"ვინმეს ამ "რეალობის" სჯერა? "ეს პარიზში გადაიღეთ?" - რას პასუხობს ანუკი არეშიძე კრიტიკას, რომელიც მისი და კახა კალაძის ვიდეოს მოჰყა - Marao

"ვინმეს ამ "რეალობის" სჯერა? "ეს პარიზში გადაიღეთ?" - რას პასუხობს ანუკი არეშიძე კრიტიკას, რომელიც მისი და კახა კალაძის ვიდეოს მოჰყა

2025-01-27 15:34:02+04:00

2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, არაერთ ცნობილ სახეს მოუწია სოციალური ქსელების გაუქმება და წაშლა, მათ შორის, ერთ-ერთი ანუკი არეშიძეც იყო. თბილისი მერის მეუღლემ, ანუკი არეშიძემ რამდენიმე დღის განმავლობაში "ინსტაგრამის" პირადი გვერდი გააუქმა და ნეგატიური კომენტარებისგან თავის დაცვა ამ გზით სცადა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ანუკი არეშიძის გვერდი "ინსტაგრამზე" იძებნება, მას კომენტარების ველი საკუთარ ფოტოებზე შეზღუდული აქვს. 

ანუკი არეშიძე "ინსტაგრამის" გარდა აქტიურია ტიკტოკზეც, სადაც ხშირად უწევს მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე პასუხი. ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ კახა კალაძესთან ერთად გადაღებული ვიდეო სწორედ ტიკტოკზე გამოაქვეყნა (იხილეთ ვიდეო): 

kaladze

kaladze

kaladze

ანუკი არეშიძე 

ანუკი არეშიძე  1989 წელს თბილისში დაიბადა. 35 წლის დიზაინერი სხვადასხვა დროს სწავლობდა „Istituto Marangoni“-სა და „Accademia del Lusso“-ში, მილანში. მან საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.

ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საზოგადოებას კოსმეტიკის ხაზი Anouki Beauty წარუდგინა. ხაზი აერთიანებს ისეთ დეკორატიულ კოსმეტიკას, როგორებიცაა, ტუჩსაცხი და ტუში. 

როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.

kaladze

ანუკი არეშიძე და კახა კალაძე

ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს: “მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ - ამბობდა ანუკი.

  • "ჩემი ძმა მკაც­რი იყო. სა­დაც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სა­ღა­მოს შინ დრო­ზე უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი…“ - ნინა ზარქუას ცნობილი ოჯახი, პოლიტიკოსი ძმა და ცხოვრების საინტერესო ამბები 

ანუკი არეშიძემ საკუთარ ვლოგში კიდევ ერთხელ გაიხსენა, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე: "კახას მილანში შევხვდი. პირველი ერთი თვის მანძილზე მეგობრული ურთიერთობა გვქონდა მხოლოდ მოკითხვით - როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდება...  ამას ვერ ვხსნი, მაგრამ ერთი თვის შემდეგ რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ მისთვის უფრო მეტი ვიყავი, ვიდრე მეგობარი... პირველი წელიწად-ნახევარი მილანში ვცხოვრობდით",  - ამბობს ანუკი. 

  • დედა-შვილი 15-წლიანი სხვაობით: ანუკი არეშიძისა და ლევან კალაძის ფოტოები საოჯახო ალბომიდან 

"მილანში როგორც მოდელი, ისე ჩამოვედი და სულ ვფიქრობდი, ნეტა მალე გავიდეს ეს 3 თვე-მეთქი, დეპრესიული და ნაცრისფერი იყო ჩემთვის ყველაფერი. მერე გავიცანი კახა... პირველი წელიწად-ნახევარი აქ ვცხოვრობდით, პირველი ორსულობა მარტომ გავატარე თითქმის, კახა სულ შეკრებებზე იყო, ბაზაზე რჩებოდა. იმ მომენტში ვერ ვხვდებოდი, რა რთული პერიოდი გავიარე, რთული ორსულობა მქონდა, მეოთხე თვიდან დავიწყე კვება...

  • აკნეს ტრავმა - ანუკი არეშიძის 4 მთავარი რჩევა: როგორ ებრძოდა დიზაინერი გამონაყარს 

ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტები მე ამ ქალაქში გავიარე, ყველაფერი აქ დაიწყო. ენა ჩემით ვისწავლე, ბევრ შეცდომას ვუშვებდი, ბევრს დამცინოდნენ, მაგრამ არ მქონდა მაგის კომპლექსი და არ გავჩერებულვარ", - იხსენებს ანუკი არეშიძე.