Versace Medusa '95 Draped Gown არის თანამედროვე დიზაინი, რომელიც შთაგონებას იღებს მოდის სახლის ისტორიიდან და 1990-იანი წლების საკულტო ესთეტიკიდან. კაბა "მედუზა '95"-ის კოლექციის ნაწილია, რომელმაც პოპულარობა მალევე მოიპოვა და დღემდე აქტუალურია.
მედუზას თავი, ვერსაჩეს დიზაინში განმეორებადი მოტივი და სიმბოლოა ძალაუფლების, მიმზიდველობისა და სილამაზის. ის ასახავს მითოლოგიურ ფიგურას - მედუზას, რომლის მზერაც მნახველებს ქვად აქცევდა და ის იყო ვერსაჩეს ცენტრალური ელემენტი 1978 წლიდან, ჯანი ვერსაჩეს მიერ მოდის სახლის დაარსების დღიდან. Medusa '95 Draped Gown-ის ერთ მხარეს გამოსახულია მედუზას ფიგურა, რაც დიზაინს ბრენდის კონცეფციასთან აკავშირებს.
"მედუზა '95" კოლექცია აერთიანებს მდიდრულ და გაბედულ დიზაინს, რომელმაც განსაზღვრა ვერსაჩეს 1990-იანი წლების ეპოქა ჯანი ვერსაჩეს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით. ამ პერიოდის განმავლობაში, ვერსაჩე ცნობილი იყო თამამი ჭრებით, მდიდრული მასალებით და თამამი დიზაინით, რომლებიც აერთიანებდა კლასიკურობასა თანამედროვეობას. ეს კაბა ასახავს 1990-იანი წლების სულისკვეთებას თავისი ასიმეტრიული სილუეტითა და დახვეწილი ქსოვილით.
დონატელა ვერსაჩემ, ჯანის დამ და ბრენდის ამჟამინდელმა კრეატიულმა დირექტორმა, ბოლო წლების განმავლობაში ჯანის მრავალ საკულტო დიზაინს ახალი სიცოცხლე შესძინა. Medusa '95 Draped Gown ასახავს სწორედ წარსულის გლამურსა და ელეგანტურობას დღევანდელი აუდიტორიისთვის.
Medusa '95 Draped Gown უამრავ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მოირგო. სწორედ ამიტომაა, რომ VERSACE დღემდე რჩება წითელი ხალიჩის ფავორიტად.
Versace Medusa '95 Draped Gown დღემდე ბევრი ქალისთვის სასურველი კაბაა. ეს მოდელი პრესტიჟული ღონისძიებების განუყოფელი ნაწილია. Versace-ის ოფიციალურ გვერდზე ამ კაბის 4 ფერია განთავსებული: შავი, ღია ვარდისფერი, თეთრი და ნაცრისფერი.
გთავაზობთ 5 ცნობილ ადამიანს, რომლებმაც ბოლო დროს Versace -ის ეს მოდელი საუკეთესოდ მოირგეს:
მელისა ორდუეი 41 წლის ამერიკელი მოდელი და მსახიობია. ის CBS-ის საპნის ოპერის The Young and the Restless ვარსკვლავია. ის ები ნიუმენის როლს ასრულებს. სწორედ ამ როლისთვის მოირგო მელისამ Versace Medusa '95 Draped Gown-ის განსხვავებული ფერი - ღია ცისფერი.
ჟიზელ ბრაიანტი აშშ-ში რეალითი შოუების ვარსკვლავია. მას სოციალურ ქსელშიც 760 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და ამერიკელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მან Versace-ის საკულტო კაბა ცნობილი სატელევიზიო შოუს Real Housewives of Potomac ღონისძიებაზე მოირგო.
მარინა ბარბოზა ცნობილი ბრაზილიელი მსახიობია. მან კარიერა ბავშვობაში დაიწყო, თუმცა დიდი პოპულარობა მოიპოვა ტელენოველაში Império, რომელშიც ნიმფეტა მარია ისისს როლს თამაშობდა~. ამ როლით მან საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისთვის პრიზიც მოიგო. 2015 წელს მან ითამაშა Totalmente Demais - შოუში, რომელმაც მიიღო საერთაშორისო ემის ნომინაცია საუკეთესო ტელენოველას კატეგორიაში.
მარინა ბარბოზა ბრაზილიაში სტილის სიმბოლოდ ითვლება და ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ განსაკუთრებულმა კაბამ მისი გულიც მოიგო. მარინამ არჩევანი მოკლე, ატმისფერ მოდელზე შეაჩერა.
აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის სტილი და გემოვნება ყოველთვის საყოველთაო ინტერესისა და განხილვის საგანი იყო. თუმცა, სამყარო უპირობოდ თანხმდება, რომ მას ყოველთვის შესაფერისად და, ამავდროულად, ელეგანტურად აცვია. რა გასაკვირისა, რომ Versace-ის ეს ლეგენდარული მოდელი მის გარდერობშიც ინახება...
Medusa '95 Draped Gown მელანია ტრამპმა სულ რამდენიმე დღის წინ, ფლორიდაში, პალმ ბიჩზე მარ-ა-ლაგოში გამართულ წვეულებაზე მოირგო. მან არჩევანი კლასიკურ გრძელ, შავ მოდელზე შეაჩერა.
ალბათ, ბევრ თქვენგანს ახსოვს გასულ წელს "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიაზე ქართველი წყვილის, ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის შთამბეჭდავი გამოჩენა.
მიუხედავად იმიდა, რომ ელენე და გიორგი მსგავს ღონისძიებას პირველად ესწრებოდნენ, წყვილი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და თავს კამერების წინ შესანიშნავად გრძნობდა. ელენემ, რომელიც მაშინ ორსულად იყო, VERSACE-ის ულამაზესი შავი კაბა - Medusa '95 Draped Gown მოირგო. კამერებს მიღმა გიორგიმ იხუმრა, რომ როცა ღონისძიებაზე მიწვევა მიიღეს, პირველი, რაც ელენემ იკითხა, ის იყო, თუ რა უნდა ჩაეცვა და მან ნამდვილად მოახერხა, ბრწყინვალედ გამოსულიყო წითელ ხალიჩაზე.
რომელია თქვენი რჩეული ცნობილი სახე Versace-ის Medusa '95 Draped Gown-ში?