2019 წლის აპრილში ყველასთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ "მის საქართველო" პროდიუსერ ნოე სულაბერიძეზე დაინიშნა. წყვილი სამოგზაუროდ ევროპაში წავიდა - ისინი ჯერ ავსტრიაში პრესტიჟულ ღონისძიებას დაესწრნენ, შემდეგ კი თაფლობის თვე იტალიაში გაატარეს.
"ნოე თბილისში იყო, მე - მოსკოვში. ამიტომ თავიდან ტელეფონით გვქონდა კომუნიკაცია... წლებია, ერთმანეთს შორიდან ვიცნობთ, უბრალოდ, მანამდე მეგობრული კონტაქტიც კი არ გვქონია. ერთად ყოფნის გადაწყვეტილების მიღება ცხოვრებაში ძალიან რთულია, თუმცა იმდენად ერთნაირი ღირებულებები და ხასიათი გვაქვს, რომ ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია.
ნოესგან ხელის თხოვნა ძალიან ემოციური მომენტი იყო ჩემთვის... ყველა გოგო თავის ცხოვრებაში ამ მომენტზე ოცნებობს და ბედნიერი ვარ, რომ ნოემ ყველაფერი სწორად და ლამაზად გააკეთა", - ამბობდა მაშინ ჯანეტი.
ამჯერად ნოე სულაბერიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ახალ კადრებს გვიზიარებს:


ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი
ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას PrimeShow უძღვება.
ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. მესამედ ნოე მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი ანნა და ლილი ჰყავთ.
რაც შეეხება ჯანეტ ქერდიყოშვილის, ის ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა "მის საქართველო 2011"-ის ტიტული მოიპოვა. ცხოვრების ამ ეტაპზე ჯანეტი შვილების აღზრდითაა დაკავებული და პარალელურად ინფლუენსერობასაც ითავსებს - ის ხშირად გვთავაზობს სხვადასხვა პროდუქტისა თუ სერვისის რეკლამას საკუთარი სოციალური ქსელებიდან და უფროს ქალიშვილთან, ანნასთან ერთად გადაღებებშიც მონაწილეობს.
ჯეკო ქერდიყოშვილმა სკოლა თბილისში დაამთავრა, შემდეგ კი სწავლა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გააგრძელა და პროფესიად დიპლომატობა აირჩია. ჯეკო დაზე უმცროსია, უყვარს გემოვნებიანად ჩაცმა, მოგზაურობა და ოჯახთან ერთადაც დიდ დროს ატარებს. ჯეკო განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევა დისშვილის, პატარა ანნას მიმართ და, როგორც ჩანს, ჯეკო ანნასთვის საყვარელი ბიძაა.