამავდროულად იყო ფილმის პროდიუსერი. ერთ-ერთი ბოლო როლი მიიღო ფილმში „შავი გედი“, სადაც მისი პარტნიორი იყო ნატალი პორტმანი.