"ულამაზესები" - ანი გუდავაძე დასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - Marao

"ულამაზესები" - ანი გუდავაძე დასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

2025-01-16 10:29:04+04:00

ნანუკა გუდავაძის და, ანი გუდავაძე სოციალურ ქსელში დასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:

nanuka

  • როგორი იყო ნანუკა გუდავაძე და მისი ცხოვრება წლების წინ: სამოდელო კარიერა, ხმაურიანი ქორწინება და ორი შვილი 
  • ანი გუდავაძის 13-წლიანი ქორწინება, ორი შვილი და ბედნიერი ოჯახი: ვინ არის ნანუკა გუდავაძის უმშვენიერესი და 
  • "მადლობელი ვარ შენთან ერთად გატარებული ყველა მომენტისთვის" - ბერა ივანიშვილის ემოციური სიტყვები მეუღლეს 

ანი გუდავაძე

ანი გუდავაძე ნანუკაზე ადრე გათხოვდა და დის ქორწილს ორსული ესწრებოდა. მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკა ფიცხელაურია - წყვილს ორი შვილი ჰყავს. მამამთილი კი რამდენიმე თვის წინ სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 

შენგელი ფიცხელაური მანამდე შსს-ს მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველი იყო. შენგელი ფიცხელაური ძალოვან უწყებებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1976 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნისას ის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო.

ანის და ნანუკას ახალგაზრდა დედა ჰყავთ. მას ვაკეში ერთ-ერთი ძვირადღირებული სალონი აქვს, რომლის მენეჯერიც ანია. 

ნანუკა გუდავაძე

ნანუკა გუდავაძე წარსულში მოდელად მუშაობდა, შემდეგ კი მოდის შესახებ ბლოგებს წერდა. ნა­ნუ­კა 14 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა პო­დი­უმ­ზე, დი­ზა­ი­ნერ ბი­ჭო­ლას ჩვე­ნე­ბა­ზე. მას შემ­დეგ გო­გო­ნა მო­დის შე­სა­ხებ ბლო­გებს წერ­და და პე­რი­ო­დუ­ლად ჩვე­ნე­ბებ­ზეც გა­მო­დი­ო­და. აქ­ტი­უ­რობ­და ინ­სტაგ­რამ­ზეც.

ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე ბე­რას­თან ქორ­წი­ნე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნის, მე­რაბ შა­რი­ქა­ძის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. წყვი­ლის და­შო­რე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნა მა­ლე­ვე და­ი­ნიშ­ნა ბერა ივა­ნიშ­ვილ­ზე. თუმ­ცა, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში კა­პი­ტან­მა თქვა, რომ ბერა არ ყო­ფი­ლა მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი. 

ახლა ძი­რი­თა­დად ტი­კტოკ­ზე ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბი­თა და შვი­ლების მოვ­ლით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მილიარდერმა მა­მამ­თილ­მა რამ­დე­ნი­მე ნანუკას სამ­შო­ბი­ა­როდ მინი სა­ა­ვად­მყო­ფო მო­უ­წყო. ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­მა რძლის მშო­ბი­ა­რო­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად უცხო­ე­თის წამ­ყვა­ნი ექი­მე­ბიც კი მო­იწ­ვი­ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე

 ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 20 მარტს კი, მეორე ვაჟის, დადუ ივანიშვილის მშობლები გახდნენ.

ბერა ივანიშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი მამა, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი, აქტიურ პოლიტიკაში მოვიდა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ბერა, როგორც  მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორი განსაკუთრებით პოპულარული, მისი სიმღერები კი - ცნობილი.