მომღერალ თემო საჯაიასა და მოდელ მარიტა ჯანაშიას ოჯახური ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. გამომდინარე იქიდან, რომ წყვილის სიყვარული ეკრანზე დაიწყო და მაყურებელი ორივეს მანამდეც იცნობდა, მათ ურთიერთობას განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ და ასეა დღემდე.
წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და ოჯახურ კადრებს ხშირად აქვეყნებს. განსაკუთრებულ სიყვარულს კი მათი შვილი, ბექა იმსახურებს.
მარიტა ცნობილი ქართველი მსახიობის, მარინა ჯანაშიას შვილიშვილია. მოდელი ადრე იმასაც იხსენებდა, რომ ტელევიზიაში სწორედ ბებიის დამსახურებით მოხვდა:
"ბებიაჩემს - მარინას დაურეკეს, მის შესახებ სიუჟეტის მომზადება სურდათ. ლაპარაკ-ლაპარაკში, "სასხვათაშორისოდ" ჰკითხეს: ტელეწამყვანი გოგო გვჭირდება. გუნდი გვყავს, მხოლოდ 1 გოგო გვაკლია. ვერაფრით ვიპოვეთ. ისეთ გოგოს ხომ არ იცნობთ, ვინც შეიძლება ტელეწამყვანად გამოდგესო? მარინამ ვიღაც-ვიღაცები ჩამოთვალა და ასევე, უთხრა: ვაიმე, მგონი, ჩემი შვილიშვილიც დაინტერესდება. ხომ არ დაუკავშირდებითო?.. თავდაპირველად, მომერიდა, მაგრამ ბოლოს ტელევიზიაში მაინც მივედი და რამდენიმე სინჯის შემდეგ ამიყვანეს."
მეც თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა დავასრულე, თუმცა ჩემთვის სამწუხარო რეალობაა, რომ მსახიობს მეორე პროფესიაც სჭირდება, რადგან სამსახიობო სფერო ისეთი მდგრადი (მატერიალური თვალსაზრისით) არ არის, რომ თუნდაც, გადასახადების გადახდა, რაღაცების ყიდვა შევძლოთ. რეალურად, ეს პროფესია, რომელიც ადამიანს სიგიჟემდე გიყვარს, საშუალებას არ გაძლევს, რომ საყოფაცხოვრებო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნიუანსები მოაგვარო... სატელევიზიო სფერო მსახიობსაც უხდება, მოდელსაც, ჟურნალისტსაც. ეს მაინც ხელოვნების სფეროა. ხშირად - არა, მაგრამ გამიგონია, - მსახიობები ტელეწამყვანები რატომ ხდებიანო? ჩემი აზრით, პირიქით - კარგია, როცა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ტელეწამყვანები ხდებიან. წამყვანის ამპლუაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ხილვა და მათი მოსმენა ჩემთვის ძალიან საინტერესოა... თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, მაშინვე გრაფიკული დიზაინი ვისწავლე. ეს ჩემი კიდევ ერთი პროფესია გახდა, რადგან ძალიან მიყვარს. მის მიმართ ინტერესი თავიდანვე მქონდა, მაგრამ მერე, უბრალოდ, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე, თუმცა სწავლისთვის გვიანი არასდროს არის."
წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანიაში გაიცნო, სადაც დილის გადაცემა მიჰყავდათ. მარიტას და თემოს საზოგადოება კარგად იცნობს. თემომ რჩეულს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა.
მანამდე მარიტა ნიკო გომელაურის ვაჟს, ჯეჯი გომელაურს ხვდებოდა, თუმცა 7-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ წყვილმა ამდენი წლის მანძილზე ცალკე ცხოვრება ვერ შეძლო. მარიტა და ჯეჯი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ.
"ყველაზე მეტად ადამიანებში გამიმართლა. მე არ გამომიგონებია არაფერი ისეთი, რომ სამყარო გადამეტრიალებინა, არც ნავთობი აღმომიჩენია და არც არაფერი მსგავსი, მაგრამ ადამიანებში ნამდვილად იღბლიანი ვარ. გამიმართლა იმაში, რომ დავიბადე იმ ოჯახში, რომელშიც დავიბადე. ადამიანები ვერ ვირჩევთ მშობლებს და დაბადების ადგილს, აქედან გამომდინარე, ის, რაც შენგან დამოუკიდებელია, ნამდვილად გამართლებაა. მე ძალიან გამიმართლა, იმათ გავუმართლე თუ არა იმედები და მოლოდინები, არ ვიცი, რთული სათქმელია. მიმაჩნია, რომ მე უფრო გამიმართლა მათში, ვიდრე მათ ჩემში. მერე, როცა იზრდები, თვითონ ირჩევ შენს გარემოცვას – მეუღლეს, მეგობრებს და ასე შემდეგ. ძალიან გამიმართლა მეგობრებში, ბედნიერი ადამიანი ვარ მათ გამო. ყველაზე მეტად გამიმართლა ჩემს ცოლში და თუ ეს იღბალთან არის დაკავშირებული, ამ კუთხით, ნამდვილად ძალიან იღბლიანი და ბედნიერი ვარ." - ამბობდა თემო საჯაია.