სალომე კორკოტაშვილი ცოტა ხნის წინ მეორე შვილის დედა გახდა. მომღერალი პატარას ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს და დიდ მოწონებასაც იმსახურებს:

სალომე კორკოტაშვილი
მომღერალი სალომე კორკოტაშვილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც პოპულარობით სარგებლობს. ის საქართველოში ცნობადი სახის, გია კორკოტაშვილის ქალიშვილია. პირველი ოჯახი 16 წლის ასაკში შექმნა. მისი რჩეული 19 წლის ტოტო კალანდაძე გახლდათ. წყვილმა ერთმანეთი ლისის ტბაზე გაიცნო და ამტკიცებდნენ, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. გაცნობიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდგომ ოჯახი გაიპარნენ და ოჯახიც შექმნეს. ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდგომ წყვილი დაშორდა. წყვილს ერთი საერთო ვაჟი ჰყავს.
„ჩემი შვილი ზუკა 14 წლისაა. ძალიან მაღალია, წვერი აქვს, დიდს ჰგავს. ქუჩაში გვეუბნებიან, რა საყვარელი და-ძმა ხართო, ხან ბავშვებს გვეძახიან. ძალიან მეგობრული და მშვიდი დედა ვარ. თუ დაიჯერებთ, მე და ზუკას არ გვიკამათია, ხმამაღლა არაფერი გვითქვამს, იმდენად მარტივად გვესმის ერთმანეთის. მშვიდად ვუხსნი ხოლმე. უკარგესი ბავშვი და ძალიან საყვარელია. მიყვარხარ, ზუკა...
ჩვენს რეალობაში სირთულეები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. საერთოდ თბილისი ძალიან დეპრესიული ქალაქი მგონია, ჩემმა ბევრმა მეგობარმა მოიკლა თავი. ისიც საკუთარი თვალით ვნახე, ჩემი ფანჯრის წინ ჩემი ბავშვობის მეგობარი როგორ მოკლეს. ამ მოვლენების გამო ერთი პერიოდი ძალიან ცუდად ვიყავი.
მუსიკის არაერთ მასწავლებელს უთქვამს ჩემთვის, არაფერი გამოგივა, რატომ წვალობო. სწორედ ამ ადამიანებს ვუგზავნი ხოლმე ჩემი წარმატების ამსახველ ფოტოებს და ვწერ: “გთხოვთ, სხვებს ნუღარ დააკომპლექსებთ”...
პირადი ცხოვრება
"– სიყვარული, ჩემი აზრით, ჰგავს ყვავილს, რომელსაც მოვლა სჭირდება. თავიდან ყველაფერი ადვილია, აღფრთოვანებული ხარ, მაგრამ თუ ამ ყველაფერს არ გაუფრთხილდი, რაღაც დროის შემდეგ ქრება" - ამბობდა სალომე.
მომღერალმა მეორედ შექმნა ოჯახი. მისი მეუღლე ინგლისელია. ის პროფესიით ჟურნალისტია და ლექციებსაც კითხულობს.