რატომ დაარქვეს მანიკა, როგორია მისი ოჯახი და ცხოვრება ეკრანს მიღმა: გაიცანით მანიკა ასათიანი უფრო ახლოს - Marao

რატომ დაარქვეს მანიკა, როგორია მისი ოჯახი და ცხოვრება ეკრანს მიღმა: გაიცანით მანიკა ასათიანი უფრო ახლოს

2025-02-04 11:17:58+04:00

მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს ახალ ფოტოებს და დასმულ კითხვებსაც ხშირად პასუხობს. 

სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ მანიკას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მის მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ. გარდა გარეგნობისა, ის თავისი ქარიზმითა და პროფესიონალიზმითაც იქცევს ყურადღებას.

მანიკა ასათიანის ოჯახი

მანიკას მამა, კახა ასათიანი პროფესიით ექიმია. ის ძალიან ახალგაზრდა დაქორწინდა და 19 წლის ასაკში უკვე ორი ქალიშვილი ჰყავდა. მანიკა ასათიანს დიდი ოჯახი ჰყავს. მისი უფროსი და ანი ასათიანი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, თუმცა მშობლებთან შედარებით მანიკა მას ხშირად ახსენებს. მოდელს სახელი მანიკა სწორედ უფროსმა დამ დაარქვა. 

manika

მანიკა ასათიანის ქმარი

მანიკა უკვე 13 წელია კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული და როგორც ჩანს, მათი შვილი, 10 წლის გიორგიც, მამის კვალს მიჰყვება.

"ექვსი წლის ვიყავი, როდესაც კალათბურთის თამაში დავიწყე. თბილისის ვაკის საკალათბურთო აკადემიაში მიმიყვანეს, სადაც ჩემი მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე იყო. ჩემი ოჯახის წევრები ფეხბურთელები იყვნენ და სპორტის ამ სახეობაზეც დავდიოდი, მაგრამ კალათბურთი უფრო შემიყვარდა და არჩევანი მასზე გავაკეთე. ბაბუა მყავდა კალათბურთელი, ნათლიები მყავდნენ კალათბურთელები და მათი გვერდში დგომით აღმოვჩნდი ამ სპორტში. ბევრმა დეტალმა შეუშალა ხელი იმას, რომ უფრო მეტად წარმატებული ვყოფილიყავი. არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ არის განცდა, დარდი, მონატრება და რომ არა ბევრი გაუმართლებლობა, შესაძლებელი იყო, ბევრად მაღალ დონეზე მეთამაშა. ბევრი კარგი თამაში შემეძლო ჩამეტარებინა საქართველოს ნაკრებში. თუმცა წარმატება ჩემთვის ჩემი ოჯახია და ამით ვიმშვიდებ თავს. სპორტიც – თავისთავად, მაგრამ ოჯახი ყველაფერია და ჩემი მეუღლე და შვილი მამშვიდებენ. კარიერის ბოლოს ისეთი ტრავმა მივიღე, რომ გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომაც მომიწია აქტიური სპორტისთვის თავის დანებება. ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი, რომ ბოლომდე არ გადამიწყვეტია დასრულება. ის ემოციები მაკლია, მაგრამ როგორც მწვრთნელი, ვინაზღაურებ. ამ პროცესში საკუთარ თავს ვაკვირდებოდი, რამდენად მომანიჭებდა ეს ამპლუა სიამოვნებას და აღმოჩნდა, რომ ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვის სპორტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. თუმცა, პარალელურად, სხვა საქმეებითაც ვარ დაკავებული" - ამბობდა ბექა წივწივაძე.

manika

ნიკოლოზ წულუკიძე

"მანიკა ჩემ თვალწინ გაიზარდა. მახსოვს, 6-7 წლის რომ იყო - მაშინაც ძალიან ლამაზი და გამორჩეული ბავშვი იყო. მერე ეს გოგო, მშვენიერის გარდა, პროფესიონალიც გახდა. ეს ძალიან იშვიათია - როცა ადამიანი ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება. 

  • 19 წლის ასაკში უკვე ორი ქალიშვილი ჰყავდა - მანიკა ასათიანის მამა და უცნობი და 
  • "ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთეთ! რაც გინდათ, ის ქენით, მაგრამ ჩემს ოჯახს არ შეეხოთ!" - რას წერს მანიკა ასათიანის მეუღლე 
  • "ჩვენ უკვე მივეცით ხმა" - მანიკა ასათიანი მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს 

manika

განსაკუთრებულად მიყვარს, იმიტომ, რომ თავისი თავის ფასი იცის. მახსოვს, ერთხელ დიდი საახალწლო კონცერტი  მიგვყავდა. ამ დროს ძალიან ცუდად ვიყავი და მანიკამ წამიყვანა. იცით, როგორ მომიარა? - ყველა აფთიაქთან აჩერებდა, კულისებში მოიყვანეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და გადასხმები გამიკეთეს. ამ დროს პარტნიორს ძალიან დიდი ძალა აქვს" - ამბობდა ნიკოლოზ წულუკიძე მანიკა ასათიანის შესახებ.